ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ebraeli2
ჟანრი: დრამატურგია
16 ოქტომბერი, 2016


სერია 2 - მამა გიჟდება - მინდა ბავშვი

მინდა ბავშვი - ბავშვის და მამის ურთიერთობაზეა. არც ბავშვმა და არც მამამ არ იცის თუ ვინ არის ამ ბავშვის დედა, რადგან იგი ჯერ არ დაბადებულა. ის რაღაც უხილავი ძალებით ახერხებს გამოეცხადოს მის მომავალ მამას და სთხოვს, რომ მოძებნოს ქალი, რომელიც მას გააჩენს და გახდება მისი მომავალი დედა, თუმცა მამას ამაზე არასდროს უფიქრია.

(დღე, სახლი)

(დივანზე იღვიძებს, მუთაქა, რომელიც წინა ღამეს ბავშვს ესროლა და სხვა ბალიშ-მუთაქები აყრია თავზე, მაღვიძარა რეკავს, იშორებს ამ ბალიშებს, გაკვირვებული დაიხედება დაბლა და ხედავს ბავშვის მატარებელი, პულტიანი მანქანა და სათამაშოები ყრია იატაკზე).

ირაკლი: ეს რა არი? ესეთი სათამაშოებით მე არ ვთამაშობ!
(მივა, მატარებელს დასვამს ლიანდაგზე, დადის, პულტით აამოძრავებს მანქანას).
ირაკლი: ვა, ისე მაგარი რამეა.
(რეკავს მობილური, არ ეშვება თამაშს, იღებს ყურმილს და ძლივს ლაპარაკობს).
ირაკლი: გისმენთ!
ჯონი: ირაკლი ჩემთან შემოდი ეხლავე.
ირაკლი: რომელი ხარ?
ჯონი: რა რომელი ვარ ბიჭო წაშალე ჩემი ნომერი?
ირაკლი: (დახედავს ნომერს) აუ, დიახ ბატონო ჯონი (დებს პულტს), არ დამიხედავს ტელეფონზე.
ჯონი: შემოდი ჩემთან ეხლავე, საქმე მაქვს.
ირაკლი: აა, მე არ ვარ ბატონო ჯონი სამსახურში, ჩამეძინა და.
ჯონი: რას ჰქვია ჩაგეძინა? ეხლავე გამოდი სამსახურში!
ირაკლი: ეხლავე, გავიღვიძებ და გამოვალ.
ჯონი: რას ნიშნავს გაიღვიძებ? დაწინაურდი და აგივარდა ხო თავში?
ირაკლი: არა, არა, რაღაც უცნაური სიზმარი ვნახე ბატონო ჯონი, ვითომ ვიღაცის ბავშვი მელაპარაკებოდა და ეხლაც მემგონი ისევ სიზმარში ვარ.
ჯონი: ეხლა რა ქენი იცი?! უცებ გაიღვიძე და გამოდი თორე მაგ სიზმარში დაგტოვებ სამუდამოდ გასაგებია?! (კიდებს ყურმილს)
ირაკლი: მოვდივარ.
(დაფაცურდება, ალაგებს კეისში დოკუმენტებს, ჩაიცვამს და გადის, კარის გაღების დროს გამოეცხადება ბავშვის ხმა)


ბავშვი: (ჯერ კიდე არ ჩანს) გადიხარ მამი?
ირაკლი: ხო წავედი შვილო (ინსტიქტურად პასუხობს, მერე უცებ ტრიალდება) რაა?
ბავშვი: წახვედი მეთქი?
ირაკლი: შენ კიდე აქა ხარ?
ბავშვი: ხო აბა სად უნდა ვიყო?!
ირაკლი: აუ კიდე სიზმარში ვარ. მე კიდე მეგონა, რო გავიღვიძე და სამსახურში დამაგვიანდა. რა სულელი ვარ.
ბავშვი: მამი ჩემი სათამაშოები მოგეწონა?
ირაკლი: არა, ჩემი უკეთესია, აი მე თუ ვთამაშობ ამით ვთამაშობ (კარადიდან იღებს დიდ ვეფხვს ან რამეს და მაგით თამაშობს).
ბავშვი: აუ როგორ არ მინდოდა ესეთი არასერიოზული მამა მყოლოდა.
ირაკლი: რა თქვი?
ბავშვი: არა, არაფერი.
ირაკლი: არა, გაიმეორე რა თქვი!
ბავშვი: არაფერი, ძალიან სასაცილო ხარ მამიკო.
ირაკლი: ხოო?! შენ კიდე ძალიან აუტანელი ბავშვი. ბავშვი კი არა მოჩვენება.
ბავშვი: არასდროს გიფიქრია მამა გამხდარიყავი?
ირაკლი: არა. მამა თუ გავხდები ჩვეულებრივი ბავშვის მამა გავხდები და არა მოჩვენების. მოჩვენებისაც არა - რაღაც ხმის. ხმის მამა!
ბავშვი: ხოდა ზუსტად შენ უნდა დამეხმარო, რო ხმა აღარ ვიყო.
ირაკლი: დამანებე თავი, მე რაში უნდა დაგეხმარო?
ბავშვი: შენთან უნდა გამაჩინო, გამზარდო და მომიარო.
ირაკლი: ჰეჰ!
ბავშვი: გპირდები, რომ კარგად ვისწავლი.
ირაკლი: არ მაინტერებს როგორ ისწავლი, დავიღალე უკვე ესეთი დებილური სიზმრებით, წავედი უნდა გავიღვიძო, თორე სამსახურში დამაგვიანდება.
ბავშვი: ეს სიზმარი არ არის მამა.
ირაკლი: მამას ნუ მეძახი!
ბავშვი: კარგი ბრატ, გაიღვიძე და მოდი, მეც აქ ვიქნები.
(ირაკლი მიდის საწოლთან, წვება, თვალებს ხუჭავს და უცბად წამოხტება).
ბავშვი: ვა გაიღვიძე უკვე?
(კიდე თავიდან იმეორებს).
ბავშვი: რამდენხანს გეძინა? ბავშვი ხო არ ნახე სიზმარში? ჰეჰეჰჰე.
ირაკლი: მემგონი ცუდად ვარ.
ბავშვი: ხო, ცუდად იქნები, ბავშვი არ ვარგა სიზმარში, ჰეჰეჰჰე.
ირაკლი: არც სიზმარში და არც ისე არ ვარგა ბავშვი!
ბავშვი: მამი მაგას რატო ამბობ?
ირაკლი: კიდე ერთხელ დამიძახებ მამი, მამა, მამუ, მუმუ და ეგეთ რაღაცეებს და თავს გაგიპობ, გასაგებია?!
ბავშვი: ბოდიში მამა, რაღაც ვერ გავიგე, რას გამიპობ?
ირაკლი: თავს! თუ ხმას! თუ რაც არის!
ბავშვი: ვიცოდი რო მამები მკაცრები იყვნენ, მაგრამ ესეთი უჟასები თუ იქნებოდნენ არ მეგონა.
ირაკლი: უჟასი?! აჰაჰაჰა, უჟასი და მოჩვენება შენ ხარ და მაგას მე მეუბნები?!
ბავშვი: ხო, მეც უჟასი ვარ და შენც?! ძალიან კარგი, ე.ი. მამა-შვილი რაღაცით ერთმანეთს ჰგვანან.
ირაკლი: დამანებე თავი, საკმარისია! წავედი სამსახურში, მაგვიანდება. (ემზადება წასასვლელად).
ბავშვი: შენთვის შვილზე მნიშვნელოვანია შენი სამსახური?
ირაკლი: მოკეტე ერთხელ და სამუდამოდ! (ცეცხლმაქრს მოასხამს ირგვლივ).
ბავშვი: ტყუილად დახარჯე. ჯობდა ჯერ ცეცხლი აგენთო ჰეჰეჰე.
ირაკლი: გაჩერდი! (ღრიალებს, და კართან მივიდა)
ბავშვი: დაიცადე რა მამი ჯერ არ წახვიდე.
ირაკლი: უნდა წავიდე და რო მოვალ შენი ფეხი თუ ხმა თუ ჯანდაბა არაფერი არ დავინახო აქ!
ბავშვი: მამი არ შეგიძლია წესიერად დამელაპარაკო?
ირაკლი: ოოოო, ხო შვილო, ეხლა სამსახურში მივდივარ მეჩქარება და რო მოვალ კანფეტებს მოგიტან. აჰა შენ წესიერად (გაიხურავს კარს)!
ბავშვი: (გარეთ ხვდება ხმა) მამი კანფეტები არ მინდა, მე შენ მჭირდები.
ირაკლი: (კარისკენ იყურება და აქეთ) შენ აქ საიდან გამოხვედი?
ბავშვი: ჯერ არსაიდან არ გამოვსულვარ მამა.
ირაკლი: თავი დამანებე (ჩარბის კიბეებზე)!
ბავშვი: მამი რატო არ გინდა რო მომისმინო. მე შენი შვილი ვარ!
ირაკლი: რა შვილი? შვილი კი არა შენ არაფერი არა ხარ! საერთოდ არაფერი! შენ ხმაც არა ხარ!
ბავშვი: ხო იმიტომ, რომ ჯერ არ დავბადებულვარ!
ირაკლი: ძალიანაც კარგი, არც დაიბადები არასდროს (მიდის გზაზე მანქანისკენ).
ბავშვი: არც დავიბადები თუ შენ არ დამეხმარები.
ირაკლი: (მიდის გზაზე მანქანისკენ, ხალხი უყურებს თავისთვის ლაპარაკობს სულელიაო) მე არ დაგეხმარები! არასდროს!
ბავშვი: მამი ეხლა ყურადღებით მომისმინე.
ირაკლი: არ გისმენ.
ბავშვი: შენ სასწრაფოდ უნდა მონახო დედაჩემი.
ირაკლი: არ გისმენ მეთქი!
ბავშვი: და მერე იმან მე უნდა გამაჩინოს.
ირაკლი: როგორ უნდა გაგაჩინოს? (უყვირის, ტრიალდება)
ბავშვი: მაგდენი აღარ ვიცი, მე ხო პატარა ვარ მამა?!
ირაკლი: პატარა კი არა ნოლი ხარ, სიცარიელე, არაფერი არ ხარ საერთოდ!
ბავშვი: დამეხმარე მამი გთხოვ!
ირაკლი: ეხლავე შემეშვი. (მანქანასთან დგას, მიიხედ-მოიხედავს და უცბად ჩაჯდება სწრაფად მანქანაში. მუსიკას რთავს და ჰგონია რო ჩამოიტოვა. ცოტას გაივლის). ვა, ეს ვინ ყოფილა.
ბავშვი: ღვედი შეიკარი მა.
ირაკლი: (შეხტება, შეიკრავს გაბრაზებული ღვედს) ვინა ხარ! დამანებე თავი! ჯერ ერთი საერთოდ არ მინდა მე ბავშვი! და თან შენნაირი.
ბავშვი: (ტირის).
ირაკლი: რა გატირებს? წადი დედაშენს გამოეცხადე და იმან გაგაჩინოს.
ბავშვი: (ტირილით) არვიცი დედაჩემი ვინ არის!
ირაკლი: (ხმას იმაღლებს) არ მაინტერესებ იცი თუ არა! მოშორდი აქედან! შენი ხმა აღარ გამაგონო, გასაგებია?! (კარის გაღება-დახურვის ხმა) გაუზრდელი!

(ბავშვის ხმა გაქრება, გამწარებული ცოტახანში საჭეს დაარტყამს ხელს, ცუდად ხდება, მანქანას სწრაფად გააჩერებს და რაღაც კლუბში შედის დასალევად).


ბავშვი დედებთან

(ყველაფერი თეთრ ფერში, სულ ქალები თეთრებში, ბავშვი ანგელოზივით გამოწყობილი მიდის დედებთან დასახმარებლად).

ბავშვი: დედა! დედა! (თან მიდის, ჯერ არავინ არ ჩანს) არის აქ ვინმე? დედა!
დედა1: მოდი შვილო ჩვენთან, რამ შეგაწუხა?
ბავშვი: რამ და მამამ.
დედა1: რატო?
ბავშვი: სუპერ იდიოტია!
დედა1: მამაზე ეგრე რატო ამბობ?
ბავშვი: რატო და არ უნდა, რომ მაგის შვილი გავხდე.
დედა1: რატო არ უნდა, რა ლამაზი ბავშვი ხარ (ეფერება).
დედა3: ბავშვი მართალია.
დედა1: რაზე?
დედა3: მე ვიცნობ მამამისს. მართლა იდიოტია.
დედა2: ბავშვთან ეგრე ნუ ლაპარაკობთ.
ბავშვი: დეიდებო! თქვენ რომელიმე გახდებით ჩემი დედა?
დედა1: სიამოვნებით შვილო, მაგრამ ჩვენ ესე არ შეგვიძლია.
ბავშვი: როგორ ესე, მითხარით გთხოვთ, დამეხმარეთ.
დედა2: ჩვენ კაცის გარეშე არ შეგვიძლია ბავშვის გაჩენა. ჯერ მამაშენი უნდა იპოვო.
ბავშვი: ნაპოვნი მყავს უკვე.
დედა2: და მერე თვითონ უნდა აირჩიოს ის ქალი, ვინც შენ გაგაჩენს.
დედა1: მამაშენი თუ მე ამირჩევს სიამოვნებით გავხდებოდი შენი დედა.
დედა2: შენ რატო აგირჩევს, მე იმედი მაქვს, რომ მამაშენი მე ამირჩევს და მე ვიქნები შენი დედა. მოგივლი როგორც საკუთარ შვილს.
დედა1: ტყუილად გაქვთ იმედი, ეს ბავშვი ცოტათი მე მგავს, ასე, რომ ჩემი უნდა გახდეს.
დედა2: ვერ ეღირსები (თმებს მოქაჩავს და მაგრად ჩხუბობენ).
დედა4 (მოხუცი): მოდი აქ შვილო. ნუ მიაქცევ ამათ ყურადღებას. უკვე წლებია გათხოვებას და შვილის გაჩენას ცდილობენ, მაგრამ არ გამოსდით. მეც სიამოვნებით გავხდებოდი დედაშენი, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ მამაშენს არ მოვეწონები.
ბავშვი: რა ვქნა, როგორ მოვიქცე, მამაჩემს მეც არ მოვწონვარ.
დედა4: მოითმინე. მამები შვილებს გვიან ეგუებიან. წამოდი აკვანს გაჩვენებ.
ბავშვი: როდემდე უნდა მოვითმინო, მამაჩემს ვეზიზღები.
დედა4: ეს ასე არ არის.
ბავშვი: ეგრეა, ჩემ დანახვაზე გიჟდება და მლანძღავს და მაგინებს.
დედა4: უბრალოდ ეგუება შენ გამოჩენას, დამიჯერე ყველაფერი კარგად იქნება.
ბავშვი: ის ეგუება და მე აღარ მინდა ეგეთი მამა. თავიდან მომეწონა, მაგრამ მერე გადავიფიქრე. უკვე მეც მეზიზღება!
დედა4: შენც შეეჩვევი. კარგად დაიმახსოვრე, შენ რო დაიბადები და დიდი ბიჭი გახდები, ქალი ისეთი უნდა მოიყვანო, რომ კარგი შვილი გაგიჩინოს. ისეთი კარგი, როგორიც შენ ხარ.
ბავშვი: თქვენ რატო ხართ აქ?
დედა4: მე შვილიშვილს ველოდები, გოგოა. დღე-დღეზე დაიბადება.
ბავშვი: ვა, გოგოა?
დედა4: კი, გოგოა.
ბავშვი: კაი ვიდზეა?
დედა4: ჰმ, შენთვის მნიშვნელობა არა აქვს, ის შენზე დიდი იქნება.
ბავშვი: მემგონი მე დიდები მომწონს (იქითა დედებს გახედავს).
დედა4: (გაუცინებს და თავზე ხელს გადაუსვამს).


ბართან დალევა

(ბართან ირაკლი ზის მთვრალი, გათიშული, მობილურზე ჯონი ურეკავს, მაგრამ ყურმილს არ იღებს).

ირაკლი: მეგობარო!
უცხო: რა არი?
ირაკლი: თქვენ გყავთ ბავშვი?
უცხო: კი.
ირაკლი: რაღაცა მინდა გკითხოთ და არავის უთხრათ.
უცხო: გისმენ!
ირაკლი: სანამ ბავშვი გეყოლებოდათ, მაგის ხმა გესმოდათ ხოლმე?
უცხო: კი, მირეკავდა ხოლმე.
ირაკლი: მართლა? (გახარებული)
უცხო: რა მართლა აჰაჰაჰა, შენ მეტი აღარ უნდა დალიო მეგობარო (დასცინის).

(ეს უცხო მიდის სხვებთან, ის სხვები მოდიან ამის დასაცინად).
სხვები: (ერთ-ერთი ირაკლის აჩვენებს სურათს შვილთან) ნახე ეს ჩემი ბავშვია. მაგრამ ჯერ არ დაბადებულა აჰაჰაჰაჰა...
(3 ბიჭი, 4 გოგო დასცინიან, მერე მთელი კლუბი დასცინის, სხვადასხვა რაღაცეებს აკეთებენ. გამოდის ირაკლი ბარბაცით და გაბრაზებული გადის კლუბიდან, ნასვამი ჯდება საჭესთან და მიდის მაღალი სიჩქარით. ბავშვი მიუხედავად იმისა, რომ გაბრაზებულია მამაზე და გაიგებს ასეთ მდგომარეობაშია გავარდება მის დასახმარებლად).

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები