 | ავტორი: ლიკუსა ჟანრი: იუმორისტული 21 ნოემბერი, 2016 |
ჩვენში დარჩეს, მაგრამ არმანდოს (იტალიელი ბაბუა)მშობლებმა, სახელის დარქმევის დროს, როგორ ვერ გაითვალისწინეს ის ფაქტი , რომ წლების შემდეგ შეიძლებოდა საქართველოდან ჩამოსულიო ქალბატონი ნათელა და იტალიური ენის არცოდნის გამო არმანდო და კარადა, ანუ იტალიურად- „არმადიო“ ერთმანეთში არეოდა და...უბრალოდ არ დაერქვათ ეს სახელი. მაგრამ, რაც არის ეს არის ...მოსახდენი უკვე მოხდა და ამ ამბავს მოყოლის მეტი აღარაფერი აღარ ეშველება!... ჰოდა იმას გეუბნებოდით, ჩამოვიდა თუ არა ნათელა იტალიაში, ეგრევე მუშაობა დაიწყო ბაბუა არმანდოსა და ბებია მარიასთან. ერთ სისხამდილით მარია ბებომ, მიაწოდა ნათელას ხის ავეჯის საპრიალებელი საშუალება-„პრონტო“-ს კრემი და ჩვარი და თან დეტალურად აუხსნა, თუ როგორ უნდა გაეპრიალებინა მზითებში მოყოლილი დიდი ხის კარადა,რომელც სახლის მეორე სართულზე, საწოლ ოთახში იდგა. მაგრამ, ფაქტი ჯიუტია და ნათელია,რომ ნათელამ ამ მონოლოგიდან მხოლოდ და მხოლოდ -არმანდო,არმანდო, გაიგონა- ანუ ბაბუას სახელი. - „არმადიოს“-ანუ კარადის ნაცვლად. აცუნცულდა მეორე სართულზე ნათელა და „არმადიოს“(კარადის) ნაცვლა, საწოლში მოკუნტულ არმანდოს , ნაზად შეაზილა, ხის საპრიალებელი კრემი ხელ-ფეხზე. მეორე სისხამდილით,საკმაოდ გაბრაზებულმა მარია ბებომ, (რადგანაც კარადა გაუპრიალებელი დახვდა) ხელახლა მიაწოდა მოზრდილი შალის ნაჭერი, „პრონტოს“კრემი და იტალიური ესპანსიურობითა და ჟესტიკულაციით აუხსნა ნათელას თუ როგორ გაეპრიალებინა არმადიო ანუ კარადა ფრიად ნათელია,რომ ნათელამ მხოლოდ და მხოლოდ ისევ და ისევ... -არმანდო, არმანდო გაიგო!... გაბრაზებულმა ნათელამ დაავლო ხელი „პრონტოს“ და შალის ნაჭერს, აუვარდა მძინარე ბაბუას ოთახში,გადააძრო საბანი... შეშინებულმა არმანდომ ერთი კი შეჰკივლა- მამმა მია! -აიუტო,აიუტოოოო!!!- ანუ ვაიმე დედააა... მიშველეთ, მიშველეთო!!!...მაგრამ დარჩა ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა!...ნათელამ გადაავლო მთელ ტანზე კრემი და მანამდე აპრიალა სანამ ხელიდან გასხლტომა არ დაიწყო არმანდომ... წააფარა საბანი გაპრიალებულ არმანდოს ჩამოვიდა და მარია ბებოს წინ მოიწმინდა შუბლზე ოფლი (ე.ი. ნახე რამდენი ვაპრიალეო)ხოლო „პრონტოს“ ცარიელი ბოთლი ,ამოატრიალა და მარცხენა ხელის ცერა თითზე სამჯერ დაირტყა,როგორც ღვინისაგან დაცლილი ყანწი (ე.ი. ასე მტრები დაგეცალოსო) P.S.-„არმადიოს“ ნაცვლად გაპრიალებული არმანდო თუ გადაურჩა დამწვრობას,ამის უკანასკნელი ცნობები არ მომეპოვება. P.S .2 _მნიშვნელოვანი გაფრთხილება! პოსტს აღენიშნება გვერდითი მოვლენები,იწვევს : 1-სიცილს. 2-სიცილ-ტირილს. 3-ნერვების აშლას,აწეწვას.(იშვიათად,მაგრამ მაინც) პირველი და მეორე ადვილად მოგვარებადია,ხოლო მესამე სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში ,ასეთ მკითხველს მეგობრულად ვურჩევდი, ღრმად ისუნთქოს და წვრილკბილა სავარცხლით გადაივარცხნოს აქოჩრილი და აწეწილი ნერვები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. აბა კურიოზებიო? აბა კურიოზებიო?
4. ვიხალისე. კარგია. სტრუქტურაც მშვენიერი. 5 ვიხალისე. კარგია. სტრუქტურაც მშვენიერი. 5
3. მუხა ძალიან ვწუხვარ,მაგრამ მესამე სიპტომი. მუხა ძალიან ვწუხვარ,მაგრამ მესამე სიპტომი.
2. კაი ახლა ლიკუსა, შენი ხათრით თუ გევიცინებ თორემ რაა აქანე სასაცილო ,გურულები რომ იტყვიან: აბდლური ტყუილიაო ისეა.. არ გეწყინოს. მეგობრულად გირჩევ! კაი ახლა ლიკუსა, შენი ხათრით თუ გევიცინებ თორემ რაა აქანე სასაცილო ,გურულები რომ იტყვიან: აბდლური ტყუილიაო ისეა.. არ გეწყინოს. მეგობრულად გირჩევ!
1. კარგად ვიცინე, საბერძნეთშიც ბევრი იყო ასეთი ისტორიები კარგად ვიცინე, საბერძნეთშიც ბევრი იყო ასეთი ისტორიები
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|