მიყვარდი მაშინ, როცა დილას შენი სახელი - ერქვა სიცოცხლე, მზის ამოსვლა, ვსუნთქავდი შენით, ახლა კი მინდა უშენობა იმის გამხელით გავადიადო, რომ არ ყოფილა განაჩენი სასიკვდილო და მახსენდება მხოლოდ წარსული უემოციო, გაფითრებულ მოგონებებად, არც სიყვარული არ ყოფილა ზღვარგადასული და ბედისწერას არაფერი მოეთხოვება.
გარდა იმისა ამოშალოს სუფთად, უკვალოდ, გაფითრებული, მაგრამ მაინც გრძნობის კადრები და ეს ლექსებიც უყოყმანოდ მინდა გავცვალო სუფთა ფურცლებში, არასოდეს გაგეკარები.
ვფიცავ ფიქრითაც, დავივიწყებ ბალიშებიდან ვნებააშლილი, რეტდასხმული ფიფქების თოვას, მერე კი კოცნის და ტუჩების გაგიჟებიდან ამოვშლი სიტყვებს თვალებმა, რომ თავისით მთხოვა.
გადაგივიწყე, დაიხურა ჩვენი წიგნი და დრომ უმკურნალა თავისთავად გახსნილ იარებს, მაგრამ დღითიდღე უმოწყალოდ მანგრევს შიგნიდან ჰო, ალბათ ის, რომ შევძელი და გადაგიყვარე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ,,არც სიყვარული არ ყოფილა ზღვარგადასული და ბედისწერას არაფერი მოეთხოვება''.
მომეწონა. ,,არც სიყვარული არ ყოფილა ზღვარგადასული და ბედისწერას არაფერი მოეთხოვება``.
მომეწონა.
1. უშენობის გადიადება რა არის? არადა რითმისთვის მოფიქრებული სიტყვააო, იმასაც ვერ დავწამებ :) არ მომეწონა და მომეტევოს :) ძალიან ზეფაქიზად ნაწერი ბუნდოვანებაა. არც აქვს გამორჩეულად არც ემოციური და არც რეალურად შესაგრძნები მომენტი. წარმატებები უშენობის გადიადება რა არის? არადა რითმისთვის მოფიქრებული სიტყვააო, იმასაც ვერ დავწამებ :) არ მომეწონა და მომეტევოს :) ძალიან ზეფაქიზად ნაწერი ბუნდოვანებაა. არც აქვს გამორჩეულად არც ემოციური და არც რეალურად შესაგრძნები მომენტი. წარმატებები
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|