ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ორქიდეია
ჟანრი: პოეზია
7 იანვარი, 2017


შობის დილა

გილოცავთ  ყველას  შობის  დილას  და  უფლის  ნებას,
მისი  ცრემლები  ყინულებად  აქ  ჩვენთვის დნება
მდინარეებად,  ტბებად,  ზღვებად,  ნაკადულებად,
სწორედ  ამიტომ  შობა  უფლის  ყოველწელს  დგება.
დგას  შობის  დილა მთელი  არსით  და  ბრწყინვალებით,
რომ  იშვა  ქრისტე  იუდეველთ  ქალაქის  მიღმა,
იყო  მის  მიმართ  სანატრელი  ბავშვობა მძიმე
და  გაქრა  სიყრმე  ასე  უბრად  ნაცვლად  სიკეთის,
მდიდართ  მტრობა  და  ჯვარზე  გაკვრა, გარდაცვალება,
აღდგომა  და  ცად  ამაღლება .როდის  და  რატომ 
იქცა  წესად  აქ  ერთურთისთვის  დაუზოგავად
ყოველმხრივად  გამომეტება,    არსად  დანდობა.
უფალო  იშვი და  მომართე  შეგთხოვე  ადამთ 
ყოველი  მოდგმის  ჭკვა, და  გონება,  სული  ბრიყვთა 
ან  თუნდა  ბრძენთა  და  ნუ  დაგვტოვებ  ნუგეშ  გარეთ
ჩვენ  შვილთა  შენთა  და  იძლიერე,  იდიდე  და 
მოიღე  მადლი მიწად  მავალთა  ჩვენთა  მომართ
და  იძლიერე  და  იდიდე ამინ!  ამინ! და 
მხოლოდ  ამინ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები