ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ხირსელი
ჟანრი: პოეზია
7 თებერვალი, 2017


ისინი თრთიან

ისინი თრთიან, ცახცახებენ
ყოველი ცივი დღის სიფითრეში,
ყოველი ცივი ღამის სკნელში.
სკნელი კი, "ზე" იქნება თუ - "ქვე", სულერთია,
მთავარია, რომ სკნელია და,
თანაც, იმსივრცე,
თუნდაც, ყოველდღე მოვკვდე,
ამოვუყორო მუცელი
მიწას გამოსკვნილი ჩემი მჭლე სულით,
ვერ ამოვავსებ.

აღარ მიცდიან სკვნილის მარცვლები -
- იციან,
თითები მტკივა:
პირჯვრისწერისას, ლექსისწერისას და
არასდროს:
რომელიმე საიტიდან სიახლეების გამოწერისას -
- ასეთ დროს, მხოლოდ თვალებს ვიტკიებ.

და თრთიან, ცახცახებენ
ჩემი ცოდვები - აღტკინებულნი
ჩემი ტკივილებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები