ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ადამიანის სხეული
ჟანრი: პოეზია
1 ოქტომბერი, 2017


კალოშებში ამოსული ყვავილები

როგორც მძივები,
და გირლიანდები,
ეხვიათ კალოშებს ლამაზი იები,
იები იისფრად ელავდნენ მზის შუქზე,
უშვერდნენ ხასხასა ლოყებს ცისარტყელებს,
და ირგვლივ შექმნილი უყურადღებობით ტკბებოდნენ იები, როგორც კალოშები.

მხურვალე გულღვიძლით ეძინა ნათელას
და ესიზმრებოდა მურადას სიკვდილი
რას არ წარმოიდგენს ეს ციცინათელა
შეეძლოს სიზმარში რომ თუნდაც სირბილი
იყოს უმაღლესი სახაზავთმლესავი
დიდი გეოგრაფი და გამასწრესავით
იმ წლებმა იმ დრომ და იმ ღიმღამებმა
ურომლებისოდაც დავშთი მე ღვრემილი.

კეთილო პრინცესავ, თქვენი სიდიადე
სწვდება ბოქვენამდე ყურუმსაღ მარინას,
მოდით, მოენათლეთ კვლავაც იბიარდზე,
სულხანს არ გაყუტდეს ერთგვარი გარიყვა,

აბსურდში როგორმე არ დაილექება
ნამდვილი სიბრძნე და ჭუჭყის სიმწიფე,
ნაშმოდგომარზე გავწირე ფესვები მყრალი და წითელი,
მუხლი და წიფელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები