 | ავტორი: თამუ ჟანრი: პოეზია 9 ოქტომბერი, 2017 |
შლეგი დგაფუნით ეხეთქება სულის კედლებს, შენი მონატრება, შენმა სურვილმა ურცხვად გამაშიშვლოს უნდა, სევდა გაბუტული ბავშვივით მოვარდება უნდა დავუყვავო, უნდა მოვეფერო, ნეტა? მერე ატირდება, არც კი მიმიკარებს, მის თვალთმაქცობას მე ვეღარ ვენდობი, სარკმელს მივკეტავ და ფართოდ გავხსნი კარებს, მოვალ თავს დაგადებ და ფრთხილად დაგეყრდნობი. არც კი შემომხედავ, შენმა სიჯიუტემ ლამის გამათავოს ლამის, სული შემიბერე, ხედავ? მაკანკალებს, შეძელ შეჩერება წამის. და სანამ მხედავ და შენთან ვარ სანამდის, სანამ იმედებმაც მარტო არ დამტოვა ხელი შემომხვიე, მითხარი, ნახვამდის. ნუღა გამახსენებ, ვიცი რომ მარტო ვარ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. კომედიანტს მოეწონა გვიან ...
კომედიანტს მოეწონა გვიან ...
3. გასაგებია,გასაგებია გასაგებია,გასაგებია
2. კარგად მყოფო ავადმყოფო, ვერ იცანი ვერლიბრი? პროზაში - შენი ვერსია აჯობებდა, მაგრამ პოეზიას ისე უხდება, როგორც წერია. კარგად მყოფო ავადმყოფო, ვერ იცანი ვერლიბრი? პროზაში - შენი ვერსია აჯობებდა, მაგრამ პოეზიას ისე უხდება, როგორც წერია.
1. "შენმა სურვილმა ურცხვად გამაშიშვლოს უნდა"-
შენმა სურვილმა ურცხვად უნდა გამაშიშვლოს. ასე კი.. მგონი
"შენმა სურვილმა ურცხვად გამაშიშვლოს უნდა"-
შენმა სურვილმა ურცხვად უნდა გამაშიშვლოს. ასე კი.. მგონი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|