ეს ქარი თითქოს გადაღლილ ნაძვებს აწუხებს და თან სევდა ერევა, ჰგონია, დარდი მიწვდება ცამდე და ძლიერ იკლო ბედნიერებამ. ვუსმენ უამურ ქროლას და ზუზუნს, გაზაფხულს ველი და ასე ვუძლებ ღრუბლების პირქუშ და მძიმე კუნძულს მე რომ ლოდივით მედება გულზე. ვიძინებ ასე... დილით კვლავ ვებრძვი დარდში აბურდულ ფიქრის მახეებს და - დინებასთან მებრძოლი თევზი - ფიქრში ვუღიმი ძვირფას სახეებს.