"თქვენ არ შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ ახალი ნაწარმოები,
ამისთვის საჭიროა დააგროვოთ 100-ზე მეტი ქულა." ადმინ, ეს ახალი წესია? აქამდე სამი დღის შუალედით ქვეყნდებოდა ნაწარმოები და ახლა 100 ქულის მიხედვით?? თითოეულ წევრთან სხვადასხვა წესები აქვს ამ საიტს თუ რა ხდება?
ეს წესი მოქმედებს საიტის დაარსების დღიდან ანუ ზუსტად 7 წელია
ყოველ გამოქვეყნებულ ნაწარმოებზე გაკლდებათ 100 ქულა
ყოველთვიურად, თვის პირველ რიცხვში გემატებათ 700 ქულამდე რაც გაძლევთ თვეში 7 ნაწარმოების გამოქვეყნების საშუალებას
ამას გარდა, კომენტარების განთავსებისას გემატებათ ( 3 კომენტარამდე ერთ ნაწარმოებზე ) ქულები და შეგიძლიათ კომენტარების კეტბით მოიპოვოთ დამატებითი ქულები
თქვენ თუ ნახავთ მენიუს ქვეშ, სადაც შეგყავთ ნიკი და პაროლი, წერია ქულები
თქვენთან ახლა იქნება 0 + 65 ეს ნიშნავს რომ ყოველთვიური ქულები გაქვთ 0 და კომენტარებით შეგროვილი გაქვთ 65 ქულა
თუკი დაამატებთ კომენტარებს, ახვალთ 100 ქულამდე და შეგეძლებათ გამოქვეყნება
1-ლ აპრილს კი ის პირველი 0 ქულა შეგევსებად 700-მდე
მართალს ბრძანებთ, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოება თავი
იმედია ამის გამო ძალიან არ გაგვკიცხავთ. მითუმეტეს თუკი რამეს იკითხავთ, ყოველთვის შეგვიძლია აგიხსნათ რა რისთვისაა და რატომ
დღეს ადმინზე მოვიდა წერილი, სადაც ნათქვამი იყო, რომ "სუპერმოუხერხებელი საძიებელი აქვს საიტს"
არადა საიტს საკმაოზე გაცილებით მეტად კარგი საძიებელი აქვს
ამიტომ ამ თემაში დასვით კითხვები საიტის ფუნქციონირების გარშემო. მხოლოდ კითხვები.
პასუხებს კი მეორე თემაში გავცემ
ის მოერე თემა დაკეტილი იქნება წევრების მიერ დასაპოსტავად
გელით, დასვით კითხვები საიტის ფუნქციონირების გარშემო, რაც გაინტერესებთ.
ოკ მინდა მოვძებნო რომელიმე ძველი ავტორი, ვისაც კარგა ხანია არ შემოუხედავს აქ. მაგრამ ნაწერები დევს. აუცილებლად უნდა მახსოვდეს თარიღი, როცა ის აქვეყნებდა ტექსტებს? მარტო ნიკით არ შეიძლება მოიძებნოს? ვა! ვერ ვიმახსოვრებ მე რიცხვებს
აზრად არ მომსვლია წევრებიდან ძებნა. შევდიოდი "ძებნაში" სადაც მარტო ნიკით ვერავინ ვერ ვიპოვნე. ვფიქრობ, უნდა იყოს მარტივად: აკრეფ ნიკს და უნდა ამოაგდოს. ვინ როდის მოვიდა-წავიდა და როდის ამოისუნთქ-ჩაისუნთქა, ნაკლებად საჭიროა
ეს რაც თქვენ ნახეთ, უფრო მარტივად იყო
ის რასაც თქვენ ამბობთ, უფრო რთული საძიებო სისტემაა, რომელიც აქვს საიტს და სადაც ალბათ არასწორად ეძებთ, თორემ იმითც მოძებნიდით
ზუსტად მასეა, როგორც თქვენ ამბობთ: "აკრეფ ნიკს და უნდა ამოაგდოს"
იქ დამატებითი შესაძლებლობები აქვს საიტს და თუ თქვენთვის ნაკლებად საინტერესოა, შეგიძლიათ საერთოდ არ გამოიყენოთ. ეს იძულებითი არაა
შეგიძლიათ მხოლოდ წევრის ნიკი აკრიბოთ და მოძებნოთ მისი ნიკი
რაც შეეხება, "ძებნაში" ძებნის წესებს და შესაძლებლობებს, ვეცდები დღეს საღამოს დავდო პასუხების თემაში.
http://urakparaki.com/?m=7&WUID=14907&sm=0
უკაცრავად, აბა ეს ვინაა? და ერთი წერტილი რომ უნდა ბოლოში ვიცი, სწორედ მაგაშია საქმე, რომ ბოლოში დასმული წერტილის გამო არ იძებნება.
ეგ არის "აბრრაგი." ბოლოში წერტილით და ეგ მნიშვნელოვანია
და მართალი ხართ, სწორედ ბოლოში დასმული წერტილის გამო არ იძებნება, იმიტომ რომ არასწორად ეძებთ
გვერდით თემაში კი ღწერილია, მაგრამ აქაც დაგიწერთ რაშია შეცდომა
თქვენ ეძებთ ისე, რომ ჩართული გაქვთ მონიშვნა ზუსტ ძებნაზე
ზუსტი ძებნა გულისხმობს რომ ზუსტად ის უნდა მოძებნოს, რაც თქვენ გიწერიათ. ანუ თუ ჩაწერთ "აბრრაგი" და მისცემთ ზუსტ ძებნას, მოგიძებნით მხოლოდ და მხოლოდ იმ ავტორს, რომელიც არის ზუსტად "აბრრაგი"
მაგრამ ასეთი ავტორი საიტზე არაა. შესაბამისად ძებნა იქნება უშედეგო
თუ მოუხსნით მონიშვნას ზუსტ ძებნას და თუ მისცემთ ისევ ძებნაში შაბლონს "აბრრაგი", ამ შემთხვევაში ამოგიყრით ყველა იმ ნიკს, რომელიც იწყება "აბრრაგი"-ზე და ცხადია მათ შორის "აბრრაგი."-საც.
თუმცა აქ არ დაგავიწდეთ, რომ ძებნისას თარიღების ზუსტად მიცემაც მნიშვნელოვანია ( ეს ყველაფერი დაწვრილებითაა განხილული გვერდით თემაში )
ან შეგიძლიათ პირველი ვარიანტი გამოიყენოთ წევრების სიის გამოყენებით და იქ უფრო თვალნათლად ნახავთ რა ნიკებია ამ ნიკის მსგავსი და შეცდომებიც გამოირიცხება.
თუ რაიმე ვერ აღვწერე კარგად, არ მოგერიდოთ, მკითხეთ და დავაზუსტებ.