ფორუმი


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად

1
ავტორი შეტყობინება

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 8 ოქტომბერი, 2019 15:46:57
მოგესალმებით,  ძვირფასო ურაკპარაკელებო!

როგორც იცით, საიტი "ურაკპარაკი" 2008 წლის მარტიდან მოქმედებს  და აგერ უკვე 11 წელზე მეტია, დამწყებ თუ უკვე ჩამოყალიბებულ მწერლებს და პოეტებს საშუალებას აძლევს, 
გააცნოს საკუთარი შემოქმედება საზოგადოების ფართო წრეს, ზედმეტი დანახარჯების გარეშე.

„ურაკპარაკზე“ დღეში 500-დან 1000-მდე უნიკალური IP მისამართიდან ფიქსირდება შესვლა,
მათ შორის საზღვარგარეთის ქვეყნებიდან - ამერიკა, რუსეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და ა.შ

  "ურაკპარაკი" დაარსდა და წლების განმავლობაში ფინანსდებოდა კერძო პირის მიერ, თუმცა, ბოლო წლებში გაჭირდა დაფინანსება და ასეთ დროს, დაფინანსების გარეშე,
საიტზე ვერ ვნერგავთ სიახლეებს-  ვერ ვცვლით იერსახეს და ვერც საიტის  შესაძლებლობებს ვაძლიერებთ, რადგან ეს ყველაფერი თანხებთანაა დაკავშირებული.

ამის გარდა,  საიტის ფუნქციონირებისთვის არსებობს სხვა საჭიროებები, როგორიცაა დომეინის საფასურის გადახდა და საიტის ჰოსტინგი.
მოგეხსენებათ,  საიტი დიდი ბაზაა, სადაც ასიათასობით ორიგინალი ნაწარმოები ინახება და მილიონობით ამ ნაწარმოებზე გამოხატული აზრი , კომენტარების სახით.
ასევე,  საიტის ფორუმის განყოფილებაში ინახება უამრავი ნაწარმოები, ჩანაწერი, გარჩევა და თუნდაც გაშაირება საიტის წევრებისა.
ნაწარმოებთა ამ  დიდი სიიდან სასურველის ძებნისას და თუნდაც ავტორის შესვლისას , საჭიროა სწრაფად მოხდეს შესაბამისი ინფორმაციის მოწოდება,
ამას კი შესაბამისი ჰოსტინგი ჭირდება. რასაკვირველია,  არსებობს ძვირიანი ჰოსტინგები, სადაც უკეთ და უფრო სწრაფად იმუშავებს საიტი გაჭედვების გარეშე,
მაგრამ ახლა ვცდილობთ მინიმალური მონაცემების ვარიანტით დავკმაყოფილდეთ.

ამ ხარჯების დაფარვის მიზნით, წინა წლებში იყო დახმარება თანხის სახით საიტის  რამდენიმე წევრისგან,
რომელთაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით საიტის სიყვარულისა და მისი საჭიროების გულთან მიტანისთვის.

ახლაც საჭიროა რაღაც თანხა სამწლიანი ჰოსტინგის და დომეინის საფასურის გადასახდელად, რისთვისაც  საიტის წევრებისგან გვჭირდება თანადგომა და ფინანსური დახმარება.

ვისაც აქვს სურვილი და საშუალება ( ეს არ არის ვალდებულება ან რაიმე პრივილეგიის მინიჭება რაიმეს საფასურად ) , 
შეუძლია დაეხმაროს საიტს და ჩარიცხოს მათთვის სასურველი და შესაძლებელი  თანხა საიტის დასახმარებლად.  ანგარიშის დეტალებს ქვემოთ მოგახსენებთ.

რაც შეეხება თანხას, გამოყენებული იქნება ჰოსტინგის და დომეინის საჭიროებისთვის, მაგრამ იმ შემთხვევაში,
თუ მეტი მოგროვდა ( და ეს პროცესი,  იმედია,  არ იქნება ერთჯერადი) მაშინ ეს თანხა გამოყენებული იქნება საიტის ფუნქციონალის გასაუმჯობესებლად.

საიტის იმ წევრების სია, ვინც  ფინანსურად დაეხმარება  საიტს,  გამოქვეყნდება საიტზევე

თუ არ გსურთ გამოქვეყნდეს თქვენი გვარი ან ნიკი, დანიშნულებაში მიაწერეთ "გამოქვეყნების გარეშე"


წინასწარ გიხდით მადლობას ყველას, ვისაც გულთან მიგაქვთ საიტის გასაჭირი !

თანხები შეგიძლიათ ჩარიცხოთ საიტის უძველესი წევრის , ჯონათან ლივინგსტონის ( jonatan livingstoni. ) ანგარიშზე:

ანგარიში საქართველოს ბანკში  GE26BG0000000877415200
პირადი ნომერი  53001026974
დანიშნულებაში მიაწერეთ თქვენი ნიკი ან გვარი და სახელი ( საჭიროების შემთხვევაში "გამოქვეყნების გარეშე" )
კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მიწეროთ  jonatan livingstoni ან მოგვწეროთ ადმინზე ( მოგვწერეთიდან )
ან მეილზე urakparaki.ge@gmail.com 


წინასწარ გიხდით მადლობას ყველას, ვისაც გულთან მიგაქვთ საიტის გასაჭირი და თანადგომას იჩენთ!


მარი მემანიშვილი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 8 ოქტომბერი, 2019 19:43:54
დროულია და საჭიროც ყველას  აქტიურობა, არ გვინდა დაიკარგოს უამრავი  ტექსტია აქ

თამარ ბუკია
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 9 ოქტომბერი, 2019 08:25:38
ნიიკ, თითოეულმა წევრმა ასეთ დროს საწევროსავით რომ გადაიხადოს რაღაც სიმბოლური თანხა? მაგალითად თითო ნიკზე თუნდაც 2-2 ლარი? ვფიქრობ, საკმაოდ მოგროვდება. და ბოლოს და ბოლოს, თავადვე მიხვდებიან 20 და 25 ნიკის გახსნის სისულელეს.
ვისაც დიდი თანხები აქვს, ღმერთმა მისცეს, რამდენსაც მოისურვებენ, იმდენი გადარიცხონ. მაგრამ 2-2 ლარი არც არავის გაამდიდრებს და არც გააღარიბებს. საიტსაც წაადგება.
რას იტყვი?
ან თქვენ რას იტყვით, იუზერებო?

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 9 ოქტომბერი, 2019 10:52:49
"მარი მემანიშვილი" დაწერა:
დროულია და საჭიროც ყველას  აქტიურობა, არ გვინდა დაიკარგოს უამრავი  ტექსტია აქ


მადლობა მარი გამოხმაურებაზე

არ დაიკარგება ტექსტები, ამას არ დავუშვებ არცერთ შემთხვევაში
რადგან ვიცი რამოდენიმე ადამიანი, რომელთაც აქა აქვთ შენახული მთელი თავისი შემოქმედება და არ შეიძლება მათი ღალატი 
უბრალოდ კარგი იქნება თუ საიტის წევრები თავადაც მიიღებდნენ მონაწილეობას საიტის არსებობისთვის საჭიროებებში


ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 9 ოქტომბერი, 2019 10:55:31
"თამარ ბუკია" დაწერა:
ნიიკ, თითოეულმა წევრმა ასეთ დროს საწევროსავით რომ გადაიხადოს რაღაც სიმბოლური თანხა? მაგალითად თითო ნიკზე თუნდაც 2-2 ლარი? ვფიქრობ, საკმაოდ მოგროვდება. და ბოლოს და ბოლოს, თავადვე მიხვდებიან 20 და 25 ნიკის გახსნის სისულელეს.
ვისაც დიდი თანხები აქვს, ღმერთმა მისცეს, რამდენსაც მოისურვებენ, იმდენი გადარიცხონ. მაგრამ 2-2 ლარი არც არავის გაამდიდრებს და არც გააღარიბებს. საიტსაც წაადგება.
რას იტყვი?
ან თქვენ რას იტყვით, იუზერებო?


მადლობა გამოხმაურებაზე თამარ
ვისაც უნდა საწევრო დაუძახოს, ვისაც უნდა კეთილი ნება

ვალდებულება არავის არა აქვს და ვინც ჩათვლის საჭიროდ და რამდენსაც ჩათვლის საჭიროდ იმდენს გაიღებს
საწევრო ცოტა ისეთი საქმეა, ვალდებულებასავითაა
თუ საწევროს არ იხდი, წევრობა უნდა შეგიწყდეს 

არაა ეს საწევრო, სურვილითაა თანხის რაოდენობაც და საერთოდ გადახდაც

ასე ჯობია ამ ეტაპზე 

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 9 ოქტომბერი, 2019 17:14:33
როგორც თოლიამ ( ჯონათან ლივინგსტონმა ) მაცნობა პირველი თანხა 15 ლარი უკვე ჩაირიცხა მის ანგარიშზე
დიდი მადლობა გულშემატკივარს, რომლის სახელი ჯერ არ ვიცით, რადგან საბანკო მტშ-ში არ ჩანს ეს 

მადლობა, რომ შეგტკივათ გული ურაკპარაკისთვის

გლეხიკაცი
რჩეული ავტორი
გამოქვეყნებულია: 9 ოქტომბერი, 2019 20:53:14
ძალიან კარგია, დავეხმაროთ ერთმანეთს საიტს და უფრო კარგ სახეს მიიღებს, თქვენ გვერდით ვარ

თამარ ბუკია
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 9 ოქტომბერი, 2019 23:26:11
14-მდე უნდა მაცალოთ მაშინ. ახლა თავად ნოლზე ვზივარ!
ნიიკ, სულ რამდენია საჭირო? უბრალოდ, ინტერესის გამო ვკითხულობ. თუ გინდა, პირადში მომწერე.

ლ. ლორია
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 12 ოქტომბერი, 2019 16:38:46
  აუცილებელი ამბავია,  რამდენი სიხარული  მოუნიჭებია ჩვენთვის ამ საიტს,  ახლა  ჩვენი ჯერია...    ჯონათან, ხვალ  შევძლებ,  ბევრს ვერა, მაგრამ...  რასაც  

სამყაროს მიღმა
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 14 ოქტომბერი, 2019 12:25:16
ვაჰ.. არადა აქ ისეთი"შემოქმედებებიც" ინახება ავტორებს რომ დიდიხანაი "დაკარგული" აქვთ. არანაირად არ უნდა დავუშვათ მსგავსი რამ !

ლ. ლორია
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 14 ოქტომბერი, 2019 19:29:25
სვეტიცხოვლობას გილოცავთ ...  მხოლოდ დღეს შევძელი დანაპირის ასრულება მცირედით ..

გიორგი ყელბერაშვილი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 17 ოქტომბერი, 2019 10:57:41
მხარდაჭერა ურაკპარაკს <3 მეც გიერთდებით

გულიანა
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 17 ოქტომბერი, 2019 16:26:51
საიდან აღარ... ოკ.

თანანა
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 17 ოქტომბერი, 2019 17:48:29
მეც ხელფასამდე უნდა მაცალოთ, ახლა ძალიან გაჭედილი ვარ, 25-ში დაგეხმარებით, რითაც შევძლებ! საიტს ყველა უნდა დავუდგეთ გვერდში, ვისაც გული შეგვტკივა!  ჩემი ბოლო 10 წლიანი შემოქმედება აქ ინახება, საოცრად მიყვარს ეს საიტი და მგონია, ერთგულიც ვარ!!!

თანანა
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 17 ოქტომბერი, 2019 17:50:28
ანგარიში და პირადი ნომერი წავიკითხე, მაგრამ სახელი და გვარიც ხომ უნდა, ვის ვუგზავნი?
1

ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად


ამჟამად ფორუმზე იმყოფება 3 სტუმარი და 0 წევრი