ფორუმი


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკის განვითარება - ერთად ურაკისთვის!

1 2 3 4
ავტორი შეტყობინება

ნინა გორდაძე
რჩეული ავტორი
გამოქვეყნებულია: 1 სექტემბერი, 2020 14:36:03
ექსკურსიაც კარგი იქნებოდა, რთველი არავის აქვს? ჩავიდეთ, მივეხმაროთ, მერე თათატა გავაკეთოთ, ჩურჩხელები ამოვავლოთ ამ თემაში პირველად ვწერ, ტკბილად შემოვდგი ფეხი. ისე სადღაც მეწწერა კაფე „ურაკპარაკი“ გავაკეთოთ-მეთქი, მაგრამ მობილური ვერსიისთვის ვერ შეგროვდა მგონი თანხა და კეფესთვის სააქციო საზოგადოების შექმნა ზღაპარია. თუმცა დილეტანტსაც ვერ დავირქმევ , საერთოდ არ გამეგება მაგ საკითხის არაფერი, მაგრამ იდეა მომწონს, კარგად ჟღერს კაფე „ურაკპარაკი“

ფლორენცია
რჩეული ავტორი
გამოქვეყნებულია: 1 სექტემბერი, 2020 15:46:48
ნინა, დიდი მადლობა საინტერესო იდეებისთვის. მიხარია რომ თქვენც ჩაერთეთ.

ფლორენცია
რჩეული ავტორი
გამოქვეყნებულია: 1 სექტემბერი, 2020 15:58:05

ახლა მოდი იდეებს დავაჯამებ:
1. ფეისბუქ გვერდის გააქტიურება - ავტ. მანანა კაკაჩია და სერგეი ეთანხმება
2. კონტროლი უცენზურო ტექსტებზე - ავტ. მანანა კაკაჩია
3. გამკაცრდეს უცენზურო ტექსტებზე კონტროლი - ავტ. ვანანო
მეორე და მესამეზე ნიკის და გილოს აზრია რომ ცენზურა იყოს კომენტარებზე, რადგან ავტორისთვის თავისუფლების შეზღუდვა ამ საიტის მისიასთან ვერ მოდის თანხვედრაში
4. ინსტაგრამის გაააქტიურება - ავტ. გიორგი ყელბერაშვიი
5. ჟურნალის შექმნა - ავტ. გიორგი ყელბერაშვილი
6. ამ 12 წლის მანძილზე თავფურცელზე გასული ნაწარმოებების ნუსხის გაკეთება - ავტ. ნეფერტარი - ამაზე, პასუურხი იყო რომ შეიძლება ვერ მოხერხდეს. გაირკვევა და იმასაც დავწერ.
7. ურაკის დღეების დაწესება - ავტორი ფლორენცია
8. ურაკის ახალი წიგნის გამოშვება- ქალბატონ მანანა კაკაჩიასგან გავიგე რომ ადრე გამოცემულა და არც ახლა იქნება ურიგო, შერჩეული ავტორებიდნ ან თავად ავტორებმა რომ აირჩიონ ერთი ნაწარმოები და ან კი ჟიურიმ. იქნებ რომელიმე გამომცემლობამ ითაოს და დაბეჭდოს კიდეც.
9. კომენტარებს შეფასების სისტემა რომ ჰქონდეს ვფიქრობ საინტერესო იქნებოდა. თუნდაც სამ ბალიანი 0-1-2 თვალსაჩინოებისთვის.
0-არ ვეთანხმები;
1-ნაწილობრივ ვეთანხმები'
2-სრულიად ვეთანხმები; - ავტორი :გილო
10. წაშლილ ნაწარმოებებს შეენახოს კომენტარები ისე, რომ ავტორს შეეძლოს მმათი ნახვა. - ავტ. ლელა მგელაძე
11. პირად ინფორმაციას დაემატოს ველი "კომენტარები" სადაც ავტორის მიერ დაწერილი კომენტარები იქნება დაჯამებული - ავტ. ლელა მგელაძე
12.ექსკურსია  - ავტ. ნინა გორდაძე
13. ურაკული რთველი, თათარა და ჩურჩხელა - ავტ. ნინა გორდაძე
14.ურაკპარაკის კაფე  - ავტორი : ნინა გორდაძე

მადლობა ყველას, ვინც ეცნობა ამ ოთახის საუბრებს და იმათ კი, ვინც აქტიურად ებმება განხილვაში, უღრმესი მადლობა პირადად ჩემგან

ფლორენცია
რჩეული ავტორი
გამოქვეყნებულია: 2 სექტემბერი, 2020 16:14:53
მოგესალმებით ურაკელებო!
ნინას ჰქონდა ურაკელების რთველის გადასარევი იდეა.
თუ ვინმეს გაქვთ რთველი ან იცით ვისაქც აქვს და სჭირდება მიხმარება, გვიხმეთ ურაკელები!
არ უნდა იყოს ცუდი იდეა.
ან კიდევ მეორე ვარიანტი, ვისქც უნდა კაეთში რთველში წასვლა, შეგროვდეს ფული და ურაკელების ექსკურსია მოვაწყოთ.

ფლორენცია
რჩეული ავტორი
გამოქვეყნებულია: 9 სექტემბერი, 2020 20:36:16
საღამო მშვიდობის საყვარელო ურაკელებო!
ეს ბოლო დღეები საქმეების გამო ვერ ვახერხებ თქვენი ნაწერების აქტიურად კითხვას და შეფასებას! გადავაგორებ საქმეებს და გამოვსწორდები, ძალიან მალე!
ბედნიერი დღეები თქვენ!

გილო
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 9 სექტემბერი, 2020 21:55:07
კაფე ,,ურაკპარაკი'' წარმოვიდგინე მთვრალი როგორ ვარ მისვენებული ერთ კაციან მაგიდასთან

ფლორენცია
რჩეული ავტორი
გამოქვეყნებულია: 10 სექტემბერი, 2020 18:02:14
გილო, მართლაც საუცხოო იქნება კაფე "ურაკპარაკში" ყავის მირთმევა

ნინა გორდაძე
რჩეული ავტორი
გამოქვეყნებულია: 11 სექტემბერი, 2020 14:06:06
ფლორენცია, ჯერ სამნი ვართ კაფეში, ვნახოთ, იქნებ ვინმე კიდევ შემოგვიერთდეს.


ფლორენცია
რჩეული ავტორი
გამოქვეყნებულია: 11 სექტემბერი, 2020 17:17:44
ნინა, მე შუა ჭიქას ავირჩევ. რას მიაყოლებდით ?
მოკლედ, სააქციო საზოგადოება ურაკპარაკს ეყრება მეგობრებო საფუძვეელი )))))))))

გილო
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 15 სექტემბერი, 2020 16:32:27
სერიოზულად ღირს ამ იდეის განხორციელებაზე დაფიქრება. მე ყავა მძაფრი ალკოჰოლის შემდეგ ან მასთან ერთად მირჩევნია სიგარეტთანაც არაჩვეულებრივია. ერთი სიტყვით სამუშაო გრაფიკი როგორი იქნება?

ფლორენცია
რჩეული ავტორი
გამოქვეყნებულია: 22 სექტემბერი, 2020 23:47:54
24 საათიანი
1 2 3 4

ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკის განვითარება - ერთად ურაკისთვის!


ამჟამად ფორუმზე იმყოფება 0 სტუმარი და 0 წევრი