ფორუმი


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ზოგადად პორტალის არაფორუმული, ძირითადი ნაწილის შესახებ

1 2 3 4 5 ... 27 28 29
ავტორი შეტყობინება

მატა ჰარი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 18 ოქტომბერი, 2008 01:48:10
არაფორუმულს ვეხები განსაკუთრებით!

მაჰათმა განდი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 20 ოქტომბერი, 2008 00:52:48
აქ კომენტარის განთავსებისთვის საჭიროა 5 ქულა
თქვენ კი გაქვთ მხოლოდ 0
გამოიყენეთ ავტორის დღიური სხვა შეტყობინებებისთვის

ეს ჩანაწერი რას ნიშნავს?? როგორ უნდა დავაგროვო საჭირო ქულები???


ნეფელე
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 22 ოქტომბერი, 2008 12:29:23
სულ მინდოდა მეკითხა და მავიწყდებოდა. -ლიტერატორი -როგორ გავხდი?

ნეკერა
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 24 ოქტომბერი, 2008 01:15:22
მოკლედ, ნიკი, დღეს ერთმა გენიალურმა აზრმა დამარტყა თავში და აბა ისე როგორ დავდგები, რომ მშობლიურ ურაკპარაკს არ ვუზიარო?
მოკლედ, ხშირად არის ჟანრების ჩამატება-არ ჩამატებაზე საუბარი. ხან რა ჟანრს მოითხოვენ, ხან რას მე კი მოვიფიქრე სიტყვა, რომელიც ყველა ამ პრობლემას გადაჭრის და ეს ჯადოსნური სიტყვა არის... And the Oscar goes to... "სხვა"!
მაგალითად ლალის "პრიკოლები", ლუბას პრეზენტაციები, და ა.შ. აღინიშნებოდა სიტყვით "სხვა" და ნებისმიერ მკითხველს ეცოდინებოდა რომ ამ, პირობითად და ჟანრში, შეიძლება შეხვდეს - ტექსტი, ფოტო, ვიდეო, აუდიო მასალა, რომელიც პოეზიას, პროზას, კრიტიკა-პუბლიცისტიკას სცილდება და მარტივად, არის რაღაც "სხვა".
მგონი გასაგებად ავხსენი

თამარ ბუკია
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 28 ოქტომბერი, 2008 22:34:43
ციტატა:
..ლელაც პრინცპში უბრალოდ ერთ ავტორს სულ უმაღლეს შეფასებას აძლევს და ამაში არ ვეტანხმები


ლალი-ნინი, ჩემზე გაქვს ეჭვი?
ლელა უმაღლეს შეფასებას ძალიან ხშირად მაძლევს-ხოლმე...მაგრამ, ყოველთვის  - არა!
რა მოხდება, ყველამ საკუთარ შეფასებებს რომ მიხედოს? იცი როგორი ობიექტური გახდება საიტი?
ჩემს შეფასებებს, პირველ ყოვლისა, შენ ეწინააღმდეგები-ხოლმე: "ეს რატომ შეაფასე ასე? ის - რატომ?..."
და ამ დროს, რასაც შენ თვლი უმაღლესი შეფასების ღირსად, იმაზე მწერ, - "რატომ შეაფასე დაბალი ქულითო"?
არ გეჩვენება, რომ შენ შენს გემოვნებას გვახვევ თავს?
მე მომწონს იოს, რაც მომწონს მე თავად, და არა ის, რაც შენ მოგწონს!.

ნათია კახიძე
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 1 ნოემბერი, 2008 13:15:12
როგორ დავამატო აქ ცჰენმი ნაცარმოები?

ნათია კახიძე
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 1 ნოემბერი, 2008 13:16:14
დამეხმარეთ

ნატა
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 1 ნოემბერი, 2008 13:22:00
ციტატა:
დამეხმარეთ


გვერდზე მარცხნივ "პირადი გვერდი" აქ შედი  და მიხვდები

Fuckerman's Song
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 2 ნოემბერი, 2008 02:16:00
ციტატა:
ნეკერა
ლიტერატორი  გამოქვეყნებულია: 24 ოქტომბერი, 2008 01:15:22 
მოკლედ, ნიკი, დღეს ერთმა გენიალურმა აზრმა დამარტყა თავში და აბა ისე როგორ დავდგები, რომ მშობლიურ ურაკპარაკს არ ვუზიარო?
მოკლედ, ხშირად არის ჟანრების ჩამატება-არ ჩამატებაზე საუბარი. ხან რა ჟანრს მოითხოვენ, ხან რას  მე კი მოვიფიქრე სიტყვა, რომელიც ყველა ამ პრობლემას გადაჭრის  და ეს ჯადოსნური სიტყვა არის... And the Oscar goes to... "სხვა"!
მაგალითად ლალის "პრიკოლები", ლუბას პრეზენტაციები, და ა.შ. აღინიშნებოდა სიტყვით "სხვა" და ნებისმიერ მკითხველს ეცოდინებოდა რომ ამ, პირობითად და ჟანრში, შეიძლება შეხვდეს - ტექსტი, ფოტო, ვიდეო, აუდიო მასალა, რომელიც პოეზიას, პროზას, კრიტიკა-პუბლიცისტიკას სცილდება და მარტივად, არის რაღაც "სხვა".
მგონი გასაგებად ავხსენი



[quote]




კი ბატონო,სრულიად გასაგები იყო ჩემთვის ნეკერას ახსნილი,მარა მე სხვა აზრის ვარ არა მართალია ჩემთვის ამ კონკრეტულ შემთხვევაში აზრი არავს უკითხავს,მარა მეც მაწუხებს "მწირ-ჟანრიანობა" ასევთქვათ.მოკლედ ნეკერას ნახსენებ-შემოთავაზებული ეს "სხვა" ცოტა რა ვიცი-ვერა,რადგან მე,ზოგ შემთხვევებში როგორც მკითხველი,როცა თვალს ვავლებ ნაწარმოებებს,აუცილებლად ვაქცევ ყურადღებას ჟანრს(თუმცა არჩევანი ამ მხრივ ეხლა უფრო მცირეა,ვიდრე რომ დაემატოს "სხვა") და სადაც ეწერება "სხვა" იქნება ძალიან ზოგადი და ეს მე არაფერზე მიმანიშნებს,ანუ არ გამიჩენს სურვილს,რომ მე ის ნაწარმოები ვნახო,თუ მე იმ ავტორის მიმართ სიმპატიებით არ ვარ აღსავსე მოკლედ(ისე რაღა მოკლედ,რამდენი ვწერე მე რეებსაც ვწერ,  დავუშვათ (გლობალურად) არის პოეზია,მარა სიტყვაზე ვამბობ,ჩემი პოეზია იგივე ნეკერას პოეზიისგან იმდენად განსხვავდება ჟანრობრივად,რომ აუცილებლად რადიკალურად განსხვავებული გემოვნების მკითხველები გვეყოლება და არსებულ მომენტში მკითხველი როცა შემოდის და ნეკერას ნაწარმოებს უწერია განმსაზღვრელად "პოეზია" და ჩემს ნაწარმოებსაც იგივე,მკითხველისთვის არაფერია მინიშნებული.ანუ,მინდა შემოგთავაზოთ აზრი: მაგალითისთვის "პოეზიას" როცა ვუთითებთ როგორც ჟანრს,გვქონდეს საშუალება "ქვეჟანრის"(ასე დავარქმევ ამ შემთხვევაში პირობითად),რითიც ავტორს საკუთარი სურვილის შესაბამისად შეეძლება განსაზღვროს თავისი ნაწარმოების ჟანრი უფრო მეთად მკითხველისთვის და მიეცეს ავტორს ამ გზით თავისი მკითხველის მოზიდვის საშუალება. დამაინტერესებს თქვენი(ადმინისტრაციის) და საერთოდ,ურაკელების აზრი ამ ჩემი ძაააააალიან ვრცელი სიტყვის შესახებ მადლობა რომ წაიკითხეთ და ბოდიშს ვიხდი ამხელა "მოხსენებისთვის"

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 6 ნოემბერი, 2008 04:20:37
ანუ მაგით გვთავაზობ გავაზარმაცოთ ახალი წევრები
ანუ ის რომელსაც მტკიცედ აქვს არჩეული რომ Fuckerman's Song-ისეული პოეზია იკითხოს მხოლოდ ჩვენ ხელს ვუწყობთ ამაში
არადა თუ წაიკითხავს ერთი-ორ ნეკერასეულ პოეზიას იქნებ მოეწონის ისიც და შეიცვალოს აზრი

ასევე პირიქითაც, ნეკერ-ისტები შეიძლება გახდნენ  Fuckerman's Song-ისტები  და მივცეთ მათ ამის საშუალება
ისე კი, ისეთი იქნება თუ ასეთი, პოეზია მაინც პოეზიაა

ნათია კახიძე
ციტატა:
როგორ დავამატო აქ ცჰენმი ნაცარმოები?


ამისათვის უნდა შეხვიდეთ პირად გვერდზე და იქ არის ახალი ნაწარმოების დამატება
შეხვალთ იქ, ამოირჩევთ ჟანრს, შეიტანთ ნაწარმოებს და დააჭერთ შეტანას

ახლა ნაწარმოები შეტანილია, მაგრამ თქვენს გარდა ვერავინ კითხულობს, თუმცა ასეთ დროს შეგიძლიათ ნებისმიერი ცვლილება შეიტანოთ მასში.
თუ დააწვებით გადაშლილ წიგნს, რომელსაც მიწერილი აქვს "გამოქვეყნება", მაშინ ნაწარმოები დაიდება საიტზე და სხვებიც წაიკითხავენ.
უბრალოდ ამის შემდეგ შესწორებების შეტანა შეზღუდულია. მცირე შესწორებები დასაშვებია მაგრამ არა ბევრი.

გისურვებთ წარმატებებს

გამრავლების ტაბულა
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 6 ნოემბერი, 2008 15:14:05
ბევრი ტექნიკური პრობლემაა საიტზე. რეგისტრაციის გაუქმებიდან დაწყებული.

გავაუქმე ნიკი (შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ), მაგრამ 1. არ წაიშალა ჩემს მიერ დადებული ნაწარმოები
2. არც ჩემი კომენტარები წაიშალა
3. როცა ნიკი იშლება, სასურველი იქნება მასთან პირადი შეტყობინების (შემნთხვევით) გამგზავნს ეცნობოს, რომ "ნიკი გაუქმებულია და პირადი შეტყობინება ვერ გადაეცა".

პაროლის შეცვლას არც ერთ ფორუმში არ სჭირდება ემაილზე გადასვლა. აქ რატომ ხდება? შედარებით მარტივი და მოსახერხებელია ამის ადგილობრივ გაკეთება. და მერე უკვე მისაღებია, რომ ელფოსტაზე მიდიოდეს შესაბამისი შეტყობინება ახალი პაროლის მითითებით.



მომკალით და ვერ გავიგე წევრების სტატუსიზაციის პრინციპი და საჭიროება.

გამრავლების ტაბულა
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 6 ნოემბერი, 2008 15:48:10
ნაწარმოების რედაქტირების ძალიან მცირე შესაძლებლობაა. ეს ფუნქცია უნდა გაფართოვდეს. და როცა მოდერატორი ვინმეს უშლის ნაწარმოებს, სასურველია, ამის შესახებ ავტორს წინასწარ წერილობით ეცნობოს.

გამრავლების ტაბულა
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 6 ნოემბერი, 2008 16:00:53
და კიდევ, ნაწარმოები რომ იშლება, ავტორთან მაინც არ იცვლება მისი რაოდენობა... ესეც გა(მო)სასწორებელია.

გამრავლების ტაბულა
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 6 ნოემბერი, 2008 17:13:21
კიდევ ერთი მტკივნეული თემა - ნაწარმოების ჟანრის განსაზღვრა. უკვე რამდენჯერმე შევამჩნიე რომ დრამატურგიაში ხვდება აშკარად არადრამატული ნაწარმოებები. მხოლოდ პათოსს არ ვგულისხმობ. ადმინისტრაცია ასეთ შემთხვევაში უნდა ახდენდეს ჟანრის კორექციას.

ანემონე
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 6 ნოემბერი, 2008 17:25:33
ციტატა:
ბევრი ტექნიკური პრობლემაა საიტზე. რეგისტრაციის გაუქმებიდან დაწყებული.


რომ არ გაგეუქმებინა ნიკი, ხომ ვერ იპოვიდი მაგ შეცდომას?



გამრავლების ტაბულა
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 6 ნოემბერი, 2008 17:41:35
ციტატა:
რომ არ გაგეუქმებინა ნიკი, ხომ ვერ იპოვიდი მაგ შეცდომას

აბაა

მერე ისევ მინდოდა იმ მადისაღმძვრელი ნიკის დარეგისტრირება, მაგრამ არაოოოო. ანუ ფაქტიურად არ აუქმებს ნიკებს რა. ესეც მისახედია,

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 6 ნოემბერი, 2008 18:32:51
საინტერესოა  გამრავლების ტაბულა-ს კომენტარები
ჩემი ამის წინა პოსტის შემდეგ პირველ შენს პოსტში გეთანხმები, ხარვეზები არის, მაგრამ თუ არა ვცდები ნაწარმოებები უქმდება.
2) კომენტარების წაშლა არ მახსოვს როგორ არის, მე მგონი ეგენიც იშლება ავტომატურად  ხარვეზია ის, რომ რჩება კომენტარების სააერთო სიაში.
3) ეს პუნქტი საინტერესოა და ვიფიქრებთ ამაზე

რაც შეეხება პაროლის გაუქმებას
არ ვიცი სხვაგან როგორაა , მაგრამ ვთქვათ ვიღაცამ აქ გაიგო შენი პაროლი და შევიდა პაროლის შეცვლაზე. შეგიცვალა და დაგტოვა ისე.
მაილზე გაგზავნით კი დამატებითი დაცვაა მაილის პაროლის სახით.

სტატუსიზაციას დროებით თავი დავანებოთ, ჩავთვალოთ რომ ასეა საჭირო 

ნაწარმოების რედაქტირებაში სპეციალურად არის შეზღუდული დიდი მოცულობით რედაქტირების საშუალება,
რადგან სხვადასხვა გამოცდილებით, ზოგნი დებენ კარგ ნაწარმოებს, აიღებენ ქულებს და შემდეგ ცვლიან უაზრობით.
გვინდა ეს ჩვენ? არა.  ამიტომაც
თუკი მსგავსი პრობლემად დაგიდგა, მოგვწერე და მოგეხმარებით კარგ საქმეში.

წინასწარ ვაცნობეთ ვთქვათ წერილით და დაველოდეთ მიღების დადასტურებას
იქნებ ავტორი 1 კვირა არ გამოჩნდეს და ის რაც უარგისი და ცასაშლელია იდოს საიტზე?  რამდენი ხანი?  ან მერე წაშლას რა აზრი აქვს?


ციტატა:
ნაწარმოები რომ იშლება, ავტორთან მაინც არ იცვლება მისი რაოდენობა

ესეც სპეციალურადაა. ვთქვათ ავტორმა დადო 10 ნაწარმოები და ამ ათიდან 5მა დააგროვა 200 200 ქულა  და 5 -მა  კი 10 -10 ქულა
საშუალო რეიტინგი გამოუვა  105 ქულა
ადგება ახლა ეს ავტორი და წაშლის 10 ქულიანებს რეიტინგის მოსამატებლად და ხელის ერთი მოძრაობით გაუხდება 200 რეიტინგი
ახლა კი რაც არ უნდა წაშალოს მაინც იყოფა  10-ზე ანუ ნაწარმოები წაშლილია თუ არა მაინც ეთვლება რაოდენობაში და აი წაშლილის ქულები კი აღარ 


ციტატა:
ადმინისტრაცია ასეთ შემთხვევაში უნდა ახდენდეს ჟანრის კორექციას.

უკვე მიღებულია მაგაზე ზომები
ნოემბრის თვიდან 

მგონი ძირითადად ყველა კითხვას ვუპასუხე 

მადლობა ინტერესისთვის და კეთილი სურვილებისთვის

მაჰათმა განდი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 9 ნოემბერი, 2008 08:57:36
თემებს ვინ შლის??? რამოდენიმ წუთის უკან 7 ნოემბერზე იყო თემა. ახლა გაქრა, როგორც შარშანდელი თოვლი,,,,

რატომ იშლება????  დისკუსიის საშუალებას რატომ უსპობთ ლიტერატორებს???? 

რა არის ამის მიზეზი??

წინასწარ გიხდით მადლობას გამოხმაურებისთვის,
განდი.

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 9 ნოემბერი, 2008 13:05:43
ნუ ქმნი პანიკას განდი
ცხონებული ჯავაჰარლალ ნერუ რა იყო და მაჰათმა განდი ღირსეული ადამიანი იყო და საოცრად მშვიდი ყველა სიტუაციაში 

ასეთი თემა ამ ფორუმზე არ გახსნილა, თუ შენ მოგეჩვენა რომ ფორუმზე იყო, ეს ალბათ გადაღლილობის ბრალია
ისე კი რაღაც მსგავსზე პრეტენზიით იყო ნაწარმოებებში და ის წაიშალა, რადგან ის რაც იქ იდო საფორუმე თემაა მხოლოდ და არა პოეზია

დამშვიდდი
სიმშვიდე გადაარჩენს ინდოეთს
გაუმარჯოს ინდოელი და ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან მეგობრობას

მაჰათმა განდი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 10 ნოემბერი, 2008 17:54:08
ნიკი,
როგორ ხარ?

პანიკის რა ნახე ჩემს ნაწერში??   კარგი,, ეტყობა , შენ ასე ჩათვალე.

მაშინ, შენის ნებართვით განვმარტავდი, რომ ეს იყო უბრალოდ უსამართლობის წინააღმდეგ გალაშქრება!!! დიახ!!!!  შენ არ გინახია განდი როდესაც უსამართლობას ებრძოდა. იგი მშვიდი ნამდვილად არ იყო. იგი იყო შეუპოვარი, თუმცა მტკიცე.

ჰოდა, შენ თუ თვლი რომ ლიტერატურა ცალკე საგანია და განზე დგას, მაშინ მე დავაფასებდი შენს აზრს, თუმცა არ დაგეთანხმებოდი.


დამშვიდება არ მაკლია მე. პირიქით, ცოტა მოდუნებულიც კი ვარ

ჰოდა, ინდოეთი შეიძლება გადარჩენილია უკვე და საქართველოზე რომ გვესაუბრა უფრო ფართოდ მე ამის მომხრე ვარ უფრო.

აბა შენ იცი, არ დაიკარგო ხოლმე.

მადლობა რომ დამდე პატივი და გამომეხმაურე.

ვაფასებ შენს ყურადღებას.

პატივისცემით,
განდი.
1 2 3 4 5 ... 27 28 29

ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ზოგადად პორტალის არაფორუმული, ძირითადი ნაწილის შესახებ


ამჟამად ფორუმზე იმყოფება 0 სტუმარი და 0 წევრი