ფორუმი


ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2018“

1 2 3 ... 8 9 10
ავტორი შეტყობინება

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 29 ოქტომბერი, 2018 17:46:44
არასამთავრობო ორგანიზაცია „ენერგოეფექტურობის ცენტრი - საქართველო“
ლიტერატურულ პორტალ „ურაკპარაკი“-ს თანადგომით

აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს „ლილე 2018“

კონკურსის პირობები:

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გამოაგზავნეთ საკონკურსო ნაწარმოებები, 2018 წლის 1-ლი ნოემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე urakparaki.com@gmail.com
კონკურსზე ნაწარმოების გამოგზავნით  ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით კონკურსის წესებს.

კონკურსის მიმდინარეობა:
კონკურსი იყოფა რამდენიმე ეტაპად:
I ეტაპი –  კონკურსის ორგანიზატორების მიერ შემოსული ნაწარმოებები  გადაირჩევა და გადაეცემა ჟიურის.
II ეტაპი – ნაწარმოებების მიღების შეწყვეტისთანავე ცნობილი გახდება ჟიურის ვინაობა,
                  რომელიც შერჩეული ნაწარმოებებიდან გამოავლენს 10 საუკეთესოს.  ჟიურის წევრების რაოდენობა განისაზღვრება 5 ან 5-ზე მეტი წევრით.
III ეტაპი – 10 საუკეთესო ნაწარმოებიდან გამოვლინდებიან გამარჯვებულები.
IV ეტაპი – გამოცხადდება კონკურსის შედეგები  და დაჯილდოვდებიან ლაურეატები.

კონკურსის წესები და მოთხოვნები:

კონკურსის მონაწილეებმა საკონკურსოდ გამოყოფილ ელექტრონულ ფოსტაზე  ( urakparaki.com@gmail.com  ) უნდა გამოაგზავნონ :
1) გამოუქვეყნებელი საკონკურსო ნაწარმოები “ვორდის“ ფორმატში.
2) ავტორის გვარი და სახელი ( ან ფსევდონიმი ).
3) საკონტაქტო ინფორმაცია.
4) ფინალურ ათეულში გადასული მონაწილეებმა დაბადების თარიღიც

მონაწილისგან მიიღება მხოლოდ ერთი ნაწარმოები.

ნაწარმოების მიღების დადასტურება ავტორს გაეგზავნება ელექტრონულ ფოსტაზე.
ასეთი დასტურის არ მიღების  შემთხვევაში გთხოვთ დააზუსტოთ მიზეზი იმავე მაილზე, ან ურაკპარაკის ადმინისტრაციასთან. 
საიტზე  www.urakparaki.com  მენიუში აირჩიეთ პუნქტი "მოგვწერეთ" და წერილში მიუთითეთ თქვენი ელ ფოსტა, სახელი ( ფსევდონიმი ) და საკონტაქტო ნომერი.


კონკურსში წარმოდგენილი უნდა იყოს ნებისმიერი სახის პროზაული ჟანრის ნაწარმოები. ორიგინალური ანდა კლასიკური ნაწარმოების ადაპტირებული ვერსია ( ე.წ. რემეიქი )
ტექსტი შეიძლება იყოს შექმნილი ნებისმიერ თემაზე და ეხმაურებოდეს მერების შეთანხმების მინიმუმ ერთ მუნიციპალიტეტში  (http://eecgeo.org/ge/como.htm)  ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების საჭირბოროტო საკითხებსაც.
როგორც მოგეხსენებათ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითად გამომწვევ ფაქტორს წიაღისეული ენერგორესურსების მოხმარება წარმოადგენს ტრანსპორტსა თუ შენობებში,
მწვანე საფარის  სიმცირესთან ერთად და დიდწილად, ამ პრობლემისადმი როგორც პასუხისმგებელი პირების ასევე მოქალაქეების
არათანმიმდევრული და არასათანადო დამოკიდებულებით არის განპირობებული.
ნაწარმოები ასევე უნდა მოიცავდეს ამ პრობლემის შერბილებისა თუ აღმოფხვრის ავტორისეულ ხედვას.

შეზღუდულია საკონკურსო ნაწარმოების მოცულობა და უნდა შეადგენდეს 1500 ასონიშნიდან 15000 ასონიშნამდე ( დაახლოებით 1-დან 10 გვერდამდე )

კონკურსის 10 საუკეთესო ნაწარმოები გამოქვეყნდება კრებულში „ლილე 2018“.

2018 წლის 25 დეკემბრის მერე ჟიური გამოავლენს სამ გამარჯვებულს.
გამარჯვებულ ავტორებს გადაეცემათ ფულადი პრიზები:
პირველი ადგილი - 500 ლარი;
მეორე ადგილი - 300 ლარი;
მესამე ადგილი - 200 ლარი.

თუ კონკურსის მიმდინარეობისას, ან მისი დამთავრების შემდეგ, აღმოჩნდება, რომ საკონკურსოდ გამოგზავნილი ნაწარმოები კონკურსამდე,
ან კონკურსის მიმდინარეობისას, სადმე, რაიმე სახით იყო გამოქვეყნებული და მსგავსი ფაქტი აღმოჩნდა ჟიურის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე,
ნაწარმოები მოიხსნება კონკურსიდან.
კონკურსის ორგანიზატორები უფლებას იტოვებენ ასეთი ნაწარმოების ავტორის ვინაობა გამოქვეყნდეს საიტზე,  წესის დარღვევის ფაქტის მითითებით.

ნებისმიერ ეტაპზე კონკურსში მონაწილე ნაწარმოებების ავტორები უცნობი იქნებიან ყველასთვის, გარდა კონკურსის ორგანიზატორისა.

25 დეკემბრის ჩათვლით კონკურსის ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია უკან გაითხოვოს საკუთარი ნაწარმოები.
ასეთ შემთხვევაში ნაწარმოები არ მიიღებს კონკურსში მონაწილეობას, არ გადაეცემა ჟიურის შესაფასებლად და არ გამოქვეყნდება.

ფინალურ ათეულში გადასული ნაწარმოებები გამოიცემა წიგნის სახით.
კონკურსის ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე ავტორს ეკრძალება, კონკურსის დასრულებიდან 2 თვის განმავლობაში,
გამარჯვებული (პირველ სამ ადგილზე გასული) ნაწარმოებების გამოქვეყნება სხვა ბეჭდურ გამოცემებში.

კონკურსის დასრულების შემდეგ:

ა) ავტორების წერილობით ( ელექტრონული ფოსტით ) დადასტურებული უარის არ არსებობის შემთხვევაში,
გამოქვეყნდება ყველა ის ნაწარმოები, რომელმაც მიიღო ჟიურის შეფასება.

ბ) ავტორების წერილობითი (ელექტრონული ფოსტით) მოთხოვნის შემთხვევაში, გამოქვეყნდება ნაწარმოები,
რომელიც ავტორის სურვილით მოიხსნა კონკურსიდან , ან ვერ გადავიდა მომდევნო ეტაპზე.

გ) ფინალურ ათეულში გასული მოთხრობა აუცილებლად გამოქვეყნდება ურაკპარაკის ფორუმზე.

კონკურსის დასრულების შემდეგ, მეტი გამჭვირვალეობის მიზნით, გამოქვეყნდება ჟიურის წევრების ყველა შეფასება ანონიმურად.
იმ შემთხვევაში, თუ ჟიურის რომელიმე წევრი ვერ აღმოაჩენს თავისი შეფასების იდენტური შეფასების ჩამონათვალს,
ამის შესახებ საჯაროდ უნდა განაცხადოს საიტ ურაკპარაკზე“ , შესაბამის თემაში და/ან კონკურსის ორგანიზატორებთან.

ნაწარმოებების შეფასება ხდება 10 ქულიანი სისტემით.
ჟიურის თითოეული წევრი დამოუკიდებელია თავის არჩევანში.

დასაშვებია  ჟიურის წევრის შეფასების კორექტირება შემდეგ შემთხვევაში:
თუ ჟიურის რომელიმე წევრის შეფასება სხვა ოთხი წევრის შეფასების საშუალო ქულისგან განსხვავდება 5 ან მეტი ერთეულით.
დაბალი შეფასების შემთხვევაში ამ წევრის შეფასებად მიიღება დანარჩენი წევრების შეფასებებიდან ყველაზე დაბალ შეფასებას
გამოკლებული ერთი ქულა, ხოლო მაღალი შეფასების შემთხვევაში ამ წევრის შეფასებად მიიღება დანარჩენი წევრების შეფასებებიდან
ყველაზე მაღალ შეფასებას დამატებული ერთი ქულა
შეფასების ამ სისტემის გათვალისწინებით, ჟიურის წევრს არ ეკრძალება კონკურსში მონაწილეობის მიღება.

გამარჯვებული ნაწარმოების გამოვლენის კრიტერიუმები:
ნებისმიერ ეტაპზე გამარჯვებულები გამოვლინდებიან  ჯამური ქულებით.

მეორე ეტაპზე ჟიური 10 ბალიანი შეფასების სისტემით შეარჩევს  10 ნაწარმოებს.
ამ ეტაპზე  შეფასებაში ჟიური შეზღუდული არ არის. ნაწარმოებები შეირჩევა ჯამური ქულით.
ჯამური ქულების ერთნაირობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება უმაღლესი ქულების რაოდენობა.
მათი თანაბრობის შემთხვევაში - ერთით დაბალი შეფასების რაოდენობები და ასე შემდეგ განსხვავების აღმოჩენამდე.
მეორე ეტაპზე ერთნაირი ქულების არსებობის შემთხვევაში ყველა ასეთი ნაწარმოები გადავა მესამე ეტაპზე.
გაითვალისწინეთ, რომ ამ ეტაპზე ფასდება როგორც ლიტერატურული ღირებულება, ასევე შესაბამისობა ენერგოეფექტურობის მოთხოვნასთან ,
რომელიც მოცემულია ამავე წესებში. შესაბამისად, თუკი ოდნავადაც არ პასუხობს აღნიშნულ მოთხოვნას, შეიძლება საერთოდაც ვერ გადავიდეს მომდევნო ეტაპზე.

მესამე ეტაპზე გადასულ 10 ნაწარმოებს ჟიური ხელახლა შეაფასებს 10 ბალიანი სისტემით.
ამ ეტაპზე ქულები შეზღუდულია.
ჟიურის წევრს შეუძლია დაწეროს მხოლოდ ორი 10 ქულიანი და სამი  ცხრა ქულიანი შეფასება. სხვა შეფასებები შეუზღუდავად.

მესამე ეტაპზე თანაბარი ქულების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება წინა ეტაპის ჯამური ქულები,
შემდეგ მესამე ეტაპის უმაღლესი შეფასებების რაოდენობები და ბოლოს მეორე  ეტაპის უმაღლესი შეფასებების რაოდენობები.
სრულიად ერთნაირი ქულების შემთხვევაში შესაბამისი საპრიზო თანხების ჯამი შუაზე გაიყოფა.


ლელა მგელაძე
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 11 ნოემბერი, 2018 13:41:25
"ჟიურის წევრს არ ეკრძალება კონკურსში მონაწილეობის მიღება."
ეს არ უნდა იყოს კარგი ამბავი. საკუთარი ნაწარმოები როგორ უნდა შეაფასოს ადამიანმა? არსებობს ვინმე, ვისაც საკუთარი ნაწერის ობიექტურად შეფასება შეუძლია?

თამუნა.გელიტაშვილი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 12 ნოემბერი, 2018 21:17:46
მხოლოდ მხატვრული ნაწარმოები უნდა იყოს თუ კრიტიკა-პუბლიცისტიკაც ძეიძლება?

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 14 ნოემბერი, 2018 16:49:15
ქალბატონო ლელა, არ არის ცუდი ამბავი ჟიურის მონაწილეობის დაშვება რამოდენიმე მიზეზის გამო
ამ კონკურსში ყველა მონაწილე ანონიმურია და ჟიურის წევრებმა არ იციან ვის ნაწარმოებს აფასებენ
და რაც ყველაზე მთავარია, ეს არის დამოუკიდებელი ჟიურის წევრების შეფასებები
ანუ განსხვავებით კლასიკური ჟიურისგან, სადაც სხედან და ბჭობენ ჟურის წევრები ერთ სივრცეში და
სადაც ასეთ დროს ქვეცნობიერის დონეზე მაინც მოქმედებს რომელიმე ჟიურის საპატიო წევრის გავლენა,
აქ ჟიურის წევრები აბსოლუტურად დამოუკიდებლად აფასებენ ნაწერებს და არც იციან ერთმანეთის შეფასება.
შესაბამისად ჟიურის ერთი ავტორი წევრის მაღალ შეფასებას საკუთარი თავის მიმართ ანეიტრალებს დანარჩენი 4 , 5 ან 6 წევრის სხვა შეფასება
ან თუ კარგი მოთხრობაა მაინც, კი არ ანეიტრალებს, არამედ მხარს უმაგრებს
უკვე გვაქვს ამ წესებით ცატარებული კონკურსი და გგამოცდილი წესებია
გარდა ამისა, არის შეფასებათა კორექტირების სისტემა ( წერია ზემოთ წესებში ), რომლის გათვალისწინებითაც ყველაფერი თავის ადგილას დგება
მაგალითად ჟიურის ავტორმა წევრმა თავის თავს დაუწერა 10 ქულა და დანარჩენმა 4 ( ვთქვათ 4 ) წევრმა დაუწერა შეფასება 4
მაშინ ამ ნაწარმოების შეფასება ჟიურის ავტორი წევრისგან კორექტირდება და გახდება 5 ( ნაცვლად 10-ისა )
თუ კარგად გაიაზრებთ, მიხვდებით, რომ ამ პრინციპით ქულის წამატებას ვერავინ მოახერხებს

მადლობა რომ ინტერესდებით





ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 14 ნოემბერი, 2018 16:51:37
"თამუნა.გელიტაშვილი" დაწერა:
მხოლოდ მხატვრული ნაწარმოები უნდა იყოს თუ კრიტიკა-პუბლიცისტიკაც ძეიძლება?


ქალბატონო თამუნა, ზოგადად პროზის კონკურსია და იმედია პროზის დაწერაც არ გაგიჭირდებათ
მაგრამ თუ მაინც გინდათ დაწეროთ  პუბლიცისტური სახის ნაწერი ამ თემაზე,
მაშინ წარმოადგინეთ კონკურსგარეშე და დარწმუნებული ვარ ძალიან გაუხარდებათ კონკურსის სპონსორებს
ლუირმა
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 25 ნოემბერი, 2018 02:22:20
გამარჯობათ, მაინტერესებს შემიძლია თუ არა 10 გვერდამდე ნაწარმოების გამოგზავნა, რომელიც სიტყვების რაოდენობით აღემატება 15000 სიტყვას? ვორდის დათვლით არის 18000 სიტყვა, მაგრამ არის 10 სრულ გვერდზე ნაკლები. თუ არა, შემოკლებით შევამოკლებ, უბრალოდ მირჩევია, დავტოვო ისე როგორცაა. მადლობა.

ნეფერტარი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 28 ნოემბერი, 2018 19:05:58
ჟიურის წევრების ანონიმურობა ბევრს არაფერს იძლევა, თუ მაგალითად ჟიურის წევრი "აქაურია" და კარგად იცნობს საინტერესო ავტორების წერის მანერას. თავიდან მინდოდა ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება, მაგრამ შარშანდელი ჟიურის წევრების ვინაობას რომ გადავხედე, ყოველგვარი სურვილი გამიქრა.

პარდონ, დაე უჩემოდ ჩატარდეს, მიუხედავად იმისა რომ თემა ძალიან ღრმად ვიცი და სრულიად არაჩვეულებრივი და არასტანდარტული პროზაული ნაწარმოების წარდგენა შემეძლო. სამწუხაროა, მაგრამ ჩემი სიუჟეტი ჩემთან დარჩება ამ ეტაპზე. 

მადამ ფისუნია
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 28 ნოემბერი, 2018 21:49:00
ნაწარმოები რასაც გავგზავნით არც ინტერნეტ სივრცეში უნდა იყოს გამოქვეყნებული?

მადამ ფისუნია
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 29 ნოემბერი, 2018 00:03:48
ნაწარმოები რასაც გავგზავნით არც ინტერნეტ სივრცეში უნდა იყოს გამოქვეყნებული?

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 1 დეკემბერი, 2018 14:24:34
"ლუირმა" დაწერა:
გამარჯობათ, მაინტერესებს შემიძლია თუ არა 10 გვერდამდე ნაწარმოების გამოგზავნა, რომელიც სიტყვების რაოდენობით აღემატება 15000 სიტყვას? ვორდის დათვლით არის 18000 სიტყვა, მაგრამ არის 10 სრულ გვერდზე ნაკლები. თუ არა, შემოკლებით შევამოკლებ, უბრალოდ მირჩევია, დავტოვო ისე როგორცაა. მადლობა.


ამაზე პირადში გიპასუხეთ უკვე და გავარკვიეთ ეს ამბავი

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 1 დეკემბერი, 2018 14:26:09
"ნეფერტარი" დაწერა:
ჟიურის წევრების ანონიმურობა ბევრს არაფერს იძლევა, თუ მაგალითად ჟიურის წევრი "აქაურია" და კარგად იცნობს საინტერესო ავტორების წერის მანერას. თავიდან მინდოდა ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება, მაგრამ შარშანდელი ჟიურის წევრების ვინაობას რომ გადავხედე, ყოველგვარი სურვილი გამიქრა.

პარდონ, დაე უჩემოდ ჩატარდეს, მიუხედავად იმისა რომ თემა ძალიან ღრმად ვიცი და სრულიად არაჩვეულებრივი და არასტანდარტული პროზაული ნაწარმოების წარდგენა შემეძლო. სამწუხაროა, მაგრამ ჩემი სიუჟეტი ჩემთან დარჩება ამ ეტაპზე. 


სხვა რა გზაა ნეფერტარი უთქვენოდ ჩატარდება
კარგი იქნებოდა თქვენი მოთხრობაც ყოფილიყო, მაგრამ თითოეული ავტორი თავად წყვეტს მონაწილეობის მიღება არ მიღების საკითხს

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 1 დეკემბერი, 2018 14:26:51
"მადამ ფისუნია" დაწერა:
ნაწარმოები რასაც გავგზავნით არც ინტერნეტ სივრცეში უნდა იყოს გამოქვეყნებული?


არსად, არცერთ სივრცეში
გამონაკლისია მეგობრების წრეში წაკითხული 
ეს დასაშვებია

ნეფერტარი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 5 დეკემბერი, 2018 00:24:06
ციტატა:
სხვა რა გზაა ნეფერტარი უთქვენოდ ჩატარდება


ჯობია უკონკურსოდ გამოვცე წიგნად. პრაქტიკა უკვე მაქვს.

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 22 დეკემბერი, 2018 13:45:30
4 დღე დარჩა კონკურსზე ნაწარმოებების მიღების დასრულებამდე

უკვე გამოგზავნილი ნაწარმოებების ავტორებს ვთხოვთ შეამოწმონ ხოლმე ელექტრონული ფოსტა
ყველა მათგანს გავუგზავნეთ ნაწარმოების მიღების დამადასტურებელი წერილი და თუ ასეთი წერილი არ მოსულა თქვენამდე,
შესაძლებელია არც ნაწარმოები არ იყოს მოსული ჩვენამდე, ამიტომ გადაამოწმეთ.

გარდა ამისა, ზოგიერთ მათგანს გავუგზავნეთ რაღაც წერილები და აღარ უპასუხიათ. გთხოვთ შეამოწმოთ ელ-ფოსტა

4 დღეში გახდება ცნობილი ჟიურის წევრების ვინაობა
მათ, ვისაც პრეტენზია ექნება ჟიურის შემადგენლობაზე, შეუძლია უკან გაითხოვოს თავისი ნაწარმოები.
რაზეც უნდა შეგვატყობინოს ისევ კონკურსის ელ-ფოსტაზე
ასეთ შემთხვევაში მათი ნაწარმოები არ გადაეცემა ჟიურის

გისურვებთ წარმატებებს


ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 26 დეკემბერი, 2018 11:40:03
კონკურსზე  “ლილე 2018“ ნაწარმოებების მიღება დასრულებულია

მონაწილეებსაც , ჟიურის წევრებსაც და მკითხველებსაც ვუსურვებთ წარმატებებს და ბედნიერ ახალ წელს


ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 26 დეკემბერი, 2018 12:00:29
ახლა დროა გამოვაცხადოთ კონკურსის ჟიური

სულ გვექნება 7 შეფასებების ცხრილი ჟიურის 7 წევრისგან
ჟიურის 6 წევრის ვინაობა მოცემულია ქვემოთ.
რიგითობა პირობითია და შემდგომში შეფასებების ცხრილში არ ასოცირდება რიგით ნომერთან.
მაშ ასე:

ქალბატონი ლუბა ელიაშვილი ჟურნალისტი და პოეტი
ქალბატონი ირმა მარდალეიშვილი ფილოლოგი, ჟურნალისტი
ბატონი მიშა რატიანი ჟურნალისტი
ბატონი გია არგანაშვილი მწერალი და კრიტიკოსი
ბატონი კახა იმნაიშვილი კინოდოკუმენტალისტი
ბატონი გიორგი აბულაშვილი კონკურსის სპონსორ “ენერგოეფექტურობის ცენტრი-საქართველო“ -ს წარმომადგენელი

რაც შეეხება ჟიურის მე-7 წევრს, ეს იქნება ურაკპარაკის წევრების შეფასება, გასაშუალოებული და ჟიურის ერთი წევრის ხმის უფლებით
ნაწარმოებები დაიდება საიტზე მოკლე მაგრამ წაკითხვისთვის საკმარისი ვადით და ურაკპარაკის წევრებს ექნებათ საშუალება, გამოაგზავნონ შეფასებები
მათი შეფასებები გასაშუალოვდება, დამრგვალდება მთელ რიცხვამდე და ჟიურის წევრთა შეფასებებში მიიღებს მონაწილეობას, როგორც ერთი ჟიურის წევრი

ასე, რომ ჟიურის მეშვიდე წევრია ურაკპარაკის ყველა დაინტერესებული და აქტიური მკითხველი.

ნაწარმოებები გადაირჩევა და დღეს გადაეგზავნება ჟიურის წევრებს შესაფასებლად
გისურვებთ წარმატებას


ნეფერტარი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 26 დეკემბერი, 2018 22:02:54
ნაწარმოებების გადარჩევაზე ვინ მუშაობს თუ ჟიურის მერე უნდა წარდუგინონ?

მიშა რატიანი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 28 დეკემბერი, 2018 12:02:23
მივესალმები საიტის წევრებს, კონკურსის მონაწილეებსა და "ლილე 2018"-ის ჟიურის წევრებს... დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ!

საკონკურსო მასალების გაცნობა უკვე დავიწყე და სამწუხაროდ უკვე გამიჩნდა გრძნობა, რომ ჩვენი საზოგადოება საერთოდ ვერ ერკვევა ენერგოეფექტურობის არსში. თავისთავად ლიტერატორებსა თუ ლიტერატორობის მსურველებსაც, როგორც საზოგადოების სრულუფლებიან ნაწილს, იგივე პრობლემა აქვს, - ენერგოეფექტურობა გაგებულია, როგორც გარემოს დაბინძურების ძირითადი ფენომენი და მთელი შემართებით მხოლოდ ამ თემას  უტრიალებს გარშემო. არა და, გარემოს დაბინძურება მხოლოდ ერთი (მნიშვნელოვანი, მაგრამ...) ვიწრო ხაზია მოცემულ გლობალურ საკითხში.

გასაგები რომ იყოს, შედარებას მოვახდენ: დავუშვათ ლიტერატურული კონკურსი გამოეცხადებინა განათლების სამინისტროს სკოლის თემატიკაზე და ჩვენ კი ყველა საკონკურსო მასალა (ტყუპისცალებივით) მოგვეძღვნა მხოლოდ შატალოს ბატალიებისთვის. გამოდის, - ჟიური იძულებულია ჩათვალოს თითოეული კონკურსანტის ნაწერი თემატურად გამართლებულად და თვალი დახუჭოს იმ აშკარა რეალობაზე, რომ კონკურსის მონაწილეები საკითხს ზერელედ იცნობენ (ან არ იცნობენ საერთოდ).

რა გაეწყობა, - მასალებს მაინც თვალგახელილი ვეცნობი და იმედია, რომელიმე მათგანი მაინც აღმოჩნდება ის "ერთადერთი" და "განსაკუთრებული"!

წარმატებები ყველას! 

მიშა რატიანი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 28 დეკემბერი, 2018 12:27:51
ციტატა:
ტექსტი შეიძლება იყოს შექმნილი ნებისმიერ თემაზე და ეხმაურებოდეს მერების შეთანხმების მინიმუმ ერთ მუნიციპალიტეტში  (http://eecgeo.org/ge/como.htm)  ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების საჭირბოროტო საკითხებსაც.


ციტატა:
როგორც მოგეხსენებათ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითად გამომწვევ ფაქტორს წიაღისეული ენერგორესურსების მოხმარება წარმოადგენს ტრანსპორტსა თუ შენობებში,
მწვანე საფარის  სიმცირესთან ერთად და დიდწილად, ამ პრობლემისადმი როგორც პასუხისმგებელი პირების ასევე მოქალაქეების
არათანმიმდევრული და არასათანადო დამოკიდებულებით არის განპირობებული.


ნიკი

ახლა მივხვდი, რომ საკონსურსო განაცხადის ეს ამონარიდი გახდა ძირითადი შემოქმედებითი ბიძგი ყველა კონკურსანტისთვის. აკი ვამბობ, - შესადავებელიც არაფერია, თუმცა...

მეგობრებო! - პირადად ჩემთვის საკონკურსო განაცხადის ამონარიდის პირველი აბზაცის სულ ბოლო "ც" (ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების საჭირბოროტო საკითხებსა - ც) არის ჭეშმარიტი შემოქმედისთვის უმთავრესი "აკრძალვის ნიშანი" იმისათვის, რომ სწორედ მისი არაპირდაპირი უგულებელყოფით, პრობლემატიკის ღრმად შესწავლით, მასში სათავისო მხატვრული მარგალიტის დანახვითა და ავტორისეული ორიგინალური ხედვით (ორიგინალური!) შექმნას ნაწარმოები, რომელიც არა მხოლოდ "ლილე 2018"-ის პრიზს მიიღებს, არამედ ეროვნულ ლიტერატურაში დაიკავებს სიის თუნდაც ბოლო ადგილს. ნებისმიერი ლიტერატურული კონკურსის იდეაც ხომ ამაში უნდა იყოს წესით?

სხვა შემთხვევაში კონკურსი ემსგავსება საერთო სასკოლო საკონტროლო წერას თავისუფალ თემაზე!

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 28 დეკემბერი, 2018 15:39:22
"ნეფერტარი" დაწერა:
ნაწარმოებების გადარჩევაზე ვინ მუშაობს თუ ჟიურის მერე უნდა წარდუგინონ?


გადაირჩა ჟიურის წევრებთან შეთანხმებით
უბრალოდ ის რაც გადაირჩა, შეფასდება, დანარჩენები არ შეფასდება

მზად ვართ ავტორებისგან პრეტენზიების მისაღებად და ცხადია ავუხსნით მიზეზებსაც
ყველას თავის ნაწერზე ცხადია.
1 2 3 ... 8 9 10

ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2018“


ამჟამად ფორუმზე იმყოფება 1 სტუმარი და 0 წევრი