ფორუმი


ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2018“

1 2 3 ... 8 9 10
ავტორი შეტყობინება

მიშა რატიანი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 9 იანვარი, 2019 01:01:20
ციტატა:
ამონარიდი ვიკიპედიიდან:  ,,პროზაულ ნაწარმოებებს მიეკუთვნება:

მითი, ლეგენდა,ზღაპარი, იგავი, ეპოპეა, ეპოსი,რომანი,ნოველა,მოთხრობა ,დრამა,პიესა, ესეი, პუბლიცისტური ნარკვევი,ეპისტოლე და მემუარები."


ბატონო თემურ, მე თქვენს ადგილზე ვიკიპედიას არ ვენდობოდი და მითუმეტეს ჟანრების გარკვევაში, რადგან პირველ რიგში ისედაც არამკაცრი საზღვრებია ამ სფეროში....  გარდა ამისა, ლამის ყველა ერი სხვადასხვაგვარად ახარისხებს მათ და ბოლოს, როგორც წესი, ქართული ვიკიპედია ჩვენს მოძველებულ (უფრორე საბჭოთა) ინფორმაციებს ეყრდნობა. მოკლედ რომ გიპასუხოთ, - პროზაული ნაწარმოები სხვა რამეა და პროზა - სხვა. ანუ, პროზაულია ყველაფერი (მხატვრულ ტექსტთან ერთად), რაც თხრობითი ფორმითაა მოწოდებული. ამიტომ პუბლიცისტიკაც პროზაულ ნაწერებს მიეკუთვნება. სამაგიეროდ არსებობს სიტყვა პროზა, რომელმაც წინა საუკუნეში დაიმკვიდრა თავი, როგორც მხატვრული სიტყვის ცალკე, კონკრეტულმა ჟანრმა და ყველა სხვა არამხატვრულ ტექსტებს გამოეყო. ზოგადად სათუოა ყველაფერი: მაგალითად, ძალიანაც თავისუფლად შეიძლება მხატვრულ ტექსტს მისცე პუბლიცისტური ნაწერის, ღია წერილის ფორმა, - მაგრამ იგი პირველ რიგში მხატვრული უნდა იყოს. ამ პრინციპით მხატვრული ტექსტი შეიძლება იყოს (შემოქმედის ფანტაზიას გააჩნია) პრეზიდენტის მიმართვაც და პატრიარქის საშობაო ეპისტოლეც...

თქვენ შეცდომა დაუშვით, როცა პრეტენზია გამოთქვით, რომ თქვენი ტექსტი პუბლიცისტურია. არა, ბატონო, - თქვენი ტექსტი სუსტი მხატვრული ნაწარმოებია, რომელსაც არ ეყო დამაჯერებლობა "ღია წერილის" (პუბლიცისტიკის) ასოციაციები შეექმნა მკითხველისთვის.

"მშვიდობის ყალიონზე" ყოველთვის მზად ვარ, რადგან არასოდეს ვცდილობ კონფლიქტის ხელოვნურად შექმნას.

თამუნა თამო
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 9 იანვარი, 2019 01:22:15
ვულოცავ გამარჯვებულებს, მონაწილეებს, ჟიურის ყველას!!!! გილოცავთ შობა - ახალ წელს! პირადა ჩემგან დიდი მადლობა, რადგან ათეულში მოვხვდი....

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 9 იანვარი, 2019 02:04:08
აბსოლუტურად არანაირ კავშირში არაა კონკურსთან
სრულიად ყველაფრისგან დამოუკიდებლად

ყველა დროს გენიალური ფილმი 1894 წლის შემდეგ

თუ ვინმეს აქვს სურვილი არ დამეთანხმოს

ელდარ რიაზანოვის “გარაჟი“
უბრალოდ ვუყურე ახლა ( კიდევ მერამდენედ ) და ემოციების ქვეშ ვპოსტავ ამას 

— Тяните жребий.
— Вытащите эту бумажку, счастливый Вы наш.

https://www.youtube.com/watch?v=Xqsa4u00GXM


მიშა რატიანი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 9 იანვარი, 2019 11:09:07
ციტატა:
ყველა დროს გენიალური ფილმი 1894 წლის შემდეგ


ნიკი, სადღაც გეთანხმები კიდეც, მაგრამ 1894 წლამდე რომელი იყო ყველა დროის გენიალური ფილმი?

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 9 იანვარი, 2019 13:29:30
ციტატა:
მაგრამ 1894 წლამდე რომელი იყო ყველა დროის გენიალური ფილმი?

სამწუხაროდ განადგურდა ან სპეციალურად გაანადგურა წინა ცივილიზაციამ მანამდელი ყველა ფილმი 
სად არ მეთანხმებით ბატონო მიშა? 

ჰარირამა
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 9 იანვარი, 2019 15:00:15
ოხ ოხერი ხან ბატონო ნიკი ანუ ყველა დროის საუკტესო ფილმად აღიარე გარაჟი? და გარაჟი რომ ქართულად რაღცა სხვაა


ნათია როსტიაშვილი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 9 იანვარი, 2019 15:43:53
ბატონო მიშა, მინდოდა, ყველაფრისთვის თავი მომეყარა და მერე ამ ყველაფერთან ერთად, ცალკე გადამეხადა მადლობა "Petite robe noire" -სთვის, მაგრამ აი, დავჯექ წერად მადლობისა და ვატყობ,  საოსკარე სიტყვა გამოვა, ემანდ მკითხველი არ დავღალო

მოკლედ ვიტყვი: რამდენიმე წლის წინ, როცა პირველად გავბედე კონკურსში მონაწილეობის მიღება ("ლიტბუნიობას" ვგულისხმობ), ჟიურის წევრმა, მაშინ ჩემთვის სრულიად უცნობმა (სირცხვილი მე) მიშა რატიანმა, ფინალური შვიდეულის განხილვისას, ჩემი მოთხრობის "ფარულ შტრიხებსა და ლიტ.დეტალებზე" ისუბრა (და იქვე, ამ ავტორის პირველი წიგნის რედაქტორობის სურვილი გამოთქვა). ეს იყო ყველაზე დიდი სტიმული ჩემთვის! გმადლობთ იმ პირველი და ამ ბოლო (მტრისა იყოს ბოლო შეფასებისთვის!

პ.ს. გრძელი წინადადებები ერთგვარი "ეშმაკობა" იყო, ვითომ გრძელი სიტყვა მოკლედ ვთქვი, სულ რაღაც სამ-ოთხ ფრაზაში

მიშა რატიანი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 9 იანვარი, 2019 15:44:52
ნიკი,  იქ,  სადაც არ გეთანხმებოდი,  ისეთი ზუსტი არგუმენტი მოიტანე,  სათქმელიც აღარაფერი მაქვს... 

მიშა რატიანი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 9 იანვარი, 2019 15:48:06
ნათიავ,  ჩვენ კიდევ უამრავჯერ დავლევთ შენი წარმატებებისას...  და ისიც იცი,  რომ შენი გულწრფელი გულშემატკივარი ვარ ყოველთვის! 

ნათია როსტიაშვილი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 9 იანვარი, 2019 15:50:02
დიდი მადლობა!

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 9 იანვარი, 2019 17:32:03
"ჰარირამა" დაწერა:
ოხ ოხერი ხან ბატონო ნიკი ანუ ყველა დროის საუკტესო ფილმად აღიარე გარაჟი? და გარაჟი რომ ქართულად რაღცა სხვაა


არ მითხრა ახლა ავტოფარეხიაო 
მშვენიერი ფრანგული სიტყვაა და რას ერჩი ერთი

ჰარირამა
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 9 იანვარი, 2019 22:37:35
გეტყვი დიახაც შენ ხომ იცი ფრანგულის სპეციალისტი ვარ და ბევრი მშვენიერი ფრანგული სიტყვა ვიცი, დავამკვიდრო?

მადამ ფისუნია
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 10 იანვარი, 2019 04:16:37
ციტატა:
ელდარ რიაზანოვის “გარაჟი“

ძალიან მიყვარს ეგ ფილმი <3

თამარ ბუკია
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 10 იანვარი, 2019 05:11:06
"მიშა რატიანი" დაწერა:
ლევანზეც მინდოდა მეთქვა და მასაც ვულოცავ!  კი მეგონა მე ეგ ნაწერი თამარ ბუკიასი, მაგრამ რა უჭირს. რამდენჯერმე ვახსენე კიდეც ჩემი ეჭვი ნიკისთან და ცოცხალი თავით არაფერი თქვა, - მეგონა გაუთქმელობის პრინციპს აწვებოდა, როგორც ყოველთვის.   
ლევან, გილოცავ! (ნიკის გასაგონად: გილოცავ პირველი ტურის შედეგებით, ლიდერებში გასვლას!)   

რის მიხედვით გეგონე, ბ-ნო მიშა? რადგან ნაწარმოების გმირს "თეონა" ერქვა თუ კიდევ იყო სხვა მიზეზი? 
მიხარია, რომ ის ნაწარმოები გეგონათ  "ჩემი", რომელიც მეორე ადგილის მფლობელი გახდა. გილოცავ, ლევან!

რაც "საბრძენეთში" არ შემიშვით თქვენ და კიდევ 12-მა მეგობარმა, მას მერე აქ მნიშვნელოვანი აღარაფერი დამიდია. ამას "გულში ჩახვეული ბოღმა" არ მალაპარაკებს. ყველას ვაპატიე და ყველამ მაპატიოს, თუ ვინმეს უნებურად ვაწყენინე...
მაგრამ, ეს, ალბათ, უნდა ვთქვა: წერის სურვილი დამაკარგინეთ ამ 13-მა ადამიანმა...  და სადმე გამოქვეყნებისა ხომ, - საერთოდ.
არც არაფერი დამიწერია და არც არაფერი გამომიგზავნია საკონკურსოდ   

მიშა რატიანი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 10 იანვარი, 2019 11:42:29
ციტატა:
რის მიხედვით გეგონე, ბ-ნო მიშა? რადგან ნაწარმოების გმირს "თეონა" ერქვა თუ კიდევ იყო სხვა მიზეზი?  
მიხარია, რომ ის ნაწარმოები გეგონათ  "ჩემი", რომელიც მეორე ადგილის მფლობელი გახდა. გილოცავ, ლევან!

რაც "საბრძენეთში" არ შემიშვით თქვენ და კიდევ 12-მა მეგობარმა, მას მერე აქ მნიშვნელოვანი აღარაფერი დამიდია.  ამას "გულში ჩახვეული ბოღმა" არ მალაპარაკებს. ყველას ვაპატიე და ყველამ მაპატიოს, თუ ვინმეს უნებურად ვაწყენინე...
მაგრამ, ეს, ალბათ, უნდა ვთქვა: წერის სურვილი დამაკარგინეთ ამ 13-მა ადამიანმა...  და სადმე გამოქვეყნებისა ხომ, - საერთოდ.
არც არაფერი დამიწერია და არც არაფერი გამომიგზავნია საკონკურსოდ    


თამარ, მოგესალმები... ნაწარმოებში თეონა გვიან ჩნდება. კითხვის დაწყებისას მომეჩვენა, რომ თამარ ბუკიას ნაწერს ვკითხულობდი. - უფრო სრულიად გამართული ქართულის გამო. მერე უცებ თეონაც გაიჩითა და ბოლომდე დავრწმუნდი, რომ არ ვცდებოდი.

თამარ, ხშირად ვცდებით ადამიანები. ნუ დაიტოვებ წყენას იმ 13 მოციქულზე... და გული რომ გაიგრილო ხოლმე ამ თემაზე, გაიხსენე - თავადაც არ დააკელი მცდელობა, ხელი შეგეშალა სამუშაო პროცესებისთვის. არ ხარ შენ პატარა გოგო, სიტუაციის სწორად შეფასება რომ არ შეგეძლოს და ბავშვურად მხოლოდ სხვას გადააბრალო მომხდარი ამბები... მითუმეტეს წერის სურვილია გაქრობა. მითუმეტეს ახლა და ამ სიტუაციაში ძალიან არაკორექტული იყო შენგან იმ ამბების გახსენება. ყველას გვაქვს რაღაც გულისტკენები (დიდ-პატარა) და ალბათ გვეგების ერთმანეთის გაგებაც, საკუთარი თავისა და საქციელების გაანალიზებაც და რაც მთავარია, - თავშეკავება საჯარო სივრცეში. მე და შენ ხშირად ვსაუბრობთ პირადი მიმოწერით და ერთხელ აღარ გვიხსენებია ეს ამბავი... ახლა რა მოხდა?

მოგიკითხე სიყვარულით!

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 10 იანვარი, 2019 15:33:40
ბატონო თემურ, მოგვაწოდეთ თუ შეიძლება ის "მშვიდობის ყალიონი"
ან მეორეც თუ გაქვთ, გადავცეთ ბატონ მიშას და ქალბატონ თამარს

ერთსაც მე და ჰარირამა გავაბოლებთ 
რას იტყვი ბატონო ჰარირამა? 

მზია თვალაბეიშვილი
რჩეული ავტორი
გამოქვეყნებულია: 10 იანვარი, 2019 16:07:01
ერთ პატარა საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას. ჩემი მოთხრობის სახელწოდებაა „დარგე ხე, თუნდაც იცოდე, ხვალ აღარ იქნები“ და ამ სრული სათაურით მინდა შევიდეს კრებულში.  შემოკლებით „დარგე ხე“ სიმარტივისთვის ვორდის ფაილს დავარქვი შენახვისას. 

მიშა რატიანი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 10 იანვარი, 2019 17:31:35
ციტატა:
ბატონო თემურ, მოგვაწოდეთ თუ შეიძლება ის "მშვიდობის ყალიონი"
ან მეორეც თუ გაქვთ, გადავცეთ ბატონ მიშას და ქალბატონ თამარს

ერთსაც მე და ჰარირამა გავაბოლებთ 
რას იტყვი ბატონო ჰარირამა? 


ნიკი, მე ჩემი ყალიონით ვარ და რა ხანია უკვე ვაბოლებ

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 10 იანვარი, 2019 17:39:33
"მზია 7" დაწერა:
ერთ პატარა საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას. ჩემი მოთხრობის სახელწოდებაა „დარგე ხე, თუნდაც იცოდე, ხვალ აღარ იქნები“ და ამ სრული სათაურით მინდა შევიდეს კრებულში.  შემოკლებით „დარგე ხე“ სიმარტივისთვის ვორდის ფაილს დავარქვი შენახვისას. 

არაა პრობლემა
კრებულში შევა დარედაქტირებული ვარიანტები
თავად გაუკეთებთ საბოლოო რედაქტირებას და ისე დაიბეჭდება, როგორც წარმოადგენთ

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 10 იანვარი, 2019 17:40:46
ციტატა:
ნიკი, მე ჩემი ყალიონით ვარ და რა ხანია უკვე ვაბოლებ


ეჰ ბატონო მიშა, თქვენ კი ხართ თქვენი ყალიონით, მაგრამ არა მგონია ქალბატონ თამარს ჰქონდეს თვისი ყალიონი
მოგიწევთ, თქვენი ათხოვოთ 

1 2 3 ... 8 9 10

ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2018“


ამჟამად ფორუმზე იმყოფება 0 სტუმარი და 0 წევრი