ფორუმი


ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2018“

1 2 3 ... 8 9 10
ავტორი შეტყობინება

მიშა რატიანი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 10 იანვარი, 2019 17:43:06
მეგობრებო, კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ თანამშრომლობისთვის და იმედია, სხვა დროსაც შევხვდებით ერთმანეთს ამგვარ პროექტებში.

ცხადია, ცალკე მადლობა ნიკის, რომელიც უზომოდ კარგ საქმეს აკეთებს... და მადლობა ყველას - ჟიურის, სპონსორებს, ავტორებს, გამარჯვებულებს და ვერგამარჯვებულებს. ყველას წარმატებებს გისურვებთ!

მეტს აღარ შეგაწუხებთ ჩემი აქ ყოფნით... ხოლო თუ ვინმეს რამეში დაგჭირდეთ, - ესეც ჩემი ფეისბუკგვერდის ანგარიში:

https://www.facebook.com/michael.ratiani

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 10 იანვარი, 2019 17:46:58
ციტატა:
მეტს აღარ შეგაწუხებთ ჩემი აქ ყოფნით.


ვინ მოგატყუათ ეგ ამბავი ბატონო მისა რომ გვაწუხებთ?
პირიქით, იყავით ჩვენთან
ძალიანაც გვსიამოვნებს ეგ ამბავი

დიახაც !!!

მიშა რატიანი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 10 იანვარი, 2019 17:50:56
ციტატა:
პირიქით, იყავით ჩვენთან


ჩემო ნიკი, როგორც კი დაგჭირდე, შენი ყალიონით გამოაბოლე ჩემსკენ და იმ წამსვე გავჩნდები თქვენთან  

თამარ ბუკია
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 11 იანვარი, 2019 10:36:15
"მიშა რატიანი" დაწერა:
ციტატა

თამარ, მოგესალმები... ნაწარმოებში თეონა გვიან ჩნდება. კითხვის დაწყებისას მომეჩვენა, რომ თამარ ბუკიას ნაწერს ვკითხულობდი. - უფრო სრულიად გამართული ქართულის გამო. მერე უცებ თეონაც გაიჩითა და ბოლომდე დავრწმუნდი, რომ არ ვცდებოდი.

თამარ, ხშირად ვცდებით ადამიანები. ნუ დაიტოვებ წყენას იმ 13 მოციქულზე... და გული რომ გაიგრილო ხოლმე ამ თემაზე, გაიხსენე - თავადაც არ დააკელი მცდელობა, ხელი შეგეშალა სამუშაო პროცესებისთვის.
.......
მე და შენ ხშირად ვსაუბრობთ პირადი მიმოწერით და ერთხელ აღარ გვიხსენებია ეს ამბავი... ახლა რა მოხდა?

მოგიკითხე სიყვარულით!


რა ვიცი, ოდესღაც ამ "ზედმეტად გამართული და დავარცხნილ-მოწესრიგებული" ქართულის გამო დაიწუნეთ ჩემი ერთ-ერთი საკონკურსო ნაწარმოები...  ასე არ მითხარი?
რაც შეეხება წერის დაკარგვის სურვილს, მე საკონკურსოდ გასაგზავნებზე ვთქვი, თორემ ჩემი ტრილოგიის მესამე ტომში 425 გვერდია უკვე. (პირველში - 296 გვერდი იყო).

რაც შეეხება პატიება-არპატიებას, აბა ხელმეორედ წაიკითხე ჩემი პოსტი?
"ამას "გულში ჩახვეული ბოღმა" არ მალაპარაკებს. ყველას ვაპატიე და ყველამ მაპატიოს, თუ ვინმეს უნებურად ვაწყენინე... " ეს დავწერე.
და თუკი მე შევძელი, პატიება მეთხოვა საჯაროდ, სხვებმა რატომ ვერ შესძლეს იმავეს გაკეთება? თუ მართლები იყვნენ ჩემს წინაშე? 
ტენდი რომ ტენდია, მასთანაც კი ვილაპარაკე ტელეფონით და... სხვებთან რატომ ვერ უნდა მელაპარაკა?
ნანა-ჭასთან სახლში მივედი, ვითომც არაფერი მომხდარა. გაუკვირდა და გაუხარდა, რადგან წყალწაღებული "მეგობრობის ხიდი" ისევ აღვადგინე.

მოკლედ, აღარავის გემდურით, მაგრამ ისიც ხომ უნდა მეთქვა, რატომ აღარაფერი გამოვგზავნე ამ კონკურსისთვის?
ეს არის და ეს.

დიდი იმედი მაქვს, ეს პოსტი "მეგობრობის ყალიონის" როლს შეასრულებს და ორივეს გვეყოფა (მე ხომ არ ვეწევი?)...
ასევე სიყვარულით, - თამრიკო.


ლ. ლორია
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 11 იანვარი, 2019 13:45:02
მეგობრებო,  ხალხო და ჯამაათნო,  სულ რამდენიმე  წამით, ან ორიოდ წუთით  ვითხოვ თქვენს ყურადღებას:  შემდგომ იმისა, რაც მადლობა  გადავუხადე    არასამთავრობო ორგანიზაცია „ენერგოეფექტურობის ცენტრი - საქართველო“-ს, ლიტერატურულ პორტალ „ურაკპარაკ“-ს, ნიკის და ლიტერატურულ კონკურსს „ლილე 2018“-ის ჟიურის, და ყველას  ვისაც მოეწონა თუ არ მოეწონა ჩემი ნაწარმოები,  გარდა ამისა მოვულოცე ყველა მონაწილეს, ფინალისტს თუ გამარჯვებულს,  რადგან მათ ზემოხსენებულებთან ერთად შექმნეს ის რასაც ,,ლილე 2018“  ქვია,  არ ეგების მადლობის გარეშე  დავტოვო,  ანუ მადლობები:  ასტრიდ ლინგრენს -  კარლსონისთვის,  შარლ პეროს -  წითელქუდასთვის,  ნოდარ დუმბაძეს - გალაკტიონ მთვარაძე უფროსი და გალაკტიონ მთვარაძე უმცროსისათვის,  ბიბლიის (ძველი აღთქმა) ავტორებს -  სოლომონისათვის ( აქ მცირე განმარტება, სოლომონს თიკუნი  ,,ბრძენი“  ებოძა, როცა უფალს მეფედ გახდომის შემდეგ  სიბრძნე სთხოვა, ნაწარმოებში ის მეფე არ არის,  ოდენ სოლომონია, იმიტომ, რომ  ორი მეფისთვის ადგილი  ნაწარმოებში არ მეყო) და  ბოლოს  თამარ ბუკიას - თეონასთვის. ცუდია, რომ  ამ ავტორთაგან მხოლოდ ქალბატონ თამარს ვიცნობ,  სწორედ მან გამაცნო ეს საიტი  და ამიტომ განსაკუთრებული მადლობა მას. რაც შეეხება  კითხვას, სად იყო ჩემს ნაწარმოებში მუნიციპალიტეტი,  ვიფიქრე,  ჟიური ამ სამეფოს ერთ კონკრეტულ მუნიციპალიტედად  ჩამითვლის-მეთქი. სულ ეს იყო, 1000 მადლობა ყურადღებისთვის <3. 



jonatan livingstoni
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 11 იანვარი, 2019 13:49:19
ციტატა:
რაც შეეხება  კითხვას, სად იყო ჩემს ნაწარმოებში მუნიციპალიტეტი,  ვიფიქრე,  ჟიური ამ სამეფოს ერთ კონკრეტულ მუნიციპალიტედად  ჩამითვლის-მეთქი. ს


ასეც იყო , ლევან

თამარ ბუკია
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 11 იანვარი, 2019 23:16:01
გმადლობ, ლევან. მიხარია შენი წარმატებები.

ტენდი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 18 იანვარი, 2019 09:53:47
  კაცო, ციტატა როგორ დავაკოპირო, დამავიწყდა. 

ყველას გილოცავთ შობა-ახალ წელს! დაესწარით მრავალს.

მოუცლელობის გამო ახლაღა შემოვედი "კონკურსებში". კაცო, ეს ოხერი რუსები თვენახევარში ერთხელ აქ არიან თითო თვით. გადავყევი მაგათ მომასახურებას.
ყველა მონაწილეს  გილოცავთ, გამარჯვებულსაც და გაუმარჯვებელსაც.

ნათია როსტიაშვილს და ლევან ლორიას განსაკუთრებით ვულოცავ. ჩემიანები არიან, ორივე მიყვარს  და ამიტომ.  ჩამითვალეთ მიკერძოებაში, აი დარდიი.

როცა ნაწარმოებებს ჩამოვყევი (რომლებიც ჯერ არ წამიკითხავს, ასევე მოუცლელობის გამო) და სათაურებს გადავხედე, მაშინვე მივხვდი, "წისქვილის ბიჭი" ნათიასი იქნებოდა და "  "არა, ბიჭო, მეფეს დავეკითხები" ლორიასი. ეს იმიტომ რომ ნათიას ყველა მოთხრობა წაკითხული მაქვს და "წისქვილის ბიჭსაც" მარტო ნათია დაწერდა (პირობას ვდებ, ამაღამ წვიკითხავ).  ჩემს აზრსაც მოგახსენებთ აქაც და ფბ-ზედაც. ნათიასთან რას ძალიან მომწონს, სიტყვების თამაშია. მე ეს ვთქვი,  "ჭაღის ანგელოზის" პრეზენტაციაზე. 

საერთოდ, მიხარია ახლობლების წარმატებები.

კომენტარები კი წავიკითხე და მივხვდი, რამდენად მაკლია მიშა რატიანის კომენტარები აქ, ურაკპარაკზე (ნიკის თქმისა არ იყოს). ნ-ი-კ-ი-ს, ჰარირამას, კახა იმნაიშვილის... "ურთიერთობები"   .  ხალისი იყო და წერის განწყობაც "მაშინ".  სულ სერიოზულზე მტერმა იფიქრა. "ვისაც იუმორის გრძნობა არა აქვს, აღარფრის უნდა ეშინოდეს, მათ ცხოვრებაში ყველაზე დიდი საშინელება უკვე მოხდა".   - ეს "ებრაულ იუმორში წავიკითხე".  

მოკლედ, შემართებით ვარ და წავიკითხავ ამაღამ  ორივე ნაწარმოებს.



ტენდი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 19 იანვარი, 2019 00:18:05
ციტატა:
ტენდი რომ ტენდია, მასთანაც კი ვილაპარაკე ტელეფონით


საწყალი ტენდი, ერთი უწყინარი გოგოა, ბევრი-ბევრი, ჯონიკაზე იეჭვიანა, შენ რომ შეუყვარდი. 
ლუირმა
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 20 იანვარი, 2019 23:39:14
Gამარჯობათ, მაილზე ვერ ვპასუხობ კონკურსის ორგანიზატორებს ბანკის რეკვიზიტებით და Pირადობით. ურაკპარაკის Mაილზე გავაგზავნე და იქნებ გაუგზავნოთ თქვენ. მადლობა.

მეუდაბნოვე
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 23 იანვარი, 2019 14:33:32
გამარჯობა, იქნებ ვინმემ მითხრას,  სად შეიძლება მოთხრობების წაკითხვა. ამხელა პოლემიკის შემდეგ დიდად დავინტერესდი.

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 25 იანვარი, 2019 16:42:50
"მეუდაბნოვე" დაწერა:
გამარჯობა, იქნებ ვინმემ მითხრას,  სად შეიძლება მოთხრობების წაკითხვა. ამხელა პოლემიკის შემდეგ დიდად დავინტერესდი.


ამავე თემაში არის ყველა მოთხრობა
მიყევით მე-2 გვერდიდან და ნახავთ
უმეტესობა პატარაა და სწრაფად წაიკითხავთ

ნეფერტარი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 26 იანვარი, 2019 03:55:35
ტენდი:
ციტატა:
ორივე მიყვარს  და ამიტომ.  ჩამითვალეთ მიკერძოებაში, აი დარდიი.


  კი, კი,  ცხადია გითვლით მიკერძოებაში  მაგრამ  ჟიურის წევრი არ ხართ და შინაურობაში გაგიტარებთ... 
  ისე კი, ძალიან მაინტერესებს, თქვენ რატომ არ მოისურვეთ კონკურსში მონაწილეობა? თქვენც ხომ ხართ ახლობლებში, უფრო დამაჯერებლად მივკერძოვდებოდით,      რა მაგარი სიტყვა გამოვაცხე ააა?  დოჩანაშვილსაც კი მოეწონებოდა... რითია ვითომ ჩამოლაბორანტებაზე ნაკლები?    თანაც ებრაელიც კი არ ვარ...
    ფეისბუქმა <<თბილისის ფორუმი>> ჩაძირა  ტენდი და აქაური ფორუმი რას გაუძლებდა ცუკერბერგს?  ლიტერატურამ, პოეზიამ და მეგობრობამ უბრალოდ ადგილი შეიცვალა, ასე მოიტანა დრომ და ტექნოლოგიებმა.  ყველაფერი იცვლება, იხვეწება კიდეც,,, აგერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები დაიწუნა ხალხმა და ერთი ამბავი ატეხა, მაგრამ კონკურსებს არ ეშველა არაფერი, იმედია ჯერ... ებრაულ ხუმრობაში გამიტარეთ და ნუ გეწყინებათ აწი... 

თამარ ბუკია
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 27 იანვარი, 2019 05:36:45
"ტენდი" დაწერა:
ციტატა:


საწყალი ტენდი, ერთი უწყინარი გოგოა, ბევრი-ბევრი, ჯონიკაზე იეჭვიანა, შენ რომ შეუყვარდი. 


კიდევ კარგი, ჯონიკა შენთან იყო სახლში და არა ჩემთან...  მაშინ დიდი დიღმის აფეთქება - არაფერი იქნებოდა... დაადუღებდი ურაკის ყველა გვერდს და ყველა იუზერსაც ზედ მიაყოლებდი...

მეუდაბნოვე
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 28 იანვარი, 2019 01:36:01
მოთხრობები წავიკითხე, ვცდილობდი ჟიურის არჩევანის გავლენის ქვეშ არ ვყოფილიყავი, პირიქით- წინასწარი კრიტიკული განწყობაც კი მქონდა. ვფიქრობ, თემის წინასწარ განსაზღვრამ ლიტერატურას ზადი გაუჩინა, მაგრამ პირველ სამეულში ეს ნაკლებად იგრძნობა.
მივესალმები ჟიურის გადაწყვეტილებას, ვულოცავ გამარჯვებულებს.
მზია თვალაბეიშვილი
რჩეული ავტორი
გამოქვეყნებულია: 30 იანვარი, 2019 20:48:02
ადრე ჩატარებული კონკურსების ფორუმები გადავიკითხე. გამეცინა. აქ ნეფერტარი წერს, ყოველთვის არ არის აუცილებელი პირველ–მეორე ადგილების მიკუთვნებაო. ერთ–ერთ კონკურსზე, თუ არ ვცდები „ლიტბუნიობაზე“, ზედიზედ ორჯერ არავინ გასულა პირველ–მეორე ადგილზე. ახლა იქ ატყდა უკმაყოფილება, შეიძლება ეს თანხები საერთოდ არ არსებობს, სპონსორს არ გამოუყვია და სატყუარააო. მოკლედ, ვერ მოიგებ ადამიანების გულს.

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 1 თებერვალი, 2019 15:28:00
მეუდაბნოვე მადლობა დიდი, ობიექტური შეფასებისთვის
თქვენი მოთხრობა ძალიან დაამშვენებდა კონკურსს
და არა მხოლოდ ამას 

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 1 თებერვალი, 2019 15:37:55
ციტატა:
რთ–ერთ კონკურსზე, თუ არ ვცდები „ლიტბუნიობაზე“, ზედიზედ ორჯერ არავინ გასულა პირველ–მეორე ადგილზე. ახლა იქ ატყდა უკმაყოფილება,


კი, გეთანხმებით ასეც იყო

უბრალოდ ის სხვა კონკურსია და ეს სხვა კონკურსი
ამ კონკურსის მიზანი იყო ხალხისთვის გაეცნო მერების შეთანხმება და ენერგოეფექტურობის პრობლემები
რაც პრინციპში კარგად გამოვიდა კიდეც
ბევრმა გადახედა ამ შეთანხმებას და დაინტერესდნენ სხვადასხვა საკითხებით

იმედია კიდევ გაგრძელდება ეს კონკურსიც და ლიტბუნიობასც

იმედი არ დამიკარგავს 

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 15 თებერვალი, 2019 17:00:18
რაკიღა ამ კონკურსს ეხება საიტის წევრის ნიკით “ნეფერტარი“ კომენტარები სხვადასხვა მოთხრობებთან, ჯობია აქ გავცე პასუხი და არც ქულებზე დაღონდეს არც ის და არც სხვა, ვისაც აზრის გამოთქმის სურვილი გაუჩნდება

სმოგზე, უნაყოფო ბუჩქებზე და ბევრ სხვა უცნაურობებზე აღარ გავაგრძელებ საუბარს, რაკიღა გასაგებად ითქვა, რომ მომავალში ( როდესმე ) გაგვეცემა ამაზე პასუხი
და რაკი ამ თემაზე სალაპარაკო აღარ დარჩა და მუდმივად თუ არა, ნამეტანი ხშირად იმეორებს ახალ ბრალდებას, მოდი პირდაპირ იმ ბრალდებაზე გადავიდეთ.
ამ ბრალდებას ერთხელ მოვუყრუე, მეორედ, მესამედ...  იმის იმედით, რომ ერთხელ მაინც კითხვა გაჩნდებოდა ჩემს მიმართ დამაზუსტებელი კითხვითი სიტყვით “რამდენი?“
მაგრამ არანაირი კითხვა და დაზუსტება, მხოლოდ და მხოლოდ ბრალდება.

ეს დაახლოებით იმას ჰგავს ახლა მე რომ მივადგე “ოსკარის“ პრიზის ჟიურის და ბრალი დავდო პირდაპირ:  როგორ ერევით ამდენი ფილმის შეფასებას ჟიურის 9 წევრით თქო
შეუძლებელია 9 წევრს ჰქონდეს ნანახი ყველა ფილმი და შეეძლოს მათი შეფასება თქო. ამ საორგანიზაციო კომიტეტმაც არაფერი თქვას იმის იმედით, რომ ეს დალოცვილი ალბათ გვკითხავს, რამდენი წევრი გყავთ-თქო და ე, მაშინ დავუზუსტებთო
მე კიდევ ჯიუტად მაინც ვაწვები ამ 9 წევრობას და ისევ და ისევ იმ ბრალდებას ვუყენებ
ხოდა ალბათ ერთხელაც ადგება ეს ოსკარის გამცემების ჟიური და მეტყვის, ნიკი, თუ ძმა ხარ, შეგვეშვი, 5000 წევრზე მეტი აძლევს ხმას ნომინაციებში და რაის 9-ო
ხოდა მეც ვეტყვი უკაცრავად, შევცდი, რომ თავიდანვე არ ვიკითხე თქო
ხოდა ახლაც მსგავსადაა ეს ამბავი

ციტატა:

“>>კონკურსის პირობებში ეწერა რომ ჟიურის წევრი, მკითხველიც იქნებოდა და უცბად - მოტეხეთ ეს ჟიურის წევრი... ჰოდა რათა მერე?    სწორედ მაგის გამო აღმოვჩნდი მაგ ფორუმზე მკითხველ- ჟიურის პოზიციაზე და  თურმე ტყუილად.“



ციტატა:

რავიცი რად გინდოდათ სხვა მკითხველის აზრი, ჟიურის აზრი იცოდით. მკითხველის აზრი ჟიურის არც აინტერესებდა. უფრო სწორად, თავიდან აინტერესებდა და მერე აღარ...


ხოდა ბარემ იქნებ დაგეზუსტებინათ ნეფერტარ

მე კი მაინც წინდაწინ მოგახსენებთ: რამდენი შეფასებაც შემოვიდა, ზუსტად იმდენი იქნა გათვალისწინებული
ასე, რომ თქვენი წარმოსახვები იქნებ მოთოკოთ ( კონკურსთან კავშირში, თორემ ისე მე ვინ მკითხავს ) და რეალობა დააზუსტოთ და მას დაეყრდნოთ
ან რა ფრაზებია

“მოტეხეთ ეს ჟიურის წევრი... ჰოდა რათა მერე? “
“რად გინდოდათ სხვა მკითხველის აზრი“
“თავიდან აინტერესებდა და მერე აღარ... “

კარგით რა, კარგით 

და ამის მერე გინდათ, რომ დავიჯერო, რომ ესაა თქვენი მიზანი?:

ციტატა:
უ ბ რ ა ლ ო დ    მ ი ნ დ ა    ს ა დ მ ე,  ო დ ე ს მ ე  დ ა    ე რ თ ხ ე ლ  მ ა ი ნ ც,  რ ო მ ე ლ ი მ ე  ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ უ ლ ი  კ ო ნ კ უ რ ს ი  ვ ი ხ ი ლ ო  ს წ ო რ ა დ  , ს ა მ ა რ თ ლ ი ა ნ ა დ  დ ა  გ ო ნ ი ვ რ უ ლ ა დ  ჩ ა ტ ა რ ე ბ უ ლ ი.

ჩ ე მ ი    ს უ რ ვ ი ლ ი    დ ა  მ ც დ ე ლ ო ბ ა  ი ს ა ა,    რ ო მ  ე ს  ს ა ი ტ ი  ა მ  მ ხ რ ი ვ  ს ა მ ა გ ა ლ ი თ ო  ყ ო ფ ი ლ ი ყ ო    ყ ვ ე ლ ა ს თ ვ ი ს  ა მ  ქ ვ ეყ ა ნ ა შ ი.   

ახლა გასაგებია რა მინდა და რას ვცდილობ?



უკაცრავად, მაგრამ ან არ მჯერა, ან თუ უნდა დავიჯერო, მაშინ გზას და მცდელობას დაგიწუნებთ ნეფერტარ
1 2 3 ... 8 9 10

ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2018“


ამჟამად ფორუმზე იმყოფება 0 სტუმარი და 0 წევრი