ფორუმი


ლიტერატურული კონკურსი “ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=0

ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2018“

1 2 3 4 ... 8 9 10
ავტორი შეტყობინება

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 30 დეკემბერი, 2018 05:30:39
აქ განთავსებულია ყველა ის მოთხრობა, რომელიც გადარჩევის შემდეგ გადაეცა ჟიურის შესაფასებლად
როგორც ცნობილია, ჟიურის ერთერთი შეფასებად არის წარმოდგენილი პორტალ ურაკპარაკის წევრების გასაშუალოებული შეფასება

ამდენად, საიტის წევრებიდან ვისაც სურვილი ექნება, შეუძლია წაიკითხოს მოთხრობები და გამოაგზავნოს შეფასებები
შეფასება ხდება ორი კრიტერიუმით  1) ლიტერატურული 2) ენერგოეფექტურობის ცენტრის მოთხოვნებთან შესაბამისობა
შესაბამისად თითოეულ მოთხრობაზე საჭიროა იყოს 2 შეფასება.

შეფასებისას უნდა გამოყენებულ იქნას ერთი 10 ბალიანი (უმაღლესი) შეფასება მაინც ( ეხება ორივე კრიტერიუმს ცალკ-ცალკე ), რომელიც მიენიჭება
ერთ-ერთ ნაწარმოებს, რომელიც შემფასებლის აზრით მაქსიმალურად პასუხობს კრიტერიუმის მოთხოვნებს და ყველა სხვა ნაწარმოები ფასდება ამ ერთთან მიმართებაში
გარდა ამ მოთხოვნისა, სხვა არცერთი შეზღუდვა არ არის ქულებზე. ნებისმიერი ქულა 1-დან 10-მდე და ნებისმიერი რაოდენობით.

მიღებული შეფასებები გასაშუალოვდება და ჩაითვლება ურაკპარაკის წევრთა შეფასებად

შეფასება შეუძლია მხოლოდ ურაკპარაკის წევრს ( მათ შორის ავტორებსაც ) . არაწევრებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ საიტზე და ისე გამოაგზავნონ შეფასება.
შეფასებები უნდა მომაწოდოთ  საიტზე პირადი მიმოწერით ან მეილზე urakparaki.com@gmail.com  ( ამ მეორე შემთხვევაში აუცილებელია მიეთითოს შემფასებლის ურაკპარაკის ნიკი )

თემა დაიხურება  დროებით. წაკითხვა შესაძლებელი იქნება, ოღონდ  დაპოსტვა არა
კითხვების შემთხვევაში მომწერეთ პირადში ან მეილზე

თხოვნა მექნება, თუკი თქვენთვის ცნობილია ავტორთა ვინაობა, ნუ მიანიშნებთ ნურსად ამის შესახებ კონკურსის დასრულებამდე.

მადლობა ყველას

წარმატებებს ვუსურვებ კონკურსის მონაწილეებს



ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 30 დეკემბერი, 2018 05:31:23
შეფასების გამოგზავნის ბოლო ვადა 2019 წლის 3 იანვარია

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 3 იანვარი, 2019 12:22:23
მოგესალმებით კონკურსანტებო, ჟიურის წევრებო და გულშემატკივრებო

გილოცავთ ყველას ახალ წელს და გისურვებთ ყველაფერი კარგის დაბედებას
ყველაზე კარგი ახალი წელი გქონოდეთ გასული წლებთან შედარებით და ყველაზე ცუდი, მომდევნო წლებთან შედარებით 
იხარეთ და იბედნიერეთ.

რაც შეეხება კონკურსის მიმდინარეობას

ურაკპარაკის წევრთა შეფასება სამწუხაროდ ამოვარდა ჩამონათვალიდან
მიზეზი მარტივია: ჩემამდე არ მოსულა არცერთი სრულყოფილი ( ანუ ყველა შეფასების მომცველი ) შეფასება.
შესაბამისად მხოლოდ ჟიურის დანარჩენი წევრები აფასებენ

არ ვიცი, რითი აიხსნება საიტის წევრების ასეთი პასიურობა
ალბათ ისევ სანტას და ახალ წელს უნდა დავაბრალოთ

რაც შეეხება მეორე ეტაპზე გადასულ 10 მოთხრობას, ესენია :

ვანესა Text01
მეტრო Text02
წერილი მერს Text03
დარგე ხე Text06
არა ბიჭო და მეფეს დავეკითხები Text07
მზით გამთბარი სიზმარი Text08
წერილი თოვლის პაპას Text09
სკვერი Text10
წისქვილის ბიჭი Text11
ჩემი წილი ჰაერი Text13

შესაბამისად მეორე ეტაპზე ვერ გადავიდა შემდეგი მოთხრობები:

*** Text04
კონტრაქტის ეპილოგი Text05
ქალაქელი ნაძვი Text12



ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 3 იანვარი, 2019 12:27:02
მეორე ეტაპზე ჟიური შეაფასებს მხოლოდ ლიტერატურული კუთხით და აბსოლუტური ქულებით
პირველ ეტაპზე ფასდებოდა ფარდობითი ქულებით. ყველაზე კარგს ეწერებოდა 10 ქულა ( თუმცა ეს არ ნიშნავს აბსოლუტურ 10-ს ) და ყველა დანარჩენი ფასდებოდა მასთან მიმართებით

მეორე ეტაპზე დაწერილი შეფასებები კი ასე იშიფრება:

1 ქულა ნიშნავს, რომ ეს მოთხრობა არაფრად არ ვარგა
5 ან 6 ქულა ნიშნავს, რომ ეს არის საშუალო დონის ქართული მოთხრობა
10 ქულა ნიშნავს რომ ეს არის შესანიშნავი ქართული მოთხრობა
2-3-4 და 7-8-9 ქულები კი მათ შორის შესაბამისად

გისურვებთ წარმატებებს

მადამ ფისუნია
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 4 იანვარი, 2019 21:39:16
საბოლოო შედეგები როდის დაიდება?

გიორგი შაიშმელაშვილი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 5 იანვარი, 2019 13:45:06
საბოლოო შედეგების შემდეგ მექნება შეკითხვა ჟიურისთან და იმედი მაქვს ამომწურავ პასუხს მოვისმენ.

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 5 იანვარი, 2019 13:56:02
საბოლოო შედეგები დაიდება 7-ში

შუალედური შედეგები დაიდება ხვალ სავარაუდოდ
როგორც კი ბოლო შეფასებას ჩავიბარებ ჟიურის წევრებისგან


ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 5 იანვარი, 2019 13:57:29
მეორე ეტაპზე გადასული მოთხრობების ავტორთა საყურადღებოდ:

ელ-ფოსტაზე გამოგზავნილია წერილი და თუ შეიძლება გაეცანით


ნეფერტარი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 6 იანვარი, 2019 04:11:33

ავტორებს არ აქვთ წაკითხული მერების შეთანხმება. ენერგოეფექტურობა სრულიად სხვა რამეა და ეკო-დაბინძურება სრულიად სხვა.
როგორც წესი ვაკეთებთ იმას, რაც არ ვიცით?! წაგეკითხათ რა ეს << მერების შეთანხმება>> და მერე დაგეწერათ ეს საკონკურსო ნამუშევრები არ შეიძლებოდა?
გული მეტკინა ისეთი სუსტია ყველა.  #13-ს არაუშავს საერთო ფონზე.

ლუირმა
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 6 იანვარი, 2019 13:50:04
ნაწილობრივ გეთAნხმებით, რაც თქვით მერების შეთAნხმების შესახებ, თუმცა რთულია მაგ თემაზე ვრცლად
წერო და გინდოდეს მოთხრობად ქცევა მისი, რადგან ნაშრომი გამოვიდოდა და ლიტერატურულ კონკურსისთვის შეუფერებელი.

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 6 იანვარი, 2019 15:26:20
ციტატა:
თუმცა რთულია მაგ თემაზე ვრცლად წერო და გინდოდეს მოთხრობად ქცევა


ვეთანხმები, რთული კია, მაგრამ შეუძლებელი არაა
მთავარია მონდომება

იმედია მომდევნო კონკურსებზე უკეთესი მოთხრობები იქნება და უფრო მეტად ახლოს იქნება მოთხოვნილ თემასთან
იქნებ სპონსორებთან ერთად მიდგომაც შეიცვალოს და დაფინანსებაც გაიზარდოს, რათა მეტი და უკეთესი ნაწარმოებები დაიდოს


ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 6 იანვარი, 2019 15:37:40
ამ დროისთვის ყველა ეტაპის ყველა შეფასება მოწოდებულია
ამდენად აქ გამოქვეყნებული ცხრილები აღარ მოახდენს გავლენას შეფასებებზე

ვიწყებთ შეფასების ცხრილების გამოქვეყნებას

როგორც იცით შეფასება იყო გაყოფილი ორ ეტაპად
პირველ ეტაპზე ნამუშევრები ფასდებოდა ორი კრიტერიუმით:  ერთი ლიტერატურული და მეორე კი ენერგოეფექტურობის ცენტრის მოთხოვნასთან მიმართებაში.
ეს ორი შეფასება ჯამდებოდა და ჯამური შეფასებით გადადიოდა შემდგომ ეტაპზე 10 ნაწარმოები
ქულების თანაბრობის შემთხვევაში მოქმედებდა ამ თემის სულ პირველ პოსტში განცხადებული კონკურსის პირობა

შემდეგ, მეორე ეტაპზე ხელახლა ფასდებოდა ეს 10 ნაწარმოები მხოლოდ ლიტერატურული კუთხით

დღეს განვათავსებთ მხოლოდ პირველი ეტაპის შეფასებებს
მეორე ეტაპის, ანუ საფინალო შეფასებებს განვათავსებთ ხვალ, მონაწილეების წარდგინებასთან ერთად.

მეორე ეტაპზე გადასული 10 მოთხრობა გამოიცემა წიგნად “ენერგოეფექტურობის ცენტრი-საქართველო“-ს მიერ.



ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 6 იანვარი, 2019 15:40:40



ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 6 იანვარი, 2019 15:41:27
იმედია გარკვევით ჩანს ყველაფერი
თემური57
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 6 იანვარი, 2019 16:27:17
ქვემოთ გთავაზობთ განმარტებას, სადაც გარკვევით არის ნათქვამი, რომ სწორედ ეკოლოგიურ პრობლემებს ეხება ,,მერების შეთანხმება" და კიდევ ბევრ სხვა რამეს. ეკოლოგიურ პრობლემებს კი განეკუთვნება ყველაფერი ის, რაც საერთო ჯამში აბინძურებს გარემოს.

,,2008 წელს ევროკომისიის ინიციატივით ,,მერების შეთანხმების“ აქტი შემუშავდა, რათა წაეხალისებინა და დახმარება გაეწია ადგილობრივი ხელისუფლებებისათვის ენერგეტიკის მდგრადი პოლიტიკის განხორციელებაში. ადგილობრივი მთავრობები მართლაც გადამწყვეტ როლს თამაშობენ კლიმატის ცვლილების შემცირებაში, რადგან ქალაქებზე ენერგიის მოხმარებისა და CO2-ის ემისიის 80% მოდის.

მერების შეთანხმების მეშვეობით ევროკავშირის ინსტიტუტებმა უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგეს - უშუალოდ ჩართეს ადგილობრივი და რეგიონული მთავრობები და ამით აღიარეს მათი მნიშვნელოვანი როლი, ამბიციური ენერგეტიკული და კლიმატური ამოცანების შესრულებაში.

ენერგიის დაზოგვის გარდა, ასევე მიიღწევა საზოგადოებისათვის სხვა მნიშვნელოვანი შედეგებიც. სუფთა და ფინანსურად ხელმისაწვდომი ენერგიით სარგებლობის საშუალება, კვალიფიციური და სტაბილური სამუშაო ადგილების შექმნა, ფინანსური და სოციალური სტაბილურობის ზრდა, ჯანსაღი გარემოსა და უკეთესი საცხოვრებელი პირობების ჩამოყალიბება, ბიზნესის განვითარებისა და ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაზრდა, გაუმჯობესებული კომუნალური მომსახურება და ინფრასტრუქტურა."

თუ ჩემს ნაწარმოებში ამ საკითხებზე არ არის საუბარი და ამას ვინმე დამიმტკიცებს, ,,თავს მოვიჭრი" და მას ფოსტით გავუგზავნი ანუ ბოდიშს მოვუხდი.

თოთხმეტი წლის მანძილზე ვიყავი ადგილობრივი თვითმმართველონის მოხელე, მა|ღალი თანამდებობის პირი. ჩემთვის აღნიშნული აქტი კონკურსის ჩატარებამდეც იყო ცნობილ;ი. თუ არ ვცდები საქართველოში ორმოცი მუნიციპალიტეტია მიერთებული და დარწმუნებული ვარ ადგილობრივ თვითმმართველობებში ამ საკითხში კარგად არიან გარკვეულნი, რადგან, ,,მერების შეთანხმება" დაკავშირებულია სხვადასხვა სამართლებრივ აქტებთან, რომლებითაც ხელმძღვანელობენ მუნიციპალიტეტები. გამოსცემენ შესაბამის ნორმატიულ და ინდივიდუალურ აქტებს.

არ ვიცი, სხვაგვარად როგორ დავამტკიცო,. რომ ,,მერების შეთანხმება" წაკითხული მაქვს? ...

ხელოვნებაში და კონკრეტულად ლიტერატურაში შაბლონური შეფასება ჩემთვის წარმოუდგენელია. მითუმეტეს, როცა თემა გარკვეულ ჩარჩოიებს გთავაზობს. ეს კარგია და ეს ცუდი? ... ვან-გოგი, ფიროსმანი, მოდილიანი, გრანელი, კაკაბაძე და სხვა მრავალი, სიცოცხლეში თანამედროვეთათვის  ,,ცუდები იყვნენ"....

მე პატივს ვცემ ყველას აზრს და არც კრიტიკას გავურბივარ, მაგრამ სხვისი შეფასება უნდა მოხდეს მას შემდეგ, როცა შემფასებელი თავად დაწერს რაიმე ღირებულს აღნიშნულ |თემაზე. ძალიან მაინტერესებს და სულმოუთქმელად წავიკითხავ.

ბოდიშს ვიხდი აღელვებისთვის.
გილოცავთ შობა-ახალ წელს.

 

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 6 იანვარი, 2019 16:42:57
არ არის აღელვება საჭირო ბატონო თემურ

მე პირადად დარწმუნებული ვარ, არათუ წაკითხული, არამედ დაწვრილებით განხილულიც კი გექნებოდათ ეს შეთანხმება თქვენი თანამდებობიდან გამომდინარე

არც აღელვება და არც თავის მოჭრა და გაგზავნა არ ღირს  ამ ახალ წელს 

ახლა განვათავსებ ლიტერატურული კუთხით შეფასებებს
აქვე შეგახსენებთ, ეს არის არა საბოლოო, არამედ პირველი 10 ნაწარმოების შესარჩევი შეფასებები

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 6 იანვარი, 2019 16:45:29



ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 6 იანვარი, 2019 16:46:57
და ესეც პირველი ტურის საბოლოო ჯამური
ანუ ამ ორი ცხრილის შეჯამება

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 6 იანვარი, 2019 16:47:13



ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 6 იანვარი, 2019 16:47:47
ისევ ვიმეორებ
ეს არ არის საბოლოო შეფასებები
ამით მხოლოდ გადაირჩა პირველი 10 ნაწარმოები
1 2 3 4 ... 8 9 10

ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2018“


ამჟამად ფორუმზე იმყოფება 0 სტუმარი და 0 წევრი