ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნათია დაშნიანი
ჟანრი: პოეზია
25 აპრილი, 2018


* * *

* * *
საით მიიჩქარი გაზაფხულო,
ყვავილ-კვირტებიან-ყლორტიანად?!...
ქარმა ჩაიბუდა ნასესხებში
და მტრის ლაშქარივით მოტრიალდა.

ზეცა ვარსკვლავებით მოჭედილი
ისევ სანატრელი გაგვიხადა,
ზამთრის სითავხედე თუ გვეწყინა,
ტყემლის აფეთქება  გაგვიხარდა!

უბეს ნისლები რომ ჩაგრჩენია
კალთებმოჩითული ველ-მინდვრების,
ტყეში გაბნეულან ბილიკები,
ქალწულს ეშინია შებინდების.

საით მიიჩქარი გაზაფხულო,
ყვავილ-კვირტებიან- ყლორტიანად?!
ქარმა ჩაიბუდა ნასესხებში
და მტრის ლაშქარივით მოტრიალდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები