ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ებანოიძე
ჟანრი: პოეზია
29 აპრილი, 2018


შვილმკვდარ მშობელს

დრომ,ოცნებებთან ერთად
სიჭაბუკეც თან წარიტანა...
და ახლა შენი გზის ბოლოს
ისევ მარტო ხარ შენ ღვთის წინაშე...
        ისევ ღამეა,ისევ მთვარეა,
        და მიწაც ისევ ისე თეთრია.
        და როგორც სამოცი წლის წინ
        ისევ მიდიხარ შვილის საფლავზე.
დრომ და ჟამთასვლამ არ იცის ცნობა,
ის არ გაარჩევს მტყუანს და მართალს.
ისევ მარტო ხარ შენ ღვთის წინაშე
შვილის დაკარგვით სულგაყინული.
        დეკემბერია,თოვს ხვავრიელად,
        შენი ბეჭებიც სულმთლად გათეთრდა,
        ნაბიჯიც უკვე ძლიერ დამძიმდა,
        თითქოსდა წლებიც ზურგზე დაგაწვა.
დრომ,ოცნებებთან ერთად
სიჭაბუკეც თან წარიტანა...
ისევ მარტო ხარ შენ ღვთის წინაშე
გულში ჩაკრული შვილის საფლავით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები