ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
1 მაისი, 2018


ძაღლი შინ არ ვარგოდაო, ანუ ერთი სუტ-აკადემიკოსის ამბავი

ბებიაჩემმა ანიკო სოლომანოვნამ რომ იცოდა თქმა, ,,ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო”, ისეა ჩემი საქმე ახლა.
ა, ბატონო, ოფიციალური წერილი- მოლოცვა, ამერიკის პოეტთა აკადემიის ასოცირებულ წევრად აგირჩიეთ და შენი მუხლების ჭირიმე, შენს ჯანს ვენაცვალე, უარი არ გვითხრაო, მთლად პრეზიდენტი მწერს.
რა ამაყი იყო გალაკტიონი, საქართველოს პოეტი- აკადემიკოსი რომ გახდა! რითმა და რითმა ,, აკადემია/ ნაკადებია”....
ახლა ვფიქრობ, ხომ არ გავუგზავნო დასტური და მერე ვაბოლო ქართველი კოლეგები და ლიტერატურულ- კულტურული საზოგადოება, თქვენ როგორ მიყურებთ, ჩემო ბატონო,  მე ამერიკის პოეტთა
აკადემიის წევრი ვარ, ანუ ლამის პოეტი- აკადემიკოსი- მეთქი.
არ მითხრათ ახლა, ჩვენში ეგრე არ ბოლდებიანო.

მაპატიეთ, აქედან ფოტო სასწრაფოდ, თუმცა დროებით ავიღე, ახლობელმა გამაფრთხილა პირადში, მთელი შენი იდენტობა, მისამართი და ა.შ.  აწერიაო.
ახლა სახლამდე მოვაღწიე, მისამართი და პირადი ინფორმაცია დავფარე და ისე გადავუღე ფოტო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები