წამებს წუთებად ევლინება ამ ღამ ივნისი .. დღეს ისევ ისე ბრძოლა გვიწევს, სისხლი დუღდება.. და უსახლკაროდ დარჩენილებს მთელი თბილისი კარს უღებს, გვჯერა ,რომ სიმშვიდეს საუბრუნდება!
ვეძებთ დაკარგულს, ვგრძნობთ გაყინულ სახეებს ხალხი, ახალგაზრდობა გამოვიდა სისხლი იმღვრევა.. უბედურების ჟამს მდგომარე ღატაკის კვართი ათ წუთში ნანატრ ფუფუნებად გადაიქცევა ..
რამ შეგვაშინა?! შემოგვხედეთ რანი ვიყავით! არ ეშინია იმას ვინც რომ ვერაფერს კარგავს.. და მაინც ერთად შეგროვილი ამდენი ხალხი მძიმე ბრძოლის წინ სალოცველად წასულთ მიაგავს,,
მეამაყებით ქართველებ, ბავშვებო, დიდნო.. წმინდაა რასაც თქვენი გული ამდენ ხანს უძლებს! და მოკრძალებით, ჩემებურად იმასაც ვფიქრობ სააქაოში მიაღწიეთ ზეციურ ზღუდეს!