ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კომედიანტი
ჟანრი: პოეზია
7 მაისი, 2018


ჩამოდი ...


დღეს ამ თეთრ ქალაქში ,უშენოდ ვიარე შარაგზად,
ნაბიჯი არ მეყო, ოცნების ფრთებით ვერ მოვედი,
აქ მთვარის ქარვასლა, მისდევდა ღრუბლების ქარავანს
და მე შენს ნაკვალევს ფიქრების ბურუსში მივდევდი..

და რაღა დუმილი, როდესაც მთელიდღე გეძახდი ....
შენ ამბობ გემები ლანდივით, შერჩაო ჰორიზონტს,
მე მთელი ზღვა მომაქვს, გრძნობებით მღელვარე შენამდის,
შორს, ლანდად ქცეული მაგ გემებს გაგონებ ამიტომ...

ჩამოდი მე გელი, უშენოდ მოიწყენს ქალაქი,
ჩამოდი ,ცხოვრება უამრავ *სიურპრიზს* გვპირდება.
ფეხებზე მკიდია, მე ახლა ჭორი და ღალატი,
პირდაპირ ნათქვამიც და ისე ნათქვამი ირიბად.

ჩამოდი, ღრუბლებში დავმარხე ქათქათა ქალაქი,
ქალაქმაც დამმარხა როდესაც იგრძნო, რომ მიჭირდა.
უშენოდ არცერთი სიტყვა და სახელი არავთქვი,

და ათასმეერთედ ვერაფრით, გაგაქრე ფიქრიდან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები