![](img/users/145794215194483s.jpg) | ავტორი: დერვიში ჟანრი: პოეზია 17 მაისი, 2018 |
როგორ ვარ, იცი? საკუთარი დაღლილობის სუნი მცემს, საკუთარი შეცდომების სიდიდეს ვახარისხებ, საკუთარი ყოველდღიურობის სინათლეს ვეძებ, საკუთარ არყოფნაში ყოფნის დასტურს ვეძებ, საკუთარ არარაობაში რაობას ვეძებ, ფეხები მოხარშული მაქვს, უდაბნოში მოხეტიალე პილიგრიმივით, თვალები ამღვრეული და წითელი, უძილობისგან, ფიქრისგან, ალაგ-ალაგ კითხვისგანაც, თითები-დაღლილი, გულისცემა-აჩქარებული, არითმია... საკუთარ სიყალბეში სიმართლეს ვეძებ, საკუთარ სიმცირეში ვეღარაფერს ვაწყდები, ტვინი გაბრუებული მაქვს ყოფიერებაზე ფიქრით, მაინც არ ვივიწყებ საყვარელ, ამოჩემებულ ფრაზას: Carpe Diem, ანუ ვცდილობ ყველა წამი დავიჭირო, სადაც მეტ-ნაკლებად ბედნიერი ვარ, ანუ შენთან ვარ! შენ ჩემი უსასრულო მარტოობის დაუძინებელი მტერი ხარ! ღამ-ღამობით ყურთან ნიჟარას მივიდებ ხოლმე, რომ ტალღების ხმა მოვისმინო! თვალებს ვხუჭავ და ზღვის სანაპიროზე ვარ! თოლიები... თოლიები... თოლიები... ვინძლო, მათ შორის თოლია ჯონათანიც ერიოს? ფლეტჩერი ან სალივანი? ყველა ხმაურზე მეტად ეს ხმაური მამშვიდებს... როგორ ვარ, იცი? საკუთარი ყოველდღიურობის სინათლეს ვეძებ, სიმშვიდისმომგვრელ ხმაურს... აჰა, ნიჟარაც, ახლა კი ჩემი ძილის დროა!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ჩათვლით უკეთესია :) ჩათვლით უკეთესია :)
8. მეც თოლიებამდე. არა. ჩათვლით
მეც თოლიებამდე. არა. ჩათვლით
7. ასეც მოვიქცევი, ნინა! :) ასეც მოვიქცევი, ნინა! :)
6. ძილი რა მიქვია, წაუძინე. :) კარგია, მაგრამ შეჩვეულს ნუ გადაგვაჩვევ. ძილი რა მიქვია, წაუძინე. :) კარგია, მაგრამ შეჩვეულს ნუ გადაგვაჩვევ.
5. თოლიებს მერე გადასარევია :) თოლიებს მერე გადასარევია :)
4. თოლიებამდე მომეწონა თოლიებამდე მომეწონა
3. რითმებს ვერასოდეს შეველევი :) ეს აღმომხდა :)
რითმებს ვერასოდეს შეველევი :) ეს აღმომხდა :)
2. ფლეტჩერი და სალივანი შენი ძმაკაცებია თოლია? :) ფლეტჩერი და სალივანი შენი ძმაკაცებია თოლია? :)
1. რითმებს შეელიე ? :)
თოლიები საშინლად ხმაურობენ :)
რითმებს შეელიე ? :)
თოლიები საშინლად ხმაურობენ :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|