| ავტორი: ლ. ლორია ჟანრი: პოეზია 18 მაისი, 2018 |
არ იყო რამე, არც დღე იყო და არცა ღამე. არც დრო არ იყო, მით უმეტეს არც უდროობა. არანაირი საათები არ თვლიდნენ წამებს, არც ფიქრი იყო, არც ნდობა და აღარც შენდობა.
იმ სიშავეში, სადაც არსი არ არსებობდა ბრძოლაღა იყო, ომი ჩუმი, ომი ზღაპრების, ყველა წარმოქმნილ თეთრ ნაწილაკს, აქრობდა ქარი იქვე წარმოქმნილ შავი ანტი ნაწილაკების.
და გაჩნდა სიტყვა, სიტყვა იგი თან იყო ღმერთთან, და რაც არ იყო, ნული იყო უცებ გაათდა, და სიტყვა იგი იყო სეტყვა: სიტყვა ,,განათდეს“ - ხოდა განათდა.
უამრავ ფერით შეიმოსა მაშინ სამყარო, ნოემ იწამა ვაზისა და კაცის ცრემლები, და სანამ ღმერთკაცს აულურსმეს ჯვარზე ხელები, მანამდე წვიმა წამოვიდა ცისარტყელების.
და სისხლის ნაცვლად კაპილარში, დრო დარბის ახლა, თოვს ახლა სადღაც და სადღაც ფრენს ახლა თოლია, ეს ყველაფერი იქნებ არის, იქნებ არც არის. თან რა რთულია, თანაც, კიდე, რა იოლია.
ჰოდა მიდის დრო, ოღონდ ომი ისევ გრძელდება, ხან სიკეთის ვართ, ხანაც ბოროტს მივეახლებით... და თეთრი ფერი, სიყვარულის, თუ კი დამარცხდა ისევ უდროო შავ ხვრელებში გადავსახლდებით.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. კარგია, მე შენ მარტო პროზაიკოსად გიცნობდი, პოეზიაც მშვენივრად დააჭაშნიკე.) მოგიკითხე კარგია, მე შენ მარტო პროზაიკოსად გიცნობდი, პოეზიაც მშვენივრად დააჭაშნიკე.) მოგიკითხე
4. საინტერესო იყო ჩემთვის: 5 საინტერესო იყო ჩემთვის: 5
3. 5
ძალიან კარგი გამართული ტექსტი თან შენი იუმორიც იგრძნობა ბოლოში ) 5
ძალიან კარგი გამართული ტექსტი თან შენი იუმორიც იგრძნობა ბოლოში )
2. ეს ყველაფერი ხო ვიცით. ახლებურადაც არ ითქვა. მარა ის მომეწონა, სისხლის ნაცვლად დრო დარბისო. წარმატებები ეს ყველაფერი ხო ვიცით. ახლებურადაც არ ითქვა. მარა ის მომეწონა, სისხლის ნაცვლად დრო დარბისო. წარმატებები
|
|
მონაცემები არ არის |
|
|