ნაწარმოებები



ავტორი: ბეთ ავენ
ჟანრი: პროზა
21 მაისი, 2018


- მაკრინე -

შუაღამეს გადაცილებული იყო. მაკრინეს არ ეძინა. ბევრ რამეზე ფიქრობდა, მაგრამ მეტად იმაზე ხვალ დილით გაიღვიძებდა თუ არა. როგორც წესი ასეთ ფიქრს ლოცვა აგრძელებდა და ეს იმის ნიშანი გახლდათ რომ მოხუცს მალევე ჩაეძინებოდა.  ლოცვამდე ჯერ არ მისულიყო რომ ეზოდან რაღაც ხმა ჩაესმა. სმენად იქცა,  შუაღამის სიჩუმე აღარ დარღვეულა. სადღაც შორიდან ძაღლების ყეფა მოისმოდა. ისევ მიაყურადა ღამეს და  თუმცა  არაფერი გაუგონია მაინც წამოიწყო დიალოგი. დიალოგი კი ნამდვილად  მინისპექტაკლს წარმოადგენდა: მაკრინე ორ ხმაზე საუბრობდა - თავის ჩვეულ ხმაზე და უფრო ბოხზე, ისე რომ მამაკაცის ხმას დაემსგავსებინა. დიალოგი  საკმაოდ ხმამაღალი იყო. 
- მაკრინე, გძინავს? - იწყებდა მაკრინე ბოხი ხმით. 
- არა, ჯერემ ვფღიზლობ! რაია? 
- რა მიკვირს, მაკრინე, იცი?   
- თუ არ მითხარი, არ მეცოდინება! 
- რაი, და,  მაჭუნიასთან შეშა რომ მეიპარეს იმ ღამეს, რეიზა ვერიკაცმა ვერ გეიგონა ნეტა?
- რეიზა და მაჭუნიე სახში არ ყოფილა! ქალმა და გოგუებმა კი გეიგონეს თურმე მარა შეშინებიათ კარში გამოსლა! - პასუხობდა მაკრინე მაკრინეს ამჯერად ჩვეული ხმით.     
- რამ შეაშინათ კი მარა? ჩეედვა იი პატრონა იმ თოფში, გამეეყო ფანჯრიდან და ესროლა ჰაერში! 
- შიში იმფერია, ჩემო ბიძაშვილო, რომე ეტყობა თლათ დაავიწყა იი თოფი!   
- ჰო, მასე იქნებოდა თვარა ქი იზამდენ...ერთი აქანე შემევიდოდეს ვინმე და ქი ვიცი რასაც ვიზამ, მაკრინე!   
- რას, ზაურია, ესრი თუ?   
- ვესრი, აბა არ ვესრი?! 
- კაი ახლა, ზაური, არიკაცი არ შემუა ჩემსას!   
- ვიცი, მარა რომ შემევიდეს მეთქინ ასე ვიზამ! 
- ჰო, ახლა თუ შემუა კი უნდა ქნა მასთე! შენ იი მითხარი, რამდონ ხანს რჩები? 
- მაგდებ თუ? 
- როვა გეკადრება, რას ჩივი? იყაი რამდონ ხანსაც გინდა. 
- ჰო, და ამ ზამთარს ქე ვიქნები. 
- იყაი, ზაური, იყაი...მოი ახლა იქნება დევიძინოთ...    -  თხოვნით მიმართა მაკრინემ მაკრინეს, ლოცვა წამოიწყო და მოხუცს მალევე ჩაეძინა...
ასე იყო სულმუდამ, როდესაც მაკრინეს გარედან რაიმე ხმა შეაშინებდა, დიალოგს მართავდა ხან ბიძაშვილთან, ხან ქალაქიდან ჩამოსულ ნათესავთან, ხან კი ვინმე ღამისგასათევადდარჩენილ სტუმართან... მაკრინე ხომ ღრმადმოხუცი გახლდათ...  კიდევ სრულიად მარტოდდარჩენილი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  თიო ვულოცავთ დაბადების დღეს