ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
22 მაისი, 2018


მაკა

მაკა, სიცოცხლე დიდი წიგნია -
სიხარულით და ტკივილით სავსე,
უფლის წყალობით რაც შეგვიქმნია,
ახალ თაობას იმედით ავსებს.

მაკა, სიყვარულს წამლად ედები,
ვით დედოფალი - მეფის სარეცელს,
მიყვარხარ... მწამხარ... მეიმედები,
ხელი ხელს მივცეთ, რომ არ დავეცეთ.

ხმის ჩახლეჩვამდე ვუმღერ სიცოცხლეს,
თვალწინ მიდგება შენი იერი,
მწამს, ღმერთი შენს თავს დიდხანს მიცოცხლებს,
შენ - ჩემით, შენით მე ვარ ძლიერი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები