ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
26 მაისი, 2018


უკვდავი სული

საქართველოს ისტორიაში ზვიად გამსახურდია გარდაცვალების შემდეგაც რჩება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად. ამ ადამიანმა სრულიად უანგაროდ გაუწია სამსახური თავის საფიცარ ქვეყანას... მერაბ კოსტავასთან ერთად იგი აქტიურად იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, რასაც საბოლოოდ მიაღწია კიდეც... დასანანია მისი სულიერი ძმა და თანამებრძოლი რომ ვერ მოესწრო 1991 წლის 26 მაისს, მერაბ კოსტავა ხომ ამ დღეს იყო დაბადებული.
ჩემთვის - როგორც ერთი რიგითი ქართველისთვის, ზვიად გამსახურდია დღემდე რჩება თავისუფლების სიმბოლოდ. მე და ჩემი თაობა ზვიადის და მერაბის გზის გამგრძელებელი თაობა ვართ.
ჩემთვის ქართული ოცნება - ეს არის ზვიადისა და მერაბის ოცნება - თავისუფალი და ერთიანი საქართველო.
გაუმარჯოს ჩვენი ქვეყნის პირველი პრეზიდენტის უკვდავ სულს, დაე არასოდეს მოჰკლებოდეს ღვთისმშობლის მფარველობა ამ მრავალტანჯულ ივერიას!
დაბოლოს, მე მინდა ჩემი ეს სტატია ჩემივე ნაწარმოებით დავასრულო

ზვიადი და მერაბი

„ერთადერთი სამშობლო დღესაც ერთადერთია!“

მორის ფოცხიშვილი

ზვიადი და მერაბი,
მერაბი და ზვიადი,
პირნათელი წავიდა
ღმერთთან ორი დიადი.

რა არ ნახეს ამქვეყნად,
რა არ გამოიარეს,
ერთად საქართველოსთვის
ბეწვის ხიდზეც იარეს.

ჩვენც - მიმდევართ მათი გზის
გვსურს ამ ერის დიდება,
ჩვენც მათსავით განვიცდით,
თავგანწირვა გვინდება.

ვწერთ და ვეტრფით მათსავით
საქართველოს ერთიანს!
„ერთადერთი სამშობლო
დღესაც ერთადერთია!“

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები