ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
29 მაისი, 2018


ჯაბუშანურებზე

გაბრიელ ჯაბუშანურის შესახებ

კონსტანტინე გამსახურდია როგორც კაცს და როგორც პოეტს - გაბრიელ ჯაბუშანურს სცემდა პატივს, ხოლო გალაკტიონ ტაბიძე გაბრიელს თავის ღირსეულ მოწინააღმდეგედ მიიჩნევდა პოეზიაში ტერენტი გრანელთან ერთად!

ერთმა ძალიან კარგმა მანდილოსანმა – მარიამ ბეჟიტაშვილმა გაბრიელ ჯაბუშანურზე დოკუმენტური ფილმი გააკეთა, იხილეთ ვიდეო:

http://www.youtube.com/watch?v=yg2jv2dv2iQ

ჩემმა ერთ–ერთმა საუკეთესო მეგობარმა – ზურაბ (ფანდურა) ბარბაქაძემ გაბრიელის ლექსზე „ერთგულება“ სიმღერა დაწერა, იხილეთ ვიდეო:

https://www.youtube.com/watch?v=cP-bsSjh1ZI

დაბოლოს:

გაბრიელ ჯაბუშანურისადმი

არხოტის მთებზე ღრუბლები
ნელ-ნელა მიირწევიან,
ქორ-შევარდენთა გუნდები
სულ ცისკენ მიიწევიან.

შებინდებისას ნისლები
შლილ ფერდობებზე წვებიან,
პოეტის ლექსთა მარულა
ხევსურეთს მონატრებია.

სადა ხარ, ჯაბუშანურო,
არხოტი გელის შენია,
ვაჟასთან ერთად შენცა ხარ
მთის პოეზიის გენია.

მუსიკა - ზურაბ (ფანდურა) ბარბაქაძის, ფანდურზე უკრავს გიორგი ჯმუხაძე.

https://www.facebook.com/otar.rurua/posts/1582125695185959?pnref=story

ეს ლექსი 2010 წლის ზაფხულში დავწერე, ხოლო სიმღერად 2011 წლის გაზაფხულზე იქცა... ჩემმა მეგობარმა ზურაბ (ფანდურა) ბარბაქაძემ რა თქმა უნდა ჩემი თანხმობით 15 წუთში მოარგო მუსიკა ამ ჩემს ექსპრომტად დაწერილ ლექსს.

გაბრიელ ჯაბუშანურის პოეზიას დიდი ხანია ვიცნობ და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო პოეტი იყო თავის თაობაში... უცებ მოვიდა მასზე სიტყვები გონებაში და მეც ცარიელ ფურცელზე გადავიტანე გონებაში აღბეჭდილი სიტყვები.

ამ სიმღერის პრემიერა 2011 წლის 26 ივნისს შედგა მზიურში გამართულ ხევსურულ საღამოზე, ამ სიმღერის პოპულარიზაციაში არანაკლები წვლილი მიუძღვის გელა დაიაურს, რომლისაც მე უზომოდ მადლიერი ვარ... უღვთოდ გასწირა განგებამ ეს არაჩვეულებრივი პოეტი, ვიცი, რომ მასაც ძალიან უყვარს ჯაბუშანურის პოეზია.

ოთარ რურუა

გელა ჯაბუშანურის შესახებ

გელა ჯაბუშანური გაბრიელ ჯაბუშანურის ძმა იყო, იმ პოეტის, რომელსაც თავად კონსტანტინე გამსახურდია და გალაკტიონ ტაბიძე აღიარებდნენ! ქართველი მკითხველისთვის გაბრიელის პოეზია უფროა ცნობილი, ვიდრე მისი ძმის. გელა ჯაბუშანურიც მისი ძმის მსგავსად კონვენციური (რითმიანი) პოეზიის მიმდევარი იყო, მისი ერთ-ერთი საუკეთესო ლექსია „ნაბუდარი“:

„მთებს ისევ მკერდზე აყრია
მათი ძახილის ექონი,
ვეღარსად ნახავ მაყრიონს,
აღარც დევების ფეხონი,

ბალახში იმალებიან
ბილიკნი საცალფეხონი.

ნეტავ ასე რად დავემხეთ,
სად გაგვიფრინდა ქედანი,
აღარსად მოყმე და ვეფხი,
აღარსად მათნი დედანი,

უწევს ღირსებით მორთული
არხოტს არხოტის ცხედარი,
ასა კი ყეფით გართული
მირბის,მიხტის და მხნედ არი.

ქვითკირის კუთხზე ჭოტი ზის,
ქედზე ზის ნისლი-მხედარი“.

ჯაბუშანურების გვარი ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში მქონდა გაგებული, როცა გაბრიელის ლექსები წავიკითხე, კიდევ ერთხელ სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ქართული პოეზიის უკვდავებაში! სწორედ ამ გვარისადმი სიყვარულმა გადამაწყვეტინა გელას ძმაზე-გაბრიელზე ლექსის დაწერა 2010 წლის ზაფხულში:

გაბრიელ ჯაბუშანურისადმი

არხოტის მთებზე ღრუბლები
ნელ-ნელა მიირწევიან,
ქორ-შევარდენთა გუნდები
სულ ცისკენ მიიწევიან.

შებინდებისას ნისლები
შლილ ფერდობებზე წვებიან,
პოეტის ლექსთა მარულა
ხევსურეთს მონატრებია.

სადა ხარ, ჯაბუშანურო,
არხოტი გელის შენია,
ვაჟასთან ერთად შენცა ხარ
მთის პოეზიის გენია.

https://www.youtube.com/watch?v=hyD7s-7YXBQ

მუსიკის ავტორი: ზურაბ (ფანდურა) ბარბაქაძე

არ ვიცი ჰქონდა თუ არა მოსმენილი ჩვენი ეს ლექს-სიმღერა გაბრიელის ძმას, მაგრამ სულ რაღაც მოკლე დროში პოპულარული გახდა და ალბათ გელა ჯაბუშანურსაც მოსმენილი ექნებოდა, სამწუხაროდ მე მას პირადად არ ვიცნობდი. ერთი კი ვიცი მკვლევარ ამირან არაბულის ჩანაწერიდან: „გელა სუფთა და ალალი გულის კაცი იყო“.

გელა ჯაბუშანურის ლექსები მართლაც რომ ანკარა წყაროსავით სუფთაა, სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო, ის ხომ გაბრიელ ჯაბუშანურის ძმა იყო!

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები