ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დათო ქარჩავა
ჟანრი: პროზა
16 ივნისი, 2018


მდინარეთა დასალიერთან (2)

არაფრის თავი არ მქონდა,უფრო სწორედ მხოლოდ თავიღა მქონდა შერჩენილი,მხოლოდ ის სურვილი მამოძრავებდა,სახლამდე მალე მივსულიყავი და წამეკითხა,მაგრამ რატომ მე?რატომ სხვას არ წააკითხა?თუმცა,რაა ამოუხსნელი,თქვა ადამიანმა მეგობრობის ნიშნადო.რა სულელი ვარ.

          მოვდიოდი ფართო ნაბიჯებით,წიგნი ხელში მეჭირა ,მინდოდა გადამეშალა რომელიმე გვერდი და ერთი,თუნდაც დაუსრულებელი წინადადება ამომეკითხა.სურვილი მხოლოდ სურვილად დავტოვე. შემოქმედება ხომ საკუთრი თავის გამომზეურებაა.იხდი სხეულს და სულით დგახარ მკითხველის წინ.ბევრი ასეთ დროს თავსაც ილამაზებს,ნირაბს მოირგებს,ჩვენ კი,მკითხველები ამას ვამჩნევთ და უმეტეს შემთხვევაში არ ვპატიობთ.ვჭამთ და ვინელებთ.ისე, როგროც თხა ვაზის ფოთოლს.
         
          შემოვაღწიე სახლში.წყლით სავსე ბოთლი დავიდგი მაგიდაზე და საქმეს შევუდექი.ბევრს წაკითხვამდე აქვს რაღაც გარდამავლი წუთი,წამი,პერიოდი,ემზადება შინაგანად.მე არა. ასე უბრალოდ.დავჯექი და ერთი ამოსუნტქვით წავიკითხე.აი ისიც:

  " შეიძლებოდა ნაწარმოების დასაწყისშივე შეგვექმნა ღრმა ფუნდამენტი იმისა, რის აღწერასაც მე ვაპირე და ამით თქვენც იოლად გაიგებდით,ილუზიური სამყაროს ტიტანურ ამაოებას,მაგრამ ასეთ შესავალს თავი ავარიდე და ვიწყებ იქიდან,საიდანაც შეიძლება არც უნდა დაწყებულიყო.თქვენს,სრულს ჭეშმარიტებასთან ახლოს მდგარ აზრს,რომ აქ განვითარებული მოვლენები,კვშირში არ არის ერთმანეთთან,მე სრულიად ვეთანხმები.მაგრამ ნუ დამძრახავთ. შევეცადე სხეული დამეგდო,ჩათვალეთ მაღალ კორდზე ვდგავარ და მათვალიერებთ.

          მე ნიავმა მომიტანა.მოვარდნილი თქეში წვიმები მრეცხავედნენ. ვეცემოდი და ვდგებოდი.მე მშიერი ვიყავი და ადამიანის სიტყვები მჭირდებოდა. მე ვიდექი და ვშრიალებდი.ვანათებდი და ვაბნელებდი. მე.... მე...... მე მქონდა ცუდი ჩვევები.

      რომელი?რამდენი?

ადამიანი ხომ საკუთარი გრძნობების და ჩვევების ნაკრებია.ეს ყოველივე რომ ერთბაშად ჩამოაცილო,არაფერი არ დარჩება.საერთოდ არაფერი.საკუთარ თავს რომ ჩავუღრმავდებოდი,არა თუ დიად და აღმატებულს რამეს ვპოულობდი,ძალიან პატარა ვჩანდი.ბევრ რამეს ვიპარავთ და ვმალავთ,ვითომ.
    ბავშვობაში წითელი ვაშლი მოვიპარე.გამყიდველს შეუმჩნევლად არ დარჩენია,შემეშინდა არ დამწყევლოს-მეთქი,ზოგი ისე დაგწყევლის,მთელი გულით,მართლაც აგიხდება კაცს.თან წყევლა საიდანაც მოდის მოგახსენებდით,მაგრამ თქვენც კარგად მოგეხსენებათ.
       
        ვაშლი ხელისგულის ტოლა იყო.ანუ პატარა.მაშინ ხომ პატარა ხელის გული მქონდა,შედარებით.მახსოვს გამყიდველის სიტყვები,რას მპარავდი,შვილო,გეთხოვა და ვაშლს კი არა მსხალსაც გაჩუქებდიო,ბოლოში დაუმატა მერე,ერთსო. ყოველთვის ღვთისნიერი გამყიდველის მსგავსები სად შეგხვდებათ.

      პატარა ოთხში ვცხოვრობდი.ხელის გაწვდენაზე მქონდა ყვეალფერი და კაცს ქ წიგნები რომ ვერ შეემჩნია,ხომ მომეჭრებოდა თავი.თუმცა წიგნები სხვისთვის კი არა,მხოლოდ ჩვენთვის გვჭირდება და არა საგროვებლად,წასაკითხად.თქვენი არ ვიცი,მაგრამ მე ნამდვილად მინახავს დიდი სახლები,ფართო ოთახებით და არც ერთი წიგნით.
        წარმოიდგინეთ,რომ ჰაერივით გჭირდებათ რაღაც: მაგ: ფრაზა,წინადადება და არ გახსოვთ.შეიძლება იკითხოთ კიდეც,ნაბოკოვის "ლოლიტასგან" აბა ისეთი რა უნდა დაგჭირდესო,მაგრამ მჭირდებოდა.სანამ ჩემს ამ უჩვეულო მოთხოვნილებას არ ვიკმყოფილებდი,ვერ ვისვენებდი.შეიძლება ჩემში სახლობდა კიდეც ბუკინისტი.ცხადია გაყიდვას არ ვგულისმობ.ვიქექე ჯიბეებში,უჯრებში,ყველგან,სდაც კი შეიძლებოდა ფული მეპოვნა,მაგრამ აბა მე სადღა მქონდა შემოსარჩენი ფული? ასეთი ფული მე მგონი არც არსებობს და საერთოდაც,ფულის ამბავში მე ვერ ვერკვევი.
   
          რა მარტივადაა თითქოს.მიხვალ მაღაზიაში.იოლი მარკეტინდი,ჩეკი და საქმის ბოლოში ხარ უკვე.არანაირად არ მქონდა მაშინ ზუზაკის გავლენა,ან და ზუზაკი ვისღა ახსოვდა?
   
      რიგები ყვეკლგან.გაჩერებაზე რიგი, კაფეებში რიგი, ბორდელებთან რიგი, რიგში კი მოღალატე კაცები,ყველაგნ რიგი.რიგი სიცოცხლეში.წიგნებთან? არასდროს! წიგნის მოპარვის სურვილი,ალბათ ძალიან ბევრს გასჩენია,თუმცა ვერ ბედავენ.მე გავდებე.მივდიოდი,თითქოს მიმინო ვყოფილიყავი ჰაერში გაჭრილი.ვდგავარ და ვეძებ "ლოლიტას" .  ზემოთ მაწერია ლიტერატურა,პროზა,საბავშვო და ეს თანრიგი ხომ იცით?ბოლოს რელიგიის განყოფილებსთან ამოვყავი თავი და სწრაფად უკან დავიხიე.ღმერთს სულაც არ ეწყინებოდა წიგნის მოპარვა.თვალი მოვკარი იმას,რასაც ვეძებ,მაგრამ  ორივე გმყიდველი მე შემომციცინებს.ამ დროს დაბალი,მელოტი,ღიპიანი კაცი შემოდის ამღვრეული თვალებით იწყებს ყურებას.ვიფიქრე,ადგილი შეეშალა-მეთქი.ბოლოს ვერაფერს რომ ვერ მიაგნო,კონსულტანტი ეკითხება,რა გნებავთო.მათი დიალოგი რატომრაც დამამახსოვრდა.

- იცით,მეგობრის დაბადების დღეა და მინდა წიგნი ვაჩუქო.ყველაფერი წაკითხული აქვს და ვერ ავარჩიე.

- აქეთ მობრძანდით,ახალი თარგმანებია-მოწიწებით პასუხობს გოგონა და ადგილს იცვლის ორივე.

-რა პროფესიისა თქვენი მეგობარი?

-მშ-ნებელია.

- კაცი ყოფილა-თქვა გოგომ.

მე კი სულ მიმავიწყდა ქ საკუთარი თავი და ის,რომ წიგნი უნდა ამეღო დ არა ვიღაც მშენებლის ისტორია მესმინა.შევამჩნიე რომ გამყიდველების მრგავლი თავი სხვა მიმართულებით იცქირებოდა და წიგნსაც დავეპტრონე.ის კაცი ისევ ეძებდა,ვერაფერი რომ ვერ იპოვა, წავალ ისევ სხვა რამეს ვუყიდიო.რა უყიდა? აბა მე რა ვიცი.

        შემდეგ ფორიაქი დამეწყო.იმ საღამოსვე დავწერე წერილი,ახსნა-განმარტებით და პირობით,რომ თანხას დავაბრუნებდი.რატომ არ უნდა გაეგოთ?ორი წლის წინანდელი გამოცემა იყო და ღმერთმა უწყის რამდენ წელს მოუწევდა თაროზე ყოფნა.ის კი არა,სხვა წიგნებიც მემუდრებოდნენ,წაგვიყვანე,ადამიანის ხელამდე მიგვვიყვანეო.

        ეს ამბავი ცხადია არ შემრჩენია.სახლში მომადგა ორი ახალგაზრდა ყმაწვილი.

- გამარჯობათ- მომესალმა ერთ-ერთი.მეორე მათვალიერებდა.

-მობრძანდით- ვუპასუხე მე და ხელი ოთახისკენ გავიშვირე.შეპატიჟება არაფრად ჩამიგდეს და გააგრძელა:

- თქვენ წიგნი მოიპარეთ.უნდა აანაზღაუროთ.დამატებით დაგეკისრებათ ჯარიმა.

- ჯარიმა რამდენი?

- 50 ლარი.

-50? რა ამბავია,ამ თანხით ორჯერ ვიყიდდი და გადამრჩებოდა კიდეც.

-გვეკამათებით?

-როგორ გეკადრებთ?კამათი კი არა,თუ ინებებთ,თეთრი,კარგად დაწურული ღვინო მაქვს და დავლიოთ.

- გადაიხადეთ ჯარიმა,გადაიხადეთ. თქვეს და წალასლასდნენ.

    რამდენს ვიპარავთ. სიტყვებს.გრძნობებს.მაგრამ ამისთვის არაფერს გვახდევინებენ,რადგან ვერ გვიმტკიცებენ.

  პირობა ცხადია შევასრულე.საშიში ხალხია ეს მევალეები.უნდა გაუფრთილდე კაცი.

   
        სიცივეა,მაგრამ არ წვიმს.სიცივემ კი სევდ იცის.ვდგავარ აივანზე და ვათვალიერებ ვათავლიერებ ტროტუარზე მიმავალ ხალხს,აივნებს,თოკზე გადაკიდებულ შარვლებს,პერანგებს.რამდენ რამეს ვირგებთ და ვცითავთ.რამდენ რამეში ვიმალებით და არ ვჩანვართ.
       
        მესმის ყვირილი.ერთი კაცი დგას და მეორე უყვირის.წინ გავიხედე.საწყალ კაცს,რომლიშ შვილები დაობლებულნი არიან,შემოღობილი აქვს ეზო,აქვს საკუთარი ხილ-ბოსტანი და უვლის საქონელს.რძე მოაქვს ყოველ საღამოს შვილებისთვის.დამდგარა ვიღაც კაცი,ჩინოვნიკს  მიუგავს თავი და უყვირის,ილანძღება და იგინება.ბოლოს ფეხი წაკრა რძით სავსე ვედროს,მანქანაში ჩადო ტანი და წავიდა.ბავშვები დაბრუნებულ მამას ჟივილით შეხვდნენ,მაგრამ აბა რა ეთქმოდა?ვედრო გამორეცხა და სახლისკენ შებრუნდა.ალბათ,ის სუფთა ვედრო იყო ეს დამცირებული კაცი, ის მეორე,გაბღენძილი კი ტალახში ამოსვრილი რძე.ასეა.როგორაც უთქვამთ:მდიდრებს სხვანაირი ღმერთი ჰყავთ.
     
        ჭიანჭველებზე.
 
        როგორ გვჯობნიან ჭიანჭველები გიფიქრიათ?რატომ არის ის ასეთი პატარა?შეიძლება საწინააღმდეგოდ მითხრათ,სპილო რატომ არის დიდიო.მაგრამ მე ამ შემთხევაში სპილოზე სულაც არ ვსაუბრობ.
 
        მიფიქრია.ისევ ისე მჯერა,როგორც ბავშვობისას.ჭიანჭველები ხომ ბუდეს უმეტესად მშრალ ადგილას იკეთებენ,მტვრიანზე.რა საქმე მქონდა,ვუყურებდი და ვითვლიდი.ერთხელაც ავდექი და სახლი დავუნგირე.მე ვანგრევდი,ისინი დილითვე ახალს მახვედრებდნენ.შემდგ ვნანობდი,რატომ ვაცდენდი მათ ერთსა და იმავე საქმეზე.რატომ მიჰყვებიან ასე გადაჯაჭვულად ერთმანეთს?ალბათ ნდობა აქვთ ერთმანეთის.ფიქრობთ სუნით?არა. მყარად დგანან ერთმანეთის ნაფეხურებზე და დაუსრულებლად მიდიან,მიდიან მანამ,სანამ უკანასკნელი არ გაივლის იმ წერტილს,რაც გაიარა პირველმა.ასეთ დროს,ხელი რომ გაუსვათ  მათ შორის მანძილს,ისინი გზას არ გააგრძელებენ.მათ არ უყვართ ჩარევა.ნუ დაამტკიცებთ ამას.ყველა უნდა დაბრუნდეს.

    ჩვენ,ადამიანები,განა ვენდობით ასე ერთმანეთს?სულაც არა. არ ვამბობ იმას,რომ ყველამ ერთი გზა უნდა გაიაროს,ეს საშინელება იქნებოდა,ყველას საკუთარი გზა და სავალი აქვს.ყველას იმდენი გვაწევს,რამდენიც ვღირვართ.ისინი,ჭიანჭველები უბრალოდ ერთმანეთს არ ტოვებენ.მკვდარს შემოდებენ ზურგზე და მიაქვთ.სად? ეს მათ იციან.ჩვენ კი რა პატარები და უსუსურები ვჩანვართ,ჩვენი ტკივილების ცათამბჯენებიდან.მე თვითონვე მაინტერესებს,სასწორზე რომ დავდო საკუთარი თავი, რა დავრჩები?

      მხოლოდ სკუთრ ოთახში დავდივარ.ფინანსური კრიზისი კი თავს არ მანებებს.რა დიდი ფანტაზია უნდა გქონდეს კაცს,ჩამოწერო საჭმლების სია და ჭამდე გუშინდელ პურს.მგონი ბალზაკი იყო ასე.თავს ვერ დავდებ.აღდგომა მოდი.მარტო ვარ.რომ დავიყვრიო,"ქრისტე აღდგა" მეთქი, ვერავინ მიპასუხებს "ჭეჭმარიტადო".მეგობრები? რა მოგახსენოთ. აი,გუშინ კიბეებზე ჩავირბინე,უკან ჩრდილს ვტოვებდი და ვხდავდი,თუ როგორ მცვიოდა ყველა.
       
        ჩვენი ცხოვრება სულაც არგვეკუთვნის ჩვენ.უფრო სწორედ,მხოლოდ წარსული გვეკუთვნის.არანაირი ხვალ.მხოლოდ მოგონებები ვართ,ის რაც თავს არ დაგანებებს,რაც არ უნდა იფერთხო და იწმინდო.ცხოვრება იმდენად უაზროა,რომ დაფიქრდე,მერე ინანებბ,რატომ დავფიქრდიო.აზრს მხოლოდ ადამიანები ვაძლევთ.ცხადია შეძლებისდგვარად.არსებობს ალბათობა იმისა,რომ ერთ დღესაც აგური დაგვეცეს ტავი და ადგილზე განვუტევოთ სული.ეს ხომ დიდი უაზრობაა.მიზეზი?ან მშენებლის უყურადღებობა,ან იქ ავღმოჩნდით,სადაც არ უნდა ვყოფილიყავით.ნამდვილი მხოლოდ ის არის,რასაც ჩვენით ვქმნით და ვიგონებთ.
         
        ზოგჯერ სიტყვებითაც გვკლავენ,სისხლს მხოლოდ ჩვენ ვგრძნობთ.სისხლი ჯერ თვალებში გვიდგება,შემდეგ ფრჩხილებში,თმის ღერამდე რომ მიაღწევს,მერე უკვე წასულია ჩვენი საქმე.ალბათ,ჯანდაბისკენ.

      როგორ გვინდა,რომ აივანზე გავიდეთ და მშობიარესავით დავიკივლოთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები