ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გულიანა
ჟანრი: პოეზია
11 ივნისი, 2018


ყრუ,მუნჯი და გონია ბრმაც! :D ;D

მოლოდინი სისხლისამებრ შემეთვისა,
გულმა მუზით ვერ აგიხსნა რამდენი...
არასოდეს გაგიგია ჩემი ტკენა,
შენს ნუგეშსაც ვერ დავარქვი სახელი.

ტანზე მაზის შემოზრდილი ეკლის კბენა,
სურნელება ადის ჩემი ცის კართან;
უშენობას ნეტავ რა რიგ მოვერიო,
დღემდე ჩემო, რომ არ ვიცი ვინა ხარ?!

და უძილოს თვალზე რული მეკიდება,
მუხის ვარდებს, ხომ სიზმარში ვნახულობ;
რა უღმერთოდ შემომიჩნდი ბედიწერის,
ბედო, ბედის უბედობით ჩარხულო?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები