ღამით დავდივარ.ღამით მიდგას სული.კაცმა რომ მკითხოს,რამდენჯერ მომკვდარხარო,ვერ ჩამოვთვლი.ცხოვრება გაცილებით იოლია,როდესაც რ გიგემია სიკვდილის გემო.როგორი გემო აქვს?ალბათ იმ ცხოვრების,რაც გაგვიტარებია და როგორაც. რა შეიძლება იყოს სრულყოფილი? სიყვარული ცხადია ვერ იქნება,ის ამ ბოროტებით სავსე ქვეყანაზე ფეხს ვერ იკიდებს.ალბათ მარტოობა.
ყვავილდებიან.იფოთლებიან ხეები.მინდვირს ყვავილებმაც კი ამოყვეს თავი მიწიდან.იქნებ სულაც არ მოსწონთ აქ?იქნებ უნდათ ნაყოფან ქცევა?
ყვავილები
ყვავილები
ბაბუაწვერები
სულს შეუბერავ და ხელში არაფერი შეგრჩება.მხოლოდ ღერო.ადამიანიც ბაბუაწვერასავითაა,ერთი დაქროლება და რა შეგრჩება,რას ხედავ,ობობის ქსელებს,ტარაკნებს.ყველფერს.გარდა სულისა.ან რას ნახავდი,არაფერი აღარ შერჩა.
ხომ არიან უბრალო ნეკერჩხლები,ყვითლები.მასაც ძირს ვუთხრით ხშირად და ნეშომპალდ ქცეულფოთლებს ვუცქერთ,ვუყურებთ და არ მოგვწონს.
სახლიდან გამოვედი,მაგრამ სახე არ მეცნობა.ვერავის ვპოულობ ისეთს,ვინც მეტყვი,ცხოვრებისგან მომწყადრი ვარ და შორისდებულებით დამაბოლოვეო.ფული მიჭყავის.ვუხვევ გზის მეორე მხარეს,გვერდს ვერ ვუვლი ლუდს,მაგრამ ხომ ვიცი,ეს ლუდიც და ანჩოუსების საკუთარ სიმყრალეს გადამდებენ.გვერდით მიდგება ახალგაზრდების ჯგუფი,სვამენ ძვირიან სასმელ და ხელში ატრიალებენ,შეხედე,ჩვენ რას ვსვამთო.გზის მეორე მხრიდან გადმორბის ძველი ნაცნობი,მეზარებოდა მასთან შეხვედრა,ვითომ არ მინახავს დადგილს შევიცვლი-მეთქი.მაგრამ ეს რა კეთილშობილება იქნებობდა.იმიტომ კი არა რომ არ გამიხარდა მისი დანახვა,საქმე სხვა რამეშია.ენა ებმის ძალიან და სანამ რამეს იტყვის,დაგღლის.მერე ნაფიქრალი ავიწყდება და ტავიდან იგივეს იწყებს.როგორია? ლუდზე დავპატიჟე.უარი მითხრა.ლუდი კი არა,საქმე მაქვს შენთან და უნდა დამეხმრო,გვერდში უნდა ამომიდგეო.მე თუ რამეში გამოგადექი,ა,ბატონო ჩემი კისერი მეთქი და ხელი ყელამდე მივიტანე.
- პირდპირ საქმეზე გადავლ.-მითხრა - მუშაობ ახლა სადმე?
-არის ხოლმე რაღაცეები,- ვიცრუე.
- ნუ მატყუებ.სულ ამას გაიძახი შენ.ჩემთან თეატრში დაიწყე მუშაობა,ერთი ადგილი არის თავისუფალი,ამით ჩვენც დაგვეხმარები ძალიან.პრემიერაა.
- და რა უნდა ვაკეთო?პიესა დვწერო?სიმოვნებით?
-არა,არა. გამნათებელი უნდა იყო.
- რა?იმდენად ბნელი ხართ რომ მე უნდა გაგანათოთ? -ეეჰ.დურაკ! ჩვენ კი არა,სცენა უნდა გაანათო. -ააა.აა.კარგად უნდა გავანათო ხო? იმხელა სცენა ?
- კი.იმხელა სცენა.დაჯდები უკან კუთხეში,პარტერის ზემოთ ან სხვაგან მიგიჩენთ ადგილს და გაანათე.სცენა და მსახიობები უნდა გაანათო.მათ მოძრაობებს უნდა აჰყვე.
- კუთხეში ჯდომას ისედაც მიჩვეული ვარ,მაგრამ არ მიცდია ეს არასდროს.
- გასწავლით.ხვალ დილით მოდი.მქონდეს იმედი?
- რაკი ჩემს იმედზე ხართ,კი ბატონო.სიამოვნებით დაგეხმარებით.
- აბა,ჰე.ცხრაზე მოდი და ბევრი არ დალიო.
დილით ცხირს ნახევარზე თეატრის ეზოში დავერჭე.პირველი სამსახური,პირველი დღე.ნაცნობებიც შემხვდნენ.თავს უხერხულად ვგრძნობდი.ვღელავდი.
- ჰეიი,მოსულხარ,შემოდი შიგნით,რას დგახარ გარეთ,დაგავიწყდა შემოსასვლელი?-შემომძახა ზემოხსენებულმა ნაცნობმა.ნაცნობი იმიტომ,რომ ბევრჯერ არც გვყავდა ნანახი ერთმანეთი.მე მადლიერებით ვიყავი სავსე.
ავუყევით კიბეებს.მეკითხება ბოლოს როდის იყავი აქო.არ მახსოვს,ვუპასუხე მე,სპეკტაკლის ბილეთი მქონდა,მაგრამ არ მოვსულვარ,ახლა გახუნებული იქნება უკვე-მეთქი.
დამსვა იქ,სადაც უნდა ყოფილიყო ჩემი ადგილი.რაღაც,უცხო და მოუხერხებელი ინსტრუმნეტი შემეაჩეჩა ხელში,ტერმინი არ ვიცი,მერე მითხრა,ხელში კი რ უნდა გეკავოს,უნდ დადგა და აკონტროლო ხელის მოძრაობითო. ვეჩვეოდი.ვეგუებოდი.თავს ძალას ვატანდი.სულაც არ მსიამოვნებდა,სცენაზე ვიღაც მსახიობის ტანტალის დევნა,მოსმენა-ყურებაშიც ხელს მიშლიდა,ორიენტირი მხოლოდ მის მოძრაობაზე უნდა მქონოდა.ერთ-ერთი მსახიობი,ისეთ მკვეთრ მოძრაობებს აკეთებდა,მინდვრის კალიასავით დახტოდა.მე ვერ ავყევი.ხელი მარჯვნის გამექცეოდა ხოლმე.რეჟისორმა მკაცრი ტონით გამაფრთხილა,ასე არაფერი არ გამოვა,ან გამოასწორებ,ან მიუხედავად პატივისცემისა,უნდა დაგემშვიდობოო.არა და სულზე მომისწრო სამსახურმა.ჩემი ბედი ერთ მსხიობზე იყო დამოკიდებული.ის კი,ისევ იგივეს გრძელებდა,მე კი,მიუხედავად მონდომებისა,არაფერი გამომდიოდა.ბოლოს ყელში ამომივიდადა განათებაც ჩავაქრე.რეჟისორი ისევ მომივარდა,რას აკეთებ,ხომ არ გგიჟდიო.მაპატიეთ,მაგრამ გავგიჟდი კი არა გადავიღალე,ვცდილობ,თავს არ ვზოგავ,არც ხელს,მაგრამ ხომ ხედავთ არაფერი გამოდის.ხელი ხულ მარჯვნივ გმირბის.ან თქვენ რას წვალობთ,ან მე? დააყენეთ ერთ ადგილას და პრობლემაც არ იქნება-მეთქი. მიპასუხა,ერთ ადგილას ხომ არ დავაბამთ,ხან მარჯვნივ წავა,ხანაც მარცხნივო.წარმომიდგენია,მსახიობი ჰაერში რომ იქნება დაკიდებული სპეციალური თოკით,მაშინ რას იზამო,მაგას ნუ წარმოიდგენთ,ბატონო რეჟისორო-მეთქი. მე ამდენს ვერ გადავიტან.არ მინდა ჩემს გამო აბლოდისმენტები ვერ დაიმსახუროთ და ჩაფლავდეთ,დაგცინონ და ა.შ. ასე იყო.სამსახური ერთ დღიანი.გზაში ვფიქრობდი,ხელს ვაკვირდებოდი და განსაკუტრებულს ვერ ვამჩნევდი.ეტყობა თვითონ აპარატი იყო დაზიანებული.
მთელი ღამე ვოცნებობდი.ოცნება კი შაქრიანი საწამლავია.დავდიოდი ოთახში.მელანდებოდნენ ჩაძირული გემები,დაწყობილი სახის მელოდიები,უპატრონო ეკლესიები.ყველგან ვიყავი და არსად.ჩემი თვალებიდან წვიმა ამომყვას და ამ წვიმას ბალახით ვიმშრალებ.
მე ვიდექი ძეგლებთან და მათი მარტოობა მტკიოდა.სისხლის ღვრამდე იქ ვიდექი,სადაც ჩემს ნაბიჯებს ვერავინ გამოყვებოდა.როგორ გამახარებდა,რომ დახმრება ეთხოვა ვინმეს.მთებს გავივლიდი,ქარის ქარავნებს გავყვებოდი.რატომ გვიკვირს,როდესაც უცხო ადამიანი გვკითხავს "როგორ ხართ"დაბნეულები ვპასუხობთ და ეს უჩვეულოდ გვეჩვენება.ცხოვრების ბევრი არაფერი გამეგება,მაგრამ იას და გვირილებს რომ ვუყურებ ბედნიერი ვარ.რა ლამაზად მოდიოდა ის ლოთი,ხალხი ზიზღით რომ უვლიდა...
სიყვრული სულაც არ არის ორის შერწყმა,ის ბიოლოგიური პროცესია,სენია განუკურნებელი,შეგეყრება ჩუტყვავილასავით და გაგაწითლებს.მე ყურს ვუგდებდი შეყვარებულების საუბრებს და ისინი გამუმდებით ერთსა და იმავეს საუბრობდნენ,აკეთებდნენ ყოველ დღე იმას,რაც გააკეთეს გუშინ,გუშინწინ და არ ბეზრდებოდათ.სიყვრულს სიშორე კი არა,სიახლოვე აშორებს.ზედმეტი სიხლოვე.
ნეტავ რამდენი ნივია ამ აშარ ქარში? ნეტავ რამდენჯერ კრავენ სამკუთხედს გადამფრენი ჩიტები?
ჩემმა ფანჯრებმა ნაყოფი გამოისხეს.
ფარდები დაშვებული მაქვს.არავის ველი,არავინ მოვა.ეს მარტივი აქსიომაა.მხოლოდ კარის ხმა მაშინებს,იატაკის ჭრაჭუნი.ნაბიჯების ხმა.გახელილი თვალებით მძინავს.
ჩაის მოდუღება გადავწყვიტე.აივანზე ჯდომა.სამზარეულოში ვერაფერი აღმოვაჩინე,მხოლოდ ცხელ წყალს თუ დვლევდი.აივანზე ვიდექი.ვიდექი და გამიტაცეს.
აჩრდილები გამომეცხადნენ.მე მათ მივყვებოდი,მათ მხრებზე ვიყავი შემჯდარი და მიმაქანებდნენ.ყაყაჩოების მდელო გადავიფრინეთ.მივყვებოდით აღმართებს.მესმოდა მათი ხმა:
"ჩვენი ვიქნებით შენი მეგზური"
"ჩვენ დაგანახებთ მიწიდან ამოტვიფრულ ტკივილებს"
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. საინტერესოა...) მომეწონა) საინტერესოა...) მომეწონა)
1. ჩაძირული გემები, უპატრონო ეკლესიები, ძეგლები, ეს მიწიური ტკივილებია, მაგრამ გვირილა რატომ არაფერია ნათქვამი, ეს ყველაზე საინტერესო იყო მაგრამ არაფერი ითქვა მასზე, იქნებ გაგეგრძელებინათ და რაიმე ახალი საიდუმლო გაგეხსნათ მასში, კარგი იქნებოდა.
ჩაძირული გემები, უპატრონო ეკლესიები, ძეგლები, ეს მიწიური ტკივილებია, მაგრამ გვირილა რატომ არაფერია ნათქვამი, ეს ყველაზე საინტერესო იყო მაგრამ არაფერი ითქვა მასზე, იქნებ გაგეგრძელებინათ და რაიმე ახალი საიდუმლო გაგეხსნათ მასში, კარგი იქნებოდა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|