21. დდდდ რიიო? ყველაფრის ლექსად და მითუმეტეს პოეზიად გასაღება არ შეიძლება ხალხნო...სირცხვილია უბრალოდ..... დდდდ რიიო? ყველაფრის ლექსად და მითუმეტეს პოეზიად გასაღება არ შეიძლება ხალხნო...სირცხვილია უბრალოდ.....
20. ნექტარი, ნუ ისაუბრებთ ისე, გალაკტიონი რომ ,,ტიციანო"-თი მიმართავდა : თითქოს ან თქვენ იყოთ უკვე ,,გაცინებული", როგორც ბევრის დამწერი, ან მე ვიყო ცოტას დამწერი. მე - თქვენ გპასუხობთ და ამას არ ჰქვია დამნაშავის თავისმართლება, იქნებ პირიქით, მართლის დაუდანაშაულებლობა ერქვას, ხოლო თქვენ რომ ისე უკირკიტებთ ,,თავთავი"-ს, თითქოს ლექსი მხოლოდ ამ სიტყვისაგან შესდგებოდეს, - ეს უფრო შესამჩნევია და თუ გნებავთ, შემჩნევამდე თავად იცინეთ თქვენივე შესამჩნევ შეუმჩნევლობაზე, ხოლო ,,მე და გაცინება"ამ კუთხით ვინმეზე ან რამეზე - ,,ცა და დედამიწა", ანუ სრულიად არ ვემხრობი ამ გამოთქმას მე პირადად და თუ რაიმე შენიშნვა იქნება აქ დასაბუთებული, მზად ვარ, პატივისცემით მივიღო, ხოლო დაუსაბუთებელი - არ მივიღო: როცა მეუბნებით, თავთავია არასწორი და თავია სწორიო, - ვერ მივიღებ; როცა მეტყვიან, თავი კი არა, კალათაა სწორიო, შეიძლება მივიღო. მე უკვე მოგახსენეთ თავთავის დაწერის მიზეზი, თუმცა კალათა უფრო ზუსტია მეთქი, დავსძინე და საერთოდაც რომ არ უკავშირდებოდეს ეს მარცვლის მომცემი მცენარე მარცვლოვანთა მცენარეებს, თავადაც ხვდებით, რომ ყოვლად უადგილოა ამხელა გაზვიადება - ,,კახელები ზეთივით დაგლევენ"-ო, - ობიექტურობასთან შედარებით ეს იმას ჰგავს, მუხა და პირველი გამოხმაურების ავტორი რომ ერთი და იგივე რიგს მიაკუთვნეთ - ,,გონივრულმრჩეველთა"-ს, რაშიც, ალბათ, მუხაც დამეთანხმება, რომ არ დაგეთანხმებოდათ, თუმცა დრო და იმედი წინ არის, - გაზვიადება დავაზვიადოთ და ობიექტურობა - გავაზვიადოთ, - თქვენი მსჯელობის ნაწილის იმ ობიექტურობიდან გამომდინარე, რომლის დაუნახაობაც არ მეპატიებოდა. თქვენც წარმატებებს გისურვებთ.
ნექტარი, ნუ ისაუბრებთ ისე, გალაკტიონი რომ ,,ტიციანო"-თი მიმართავდა : თითქოს ან თქვენ იყოთ უკვე ,,გაცინებული", როგორც ბევრის დამწერი, ან მე ვიყო ცოტას დამწერი. მე - თქვენ გპასუხობთ და ამას არ ჰქვია დამნაშავის თავისმართლება, იქნებ პირიქით, მართლის დაუდანაშაულებლობა ერქვას, ხოლო თქვენ რომ ისე უკირკიტებთ ,,თავთავი"-ს, თითქოს ლექსი მხოლოდ ამ სიტყვისაგან შესდგებოდეს, - ეს უფრო შესამჩნევია და თუ გნებავთ, შემჩნევამდე თავად იცინეთ თქვენივე შესამჩნევ შეუმჩნევლობაზე, ხოლო ,,მე და გაცინება"ამ კუთხით ვინმეზე ან რამეზე - ,,ცა და დედამიწა", ანუ სრულიად არ ვემხრობი ამ გამოთქმას მე პირადად და თუ რაიმე შენიშნვა იქნება აქ დასაბუთებული, მზად ვარ, პატივისცემით მივიღო, ხოლო დაუსაბუთებელი - არ მივიღო: როცა მეუბნებით, თავთავია არასწორი და თავია სწორიო, - ვერ მივიღებ; როცა მეტყვიან, თავი კი არა, კალათაა სწორიო, შეიძლება მივიღო. მე უკვე მოგახსენეთ თავთავის დაწერის მიზეზი, თუმცა კალათა უფრო ზუსტია მეთქი, დავსძინე და საერთოდაც რომ არ უკავშირდებოდეს ეს მარცვლის მომცემი მცენარე მარცვლოვანთა მცენარეებს, თავადაც ხვდებით, რომ ყოვლად უადგილოა ამხელა გაზვიადება - ,,კახელები ზეთივით დაგლევენ"-ო, - ობიექტურობასთან შედარებით ეს იმას ჰგავს, მუხა და პირველი გამოხმაურების ავტორი რომ ერთი და იგივე რიგს მიაკუთვნეთ - ,,გონივრულმრჩეველთა"-ს, რაშიც, ალბათ, მუხაც დამეთანხმება, რომ არ დაგეთანხმებოდათ, თუმცა დრო და იმედი წინ არის, - გაზვიადება დავაზვიადოთ და ობიექტურობა - გავაზვიადოთ, - თქვენი მსჯელობის ნაწილის იმ ობიექტურობიდან გამომდინარე, რომლის დაუნახაობაც არ მეპატიებოდა. თქვენც წარმატებებს გისურვებთ.
19. ლექქსი შინაარსიანია. მზესუმზირა არის ზ ე თ ო ვ ა ნ ი მცენარე ,რ თ უ ლ ყ ვ ა ვ ი ლ ო ვ ა ნ თ ა ოჯახდან და არა მარცვლოვანთა ოჯახიდან, ანუ ის არ მიეკუთვნება მარცვლოვან კულტურას.
თ ა ვ თ ა ვ ი –მრავლობითი თავის მიმანიშნებელია, რაც მარცვლოვანებშია და არა რ თ უ ლ ყ ვ ა ვი ლოვ ნ ე ბ შ ი..
უდავოდ, მზესუმზირაზე თავთავს ვერ იტყვით, ქიზიყელები,კახელები შეგჭამენთ მზესუმზირასავით, ან ზეთივით დაგლევენთ. ამისათვის.
რაც შეეხება ლექსს, მცირე ზომის ლექსია, შეიძლებოდა უკეთესი ლექსის დაწერა ზოგადად სახლზე და შეიძლებოდა უარესისაც, ესეც არ არის სადაო და უარსაყოფი. რადგან სახლი ყველას წარმოსახვაში სხვადასხვანაირად მოსაფერებელია. სხვადასხვანაირად საქებარია, ვინც როგორ აღქვამს მისთვის ისეა. ზოგს ძალიან მდიდარი ფანტაზიაა აქვს და ის უფრო ვრცლად განიხილავს ყოველმხრივ, რათქმა უნდა. არც ეს არის სადაო და საწყენი. მუხა ყოველთვის განსაკუთრებულ რჩევებს იძლევა, ის ყურადსაღებია და არა საწყენი. ის მუდამ მზრუნველ და კეთილზრახვიან მოსაზრებას აფიქსირებს, მხოლოდ სასარგებლო რჩევას იძლევა. კარგია როცა გონივრულ რჩევას გაძლევენთ და ცუდია რროცა როყიო უზრდელ შენიშვნით გამცირებენ პირველი მისაღები და გასათვალისწნებელია, მეორე კი არა. მეორე უნდა გაპროტესტდეს რა თქმა უნდა აქ მეორე არყოფილა. ყველა კომენტარი პირველში შედის. წარმატებები მინდა გისურვოთ. როცა ბევრსდაწერთ და აქ მობრუნდებით გაგეცინებათ თქვენს ამ თავისმართლებაზე ერთდროს დამერწმუნეთ. არსაწყენად გეუბნებით ამას. წარმატებებიი. ლექქსი შინაარსიანია. მზესუმზირა არის ზ ე თ ო ვ ა ნ ი მცენარე ,რ თ უ ლ ყ ვ ა ვ ი ლ ო ვ ა ნ თ ა ოჯახდან და არა მარცვლოვანთა ოჯახიდან, ანუ ის არ მიეკუთვნება მარცვლოვან კულტურას.
თ ა ვ თ ა ვ ი –მრავლობითი თავის მიმანიშნებელია, რაც მარცვლოვანებშია და არა რ თ უ ლ ყ ვ ა ვი ლოვ ნ ე ბ შ ი..
უდავოდ, მზესუმზირაზე თავთავს ვერ იტყვით, ქიზიყელები,კახელები შეგჭამენთ მზესუმზირასავით, ან ზეთივით დაგლევენთ. ამისათვის.
რაც შეეხება ლექსს, მცირე ზომის ლექსია, შეიძლებოდა უკეთესი ლექსის დაწერა ზოგადად სახლზე და შეიძლებოდა უარესისაც, ესეც არ არის სადაო და უარსაყოფი. რადგან სახლი ყველას წარმოსახვაში სხვადასხვანაირად მოსაფერებელია. სხვადასხვანაირად საქებარია, ვინც როგორ აღქვამს მისთვის ისეა. ზოგს ძალიან მდიდარი ფანტაზიაა აქვს და ის უფრო ვრცლად განიხილავს ყოველმხრივ, რათქმა უნდა. არც ეს არის სადაო და საწყენი. მუხა ყოველთვის განსაკუთრებულ რჩევებს იძლევა, ის ყურადსაღებია და არა საწყენი. ის მუდამ მზრუნველ და კეთილზრახვიან მოსაზრებას აფიქსირებს, მხოლოდ სასარგებლო რჩევას იძლევა. კარგია როცა გონივრულ რჩევას გაძლევენთ და ცუდია რროცა როყიო უზრდელ შენიშვნით გამცირებენ პირველი მისაღები და გასათვალისწნებელია, მეორე კი არა. მეორე უნდა გაპროტესტდეს რა თქმა უნდა აქ მეორე არყოფილა. ყველა კომენტარი პირველში შედის. წარმატებები მინდა გისურვოთ. როცა ბევრსდაწერთ და აქ მობრუნდებით გაგეცინებათ თქვენს ამ თავისმართლებაზე ერთდროს დამერწმუნეთ. არსაწყენად გეუბნებით ამას. წარმატებებიი.
18. ... მაგრამ ,,თავთავი" - ს სახელიც ,,გვხვდება" ზოგადად იმ მცენარეების ამ ნაწილზე, რომლებიც მარცვალს ისხამენ: ,,გვხვდება" გამომრჩენია ზემოთ. ... მაგრამ ,,თავთავი" - ს სახელიც ,,გვხვდება" ზოგადად იმ მცენარეების ამ ნაწილზე, რომლებიც მარცვალს ისხამენ: ,,გვხვდება" გამომრჩენია ზემოთ.
17. მუხა, ალბათ დამეთანხმებით, რომ თუ თქვენგან, როგორც არა პოეტის ან კრიტიკოსის, არამედ რიგითი მკითხველისგან გაუგებარია ლექსში რაღაც, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თვითონ ლექსია გაუმართავი. ასეთ დროს საუკეთესო გამოსავალია, ავტორს სთხოვოთ განმარტება, - პირადად მე მზად ვარ, ნებისმიერ კითხვაზე გიპასუხოთ. კერძოდ ამ ლექსზე, რაც თქვენ გაინტერესებდათ, ზემოთ ბევრი ვისაუბრე და ვფიქრობ, საუბარი დასრულებულია. მუხა, ალბათ დამეთანხმებით, რომ თუ თქვენგან, როგორც არა პოეტის ან კრიტიკოსის, არამედ რიგითი მკითხველისგან გაუგებარია ლექსში რაღაც, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თვითონ ლექსია გაუმართავი. ასეთ დროს საუკეთესო გამოსავალია, ავტორს სთხოვოთ განმარტება, - პირადად მე მზად ვარ, ნებისმიერ კითხვაზე გიპასუხოთ. კერძოდ ამ ლექსზე, რაც თქვენ გაინტერესებდათ, ზემოთ ბევრი ვისაუბრე და ვფიქრობ, საუბარი დასრულებულია.
16. ნიკი, დიდი მადლობა კეთილი სურვილებისთვის. დიახ, ექსპრომტია, - ,,მ" ასობგერაა საწყისი, უცხო სიტყვის ფუძეში; - ჩემიც გესმით ალბათ, თუ რატომ მივიჩნიე თქვენგან დაწერილი ის წინადადება, თორემ გულში რა გედოთ დაუწერელი, ამას ნამდვილად ვერ ამოვიკითხავდი, თუმცა რადგან ასე ხაზგასმით აზუსტებთ, - ირონია არ იყოო, კარგი , უკაცრავად, მეტ ყურადღებას მივაქცევ - უკეთ გავარჩიო შემდგომში. დავსვი აქ წერტილი და ვამჯობინებ, ისევ ლექსზე დავწვრილმანდე : როცა ამბობთ, უკეთესს იმსახურებდაო, უნდა თანდაურთოთ - რატომ? ,,თავთავი" - ს გამო? - მაშინ ვაგრძელებ მსჯელობას ამ სიტყვაზე : ჩრდილოეთ ამერიკაში რა სახელი ჰქვია, ეს სრულიად სხვა განზომილებაა ამ მსჯელობაში, კერძოდ, ჩემს მეზობელს რომ ნათელა ჰქვია და რუს ქალს - სვეტა, მათი საერთო მნიშვნელობები ვერ აერთიანებენ სახელს და ვერ ვამბობთ, ნათელა და სვეტა ერთი და იგივე სახელიაო, ხოლო თუ იმას ამბობთ, რომ უბრალოდ მისი სახელი ჩრდილოეთ ამერიკაშიც იგივე მნიშვნელობას ატარებს, რასაც საქართველოში - ,,თავი", - ეს სხვა საკითხია, აქ არაფერს სცვლის პირდაპირი ან რომელიმე მიმართულებით და საპირისპიროდაც არ შეცვლიდა, სხვა მნიშვნელობაც რომ ჰქონოდა. საქართველოში კი კახელები, გურულები და სხვები რას ეძახიან, ეს სხვა საკითხია და იგივეა, მე რომ მაგალითად ,,ბოლო" მეწოდებინა (ჩემი მეზობლებიდანაც ხშირად გამიგონია : 2 თავი ხახვი; 3 კბილი ნიორი მინდაო), ხოლო შესაბამის ლიტერატურაში რა ჰქვია, ეს მთავარი საკითხია ამ შემთხვევაში: უშუალოდ მზესუმზირის ამ ყვავილედის სახელია ,,კალათა", მაგრამ ,,თავთავი" - ს სახელიც ზოგადად იმ მცენარეების ამ ნაწილზე, რომლებიც მარცვალს ისხამენ. ვიმეორებ, კალათა უფრო ზუსტია, მაგრამ თავთავი უკეთესია - პოეზიის ენისთვის. ისე, ლექსში რომ თავი დამეწერა და ვიღაცას ეთქვა, ეს რა ლექსში დასაწერი სიტყვააო, არა მგონია დაზუსტებისათვის გამოგვხმაურებოდით. ეს იმან მაფიქრებინა , რომ წინა გამოხმაურებათაგან ,,ექსპრონტი" - ზე გამოგვეხმაურეთ, ,,ბოდიალი" - ზე კი არა. აქაც თუ რამე სწორად ვერ გავარჩიე, უკაცრავად წინასწარ. ვფიქრობ, აწი ჩემსავით იფიქრებთ, რომ ,,გავქაჩავდი" და მსგავსი სიტყვები, თუნდაც რომელიღაც ნაწარმოების შეხედულებაში გამოყენებული, - ვერ ამშვენებენ პოეზიის სამყაროს და ვერცერთს, რასაც მშვენიერება ამშვენებს. თქვენც წარმატებები. ნიკი, დიდი მადლობა კეთილი სურვილებისთვის. დიახ, ექსპრომტია, - ,,მ" ასობგერაა საწყისი, უცხო სიტყვის ფუძეში; - ჩემიც გესმით ალბათ, თუ რატომ მივიჩნიე თქვენგან დაწერილი ის წინადადება, თორემ გულში რა გედოთ დაუწერელი, ამას ნამდვილად ვერ ამოვიკითხავდი, თუმცა რადგან ასე ხაზგასმით აზუსტებთ, - ირონია არ იყოო, კარგი , უკაცრავად, მეტ ყურადღებას მივაქცევ - უკეთ გავარჩიო შემდგომში. დავსვი აქ წერტილი და ვამჯობინებ, ისევ ლექსზე დავწვრილმანდე : როცა ამბობთ, უკეთესს იმსახურებდაო, უნდა თანდაურთოთ - რატომ? ,,თავთავი" - ს გამო? - მაშინ ვაგრძელებ მსჯელობას ამ სიტყვაზე : ჩრდილოეთ ამერიკაში რა სახელი ჰქვია, ეს სრულიად სხვა განზომილებაა ამ მსჯელობაში, კერძოდ, ჩემს მეზობელს რომ ნათელა ჰქვია და რუს ქალს - სვეტა, მათი საერთო მნიშვნელობები ვერ აერთიანებენ სახელს და ვერ ვამბობთ, ნათელა და სვეტა ერთი და იგივე სახელიაო, ხოლო თუ იმას ამბობთ, რომ უბრალოდ მისი სახელი ჩრდილოეთ ამერიკაშიც იგივე მნიშვნელობას ატარებს, რასაც საქართველოში - ,,თავი", - ეს სხვა საკითხია, აქ არაფერს სცვლის პირდაპირი ან რომელიმე მიმართულებით და საპირისპიროდაც არ შეცვლიდა, სხვა მნიშვნელობაც რომ ჰქონოდა. საქართველოში კი კახელები, გურულები და სხვები რას ეძახიან, ეს სხვა საკითხია და იგივეა, მე რომ მაგალითად ,,ბოლო" მეწოდებინა (ჩემი მეზობლებიდანაც ხშირად გამიგონია : 2 თავი ხახვი; 3 კბილი ნიორი მინდაო), ხოლო შესაბამის ლიტერატურაში რა ჰქვია, ეს მთავარი საკითხია ამ შემთხვევაში: უშუალოდ მზესუმზირის ამ ყვავილედის სახელია ,,კალათა", მაგრამ ,,თავთავი" - ს სახელიც ზოგადად იმ მცენარეების ამ ნაწილზე, რომლებიც მარცვალს ისხამენ. ვიმეორებ, კალათა უფრო ზუსტია, მაგრამ თავთავი უკეთესია - პოეზიის ენისთვის. ისე, ლექსში რომ თავი დამეწერა და ვიღაცას ეთქვა, ეს რა ლექსში დასაწერი სიტყვააო, არა მგონია დაზუსტებისათვის გამოგვხმაურებოდით. ეს იმან მაფიქრებინა , რომ წინა გამოხმაურებათაგან ,,ექსპრონტი" - ზე გამოგვეხმაურეთ, ,,ბოდიალი" - ზე კი არა. აქაც თუ რამე სწორად ვერ გავარჩიე, უკაცრავად წინასწარ. ვფიქრობ, აწი ჩემსავით იფიქრებთ, რომ ,,გავქაჩავდი" და მსგავსი სიტყვები, თუნდაც რომელიღაც ნაწარმოების შეხედულებაში გამოყენებული, - ვერ ამშვენებენ პოეზიის სამყაროს და ვერცერთს, რასაც მშვენიერება ამშვენებს. თქვენც წარმატებები.
15. რაც შეეხება გალაკტიონ ტაბიძის ლექსის შეხსენებას მადლობა, მესიამოვნა, ცნობისთვის, გენიოსი პოეტი გალაკტიონი თავის ლექსს თვითონვე რამდენჯერმე ჩაასწორებდა, შეცვლიდა . ჩვენს წინაშეა "მერის" ვარიანტები. უზუსტესი გუმანით სრულყოფს ლექსს გალაკტიონი: პირველი ვარიანტი:
"შენ იმ ღამეს ჯვარს იწერდი, ჩემო მშვენიერო მერი, ვინ აღწეროს შენი სახის მაშინდელი ელვა, ფერი, ვინ ასახოს მისი იმ წამს უცხო კრთომა და იერი, მაინც ტურფა, მაინც სათნო და უზომოდ მშვენიერი..."
თექვსმეტრმარცვლიანი საზომი შემდეგ თორმეტმარცვლიანით იცვლება:
"შენ იმ ღამეს ჯვარს იწერდი, მშვენიერო მერი..."
და ბოლოს ათმარცვლიანი საზომით გამართული, ვირტუოზულად კონცენტრირებული სტრიქონები:
"შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი, მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა, სანდომიანი ცის ელვა და ფერი მჭუხარე იყო, ვით შემოდგომა..." რაც შეეხება გალაკტიონ ტაბიძის ლექსის შეხსენებას მადლობა, მესიამოვნა, ცნობისთვის, გენიოსი პოეტი გალაკტიონი თავის ლექსს თვითონვე რამდენჯერმე ჩაასწორებდა, შეცვლიდა . ჩვენს წინაშეა "მერის" ვარიანტები. უზუსტესი გუმანით სრულყოფს ლექსს გალაკტიონი: პირველი ვარიანტი:
"შენ იმ ღამეს ჯვარს იწერდი, ჩემო მშვენიერო მერი, ვინ აღწეროს შენი სახის მაშინდელი ელვა, ფერი, ვინ ასახოს მისი იმ წამს უცხო კრთომა და იერი, მაინც ტურფა, მაინც სათნო და უზომოდ მშვენიერი..."
თექვსმეტრმარცვლიანი საზომი შემდეგ თორმეტმარცვლიანით იცვლება:
"შენ იმ ღამეს ჯვარს იწერდი, მშვენიერო მერი..."
და ბოლოს ათმარცვლიანი საზომით გამართული, ვირტუოზულად კონცენტრირებული სტრიქონები:
"შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი, მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა, სანდომიანი ცის ელვა და ფერი მჭუხარე იყო, ვით შემოდგომა..."
14. პოეზიას თავისი სული აქვს, რომელიც არ ჩანს, მაგრამ იგრძნობა, ამ გრძნობის დანახვა კი ყველას არ ძალუძს, თუმცა ეს არ ვნებს პოეზიას , ჩვენდა გასახარად , თქვენი ეს შენიშვნები კი, ძალიან მოკლედ რომ გითხრათ, -უსუსურ - პროფესორულია. რა თქმა უნდა გეთანხმებით. მე არ ვარ პოეტი, არც მწერალი და არც კრიტიკოსი., რიგითი მკითხველი ვარ და მხოლოდ ჩემი სუბიექტური გემოვნების მიხედვით, ჩემი სუბიექტური აზრის გამოხატვით ვწერ კომენტარებს. როგორც მკითხველი .\ავტორისაგან მეცნიერულ დასაბუთებულ არგუმენტებს. მეცნიერება და ლექსი,, მეტაფიზიკა და ლექსი , რადიკალური დეფინიციების დასკკვნებს კი არ ვითხოვ, რა თქმა უნდა პოეზია აუხსნელ საიდულოებაზე მიგანიშნებს , მარა მზესუმზირას რომ თავთავები არ აქვს და თავი აქვს, ამას რა "უსუსურ-პროფესორულია" უნდა? ისიც ამ პატარა ლექსში ამდენი გაუბებრობა, თანაც ლექსს რა კარგი სათაური აქვს- ჩემი სახლი. პოეზიას თავისი სული აქვს, რომელიც არ ჩანს, მაგრამ იგრძნობა, ამ გრძნობის დანახვა კი ყველას არ ძალუძს, თუმცა ეს არ ვნებს პოეზიას , ჩვენდა გასახარად , თქვენი ეს შენიშვნები კი, ძალიან მოკლედ რომ გითხრათ, -უსუსურ - პროფესორულია. რა თქმა უნდა გეთანხმებით. მე არ ვარ პოეტი, არც მწერალი და არც კრიტიკოსი., რიგითი მკითხველი ვარ და მხოლოდ ჩემი სუბიექტური გემოვნების მიხედვით, ჩემი სუბიექტური აზრის გამოხატვით ვწერ კომენტარებს. როგორც მკითხველი .\ავტორისაგან მეცნიერულ დასაბუთებულ არგუმენტებს. მეცნიერება და ლექსი,, მეტაფიზიკა და ლექსი , რადიკალური დეფინიციების დასკკვნებს კი არ ვითხოვ, რა თქმა უნდა პოეზია აუხსნელ საიდულოებაზე მიგანიშნებს , მარა მზესუმზირას რომ თავთავები არ აქვს და თავი აქვს, ამას რა "უსუსურ-პროფესორულია" უნდა? ისიც ამ პატარა ლექსში ამდენი გაუბებრობა, თანაც ლექსს რა კარგი სათაური აქვს- ჩემი სახლი.
13. ბატონო მუხრან
პირველ რიგში დიდი მადლობა პროფესორის წოდებისთვის მერე რა, უსუსური რომაა, მე მეგონა დოცენტამდეც ვერ გავქაჩავდი, აქ კი მთელი პროფესორობა :)
ახლა რაც შეეხება ირონიას: უძრავ ნივთს, სახელად სახლი უკეთესი ლექსი ეკუთვნის, მითუმეტეს თუ ნაზია და ნორჩი და თანაც თქვენი ამ ფრაზაში არსად ირონია არაა მე მთელი გულით გითხარით, რომ ასეთ სახლს უკეთესი ლექსი ეკუთვნის და ახლაც იმავე აზრზე ვარ. თუ ბოლოში ღიმილმა გაფიქრებინათ ირონიულობა, გეტყვით, რომ ასე არაა ეს თბილი, ადამიანური ღიმილია.
აი მზესუმზირის საკითხი კი რთულადაა რადგანაც საქართველოში მზესუმზირა ყველაზე მეტად კახეთშია გავრცელებული, შესაბამისად კახელებში უნდა გაიკითხოთ რას ეძახიან მზესუმზირის იმ ნაწილს, რომელიც მზეს უმზერს ხოლმე რომ სთხოვოთ კახეთში მზესუმზირის ნარგავების პატრონს: ორიოდე თავთავი მზესუმზირა მომეცითო, მერწმუნეთ ვერ მიხვდება რაზეა საუბარი და ჩაგეკითხებათ. და ამ დროს კი თუ ეტყვით: ორიოდე მზესუმზირის თავს მოვტეხავ-ო გეტყვიან მიდი, მოტეხე, რა პრობლემააო , თუ რასაკვირველია ძუნწი მეპატრონე არ შეგხვდებათ, თუმცა ის ძუნწიც უარს გეტყვით, მაგრამ არ ჩაგეკითხებათ მზესუმზირის თავი რაღააო
თუ კახელების არ გვჯერა, მაშინ მათზე უკეთესად ჩრდილო ამერიკელებმა იციან მზესუმზირის ამბები და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ისინიც თავებს ეძახიან მზესუმზირის ამ ნაწილს ეს უბრალოდ ცნობისთვის
რაც შეეხება ექსპრონტებს, შეიძლება ჩემი უსუსურ პროფესორულობით მეშლება, მაგრამ ადრე ექსპრომტი ერქვა კი გაქვთ რამოდენიმეგან გამოყენებული ეს სიტყვა, მაგრამ ალბათ კორექტურაა.
განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ჩემისთანა უსუსურ-პროფესორულობისგან გრძნობის დაუნახავობა არ ვნებს პოეზიას ეს ძალიან კარგია, რადგან ცოდო იქნებოდა პოეზიის ნიმუშები, თუკი მათ ჩემი უსუსურ-პროფესორულობით ზიანი მიადგებოდათ. ხომ მეთანხმებით?
წარმატებებს გისურვებთ პ.ს. კომენტარების გამეორება აქაც და სხვა მაკომენტარებლებთანაც გამოწვეულია იმით, რომ ერთხელ თუ დააწვებით <დამატებას> შემდეგ მაშინვე აწვებით ერთხელკიდევ, ან რამოდენიმეჯერ იგივე კლავიშს ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა დაელოდოთ პირველი დაწკაპუნების შემდეგ ერთი წუთი მაინც და ეს გამორიცხავს კომენტარების გაორმაგება ან გასამმაგებას ზედმეტად დადებულ კომენტარებს მოგაშორებთ ამჯერად.
ბატონო მუხრან

12. ხელოვანი თავის ნაწარმოებში თავისუფალია, უნდა სახლს ააცეკვებს, უნდა სიოს დაისევს და უნდა თავთავს კი არა კიდურებს მისცემს მზესუმზირას.
ჰოდა "ვით"- "ვით" მეხამუშა მე,
ლექსი ლამაზია და მორჩა ! ხელოვანი თავის ნაწარმოებში თავისუფალია, უნდა სახლს ააცეკვებს, უნდა სიოს დაისევს და უნდა თავთავს კი არა კიდურებს მისცემს მზესუმზირას.
ჰოდა "ვით"- "ვით" მეხამუშა მე,
ლექსი ლამაზია და მორჩა !
11. თქვენ ვერ გაიგეთ, მუხა :
დგება ნაზი შემოდგომა და მეც სევდით ვეფერები; ოჰ, არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე; ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს სულაც არა ჰგავს; როგორც შორი შემოდგომა, ვით ზმანება ნაზი, ტკბილი; თვალს ნაზი და მთვარეული, აღელვებდნენ ლანდები; ვერც ძილის დროს ნაზი ოხვრა; გავაღებ სარკმელს, დაბერავს ქარი, ნაზი პეპელა შემოფრინდება; მხოლოდ გაგონება ჰანგის უნაზესის, დაგრჩა მოგონებად; მზევ, ჩამავალო, რიდეებს ჰშვენი, - ნაზი დობილი; ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ უსიხარულოდ...
- ეს სტრიქონები გალაკტიონის ლექსებიდან ამოვარიდე და თუ გიფიქრიათ : შემოდგომა, მთვარე, ყვავილი, ზმანება, ლანდი, ოხვრა, პეპელა, ჰანგი, დობილი, სიყვარული... - თუ არიან ნაზნი მის ლექსებში, რატომ არ შეიძლება სახლიც იყოს ნაზი ჩემს ლექსში, - იმიტომ ხომ არა, რომ ის გალაკტიონია, მე მე ვარ და თქვენ თქვენ ხართ? განა ეს ლექსი ექსპრონტია და შეგნებულად არ მივაწერე, მაგრამ არაექსპრონტებიც მაქვს და არ შემხვედრია იქ თქვენი უმრავლესობის ,,გაგება", ხოლო აქ რომ ექსპრონტი მიმეწერა, ადვილი წარმოსადგენია, რა აზრები და შეხედულებები წამოვიდოდნენ და ზემოთქმული გამოთქმისკენ წავიდოდნენ. გულწრფელად მაინტერესებს, თუ ვამბობთ, რომ აქ ჯანსაღ შენიშნვებს ვიძლევით და საჭირო შეხედულებებს ვუზიარებთ, - რატომ არ ამბობს ამას თქვენი ნათქვამი? ალბათ მაინც ჩვენს ,,თავზეა" დამოკიდებული, რომ ფიცის ბოლომ არ გაგვაკვირვოს, ამიტომ ვფიქრობ , საფუძვლიანი იქნება, ჩემი ლექსიდან თქვენს იგივე ჩამონათვალზე (ნაზი, ნორჩი) იგივე გავიმეორო : - პოეზიას თავისი სული აქვს, რომელიც არ ჩანს, მაგრამ იგრძნობა, ამ გრძნობის დანახვა კი ყველას არ ძალუძს, თუმცა ეს არ ვნებს პოეზიას , ჩვენდა გასახარად , თქვენი ეს შენიშვნები კი, ძალიან მოკლედ რომ გითხრათ, -უსუსურ - პროფესორულია.
თქვენ ვერ გაიგეთ, მუხა :

10. დინჯია, ნაზია, ნორჩია , სახლზე წერთ ამას თუ მე ვერ გავიგე?! ჩემი სახლიო და ღმერთმა მშვიდობაში მოგახმარათ , მაგრამ უფრო გამართული და უკეთესი ლექსი დაგეწეროთ. დინჯია, ნაზია, ნორჩია , სახლზე წერთ ამას თუ მე ვერ გავიგე?! ჩემი სახლიო და ღმერთმა მშვიდობაში მოგახმარათ , მაგრამ უფრო გამართული და უკეთესი ლექსი დაგეწეროთ.
9. აი, ხომ ხედავთ, თქვენ უფრო დამსახურებული აღმოჩნდით - ჩემი თქმით, ვიდრე ამ ლექსს იმსახურებდა სახლი - თქვენი თქმით. აი, ხომ ხედავთ, თქვენ უფრო დამსახურებული აღმოჩნდით - ჩემი თქმით, ვიდრე ამ ლექსს იმსახურებდა სახლი - თქვენი თქმით.
8. ნიკი, მზესუმზირა არის მცენარე, რომლის მარცვლები მოსხმულია თავთავებზე. თუ იმას ამბობ, რომ მზესუმზირის ,,სამარცვლეს " არ ჰქვია თავთავი და ჰქვია სხვა სახელი, ყოველ შემთხევაში ეს არ არის ,,თავი",- გვხვდება შესაბამის ლიტერატურაში- ,,კალათა"-თი, თუმცა ამ სახელის აქ გამოყენება პოეზიის ენისთვის შეუსაბამო იქნებოდა და ,,თავთავს" უფრო იხდენს; სახლი დგას სოფლის თავში, მაღლობზე და დაჰყურებს დაბლა, ამ შემთხევაში ქვედა სოფელს, დაბლობისას, მზესუმზირის თავთავი კი, მაღლა მყოფი, დაჰყურებს დაბლა, ამ შემთხევაში მიწას. ცხადია, აქ არ არის საუბარი ბუნებრივი თვისებების მქონე თვალზე, რომელსაც , ვთქვათ, ვაფახურებთ, ,,რომელიც სოფელს დაჰყურებს ისე, ვით მზესუმზირა თავთავებს დახრის ", - სტრიქონებში კი ნათქვამია : როგორც მზესუმზირა დახრის თავთავებს (და დაჰყურებს დაბლა), ისე დაჰყურებს სახლი სოფელს; რაც შეეხება თქვენი გამოხმაურების ბოლო წინადადების ირონიულ ჩამონათვალს ჩემი ლექსიდან (ნაზი, ნორჩი...), - პოეზიას თავისი სული აქვს, რომელიც არ ჩანს, მაგრამ იგრძნობა, ამ გრძნობის დანახვა კი ყველას არ ძალუძს, თუმცა ეს არ ვნებს პოეზიას , ჩვენდა გასახარად , თქვენი ეს შენიშვნები კი, ძალიან მოკლედ რომ გითხრათ, -ვფიქრობ, უსუსურ - პროფესორულია, თუმცა ამ საუბარმა თუ შედეგად დაგვიტოვა ის, რომ კრიტიკის ლექსიკაში დამკვიდრდა ეს ალიტერაციული, ამასთანავე დღევანდელ კრიტიკოსთა უმრავლესობაზე ზედგამოჭრილი გამოთქმა - ,,უსუსურ - პროფესორული", - გარკვეულწილად თქვენი დამსახურება იქნება. ნიკი, მზესუმზირა არის მცენარე, რომლის მარცვლები მოსხმულია თავთავებზე. თუ იმას ამბობ, რომ მზესუმზირის ,,სამარცვლეს " არ ჰქვია თავთავი და ჰქვია სხვა სახელი, ყოველ შემთხევაში ეს არ არის ,,თავი",- გვხვდება შესაბამის ლიტერატურაში- ,,კალათა"-თი, თუმცა ამ სახელის აქ გამოყენება პოეზიის ენისთვის შეუსაბამო იქნებოდა და ,,თავთავს" უფრო იხდენს; სახლი დგას სოფლის თავში, მაღლობზე და დაჰყურებს დაბლა, ამ შემთხევაში ქვედა სოფელს, დაბლობისას, მზესუმზირის თავთავი კი, მაღლა მყოფი, დაჰყურებს დაბლა, ამ შემთხევაში მიწას. ცხადია, აქ არ არის საუბარი ბუნებრივი თვისებების მქონე თვალზე, რომელსაც , ვთქვათ, ვაფახურებთ, ,,რომელიც სოფელს დაჰყურებს ისე, ვით მზესუმზირა თავთავებს დახრის ", - სტრიქონებში კი ნათქვამია : როგორც მზესუმზირა დახრის თავთავებს (და დაჰყურებს დაბლა), ისე დაჰყურებს სახლი სოფელს; რაც შეეხება თქვენი გამოხმაურების ბოლო წინადადების ირონიულ ჩამონათვალს ჩემი ლექსიდან (ნაზი, ნორჩი...), - პოეზიას თავისი სული აქვს, რომელიც არ ჩანს, მაგრამ იგრძნობა, ამ გრძნობის დანახვა კი ყველას არ ძალუძს, თუმცა ეს არ ვნებს პოეზიას , ჩვენდა გასახარად , თქვენი ეს შენიშვნები კი, ძალიან მოკლედ რომ გითხრათ, -ვფიქრობ, უსუსურ - პროფესორულია, თუმცა ამ საუბარმა თუ შედეგად დაგვიტოვა ის, რომ კრიტიკის ლექსიკაში დამკვიდრდა ეს ალიტერაციული, ამასთანავე დღევანდელ კრიტიკოსთა უმრავლესობაზე ზედგამოჭრილი გამოთქმა - ,,უსუსურ - პროფესორული", - გარკვეულწილად თქვენი დამსახურება იქნება.
7. ნიკი, მზესუმზირა არის მცენარე, რომლის მარცვლები მოსხმულია თავთავებზე. თუ იმას ამბობ, რომ მზესუმზირის ,,სამარცვლეს " არ ჰქვია თავთავი და ჰქვია სხვა სახელი, ყოველ შემთხევაში ეს არ არის თავი, ნიკი, მზესუმზირა არის მცენარე, რომლის მარცვლები მოსხმულია თავთავებზე. თუ იმას ამბობ, რომ მზესუმზირის ,,სამარცვლეს " არ ჰქვია თავთავი და ჰქვია სხვა სახელი, ყოველ შემთხევაში ეს არ არის თავი,
6. სიოთაც ისევს გასაგებია სავსებით
თუმცა ვით მზესუმზირა თავთავებს დახრის რას ნიშნავს თავთავები აქვს მზესუმზირას? თავი კი მაგრამ თავთავი არა თან თუნდაც თავის დახრა იყოს, როცა თავს დახრის მზესუმზირა, მაშინ საყურებელს არ უყურებს არა მგონია კარგი შედარება იყოს
უძრავ ნივთს, სახელად სახლი უკეთესი ლექსი ეკუთვნის, მითუმეტეს თუ ნაზია და ნორჩი და თანაც თქვენი :)
წარმატებები
სიოთაც ისევს გასაგებია სავსებით

5. ულამაზესია, პირველი სტროფი განსაკუთრებით. ულამაზესია, პირველი სტროფი განსაკუთრებით.
4. მოგესალმებით, ამ მოკლე ლექსში, სადაც თავიდან ბოლომდე სახლის მშვენიერებაა აღწერილი, - ვეძებ, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ,,გაბნეული" და ვერ ვპოულობ, თუმცა თავს ვალდებულება მივეცი, აქ იმის ,,გასაგებად" შემოვსულიყავი, რაც გაუგებრად მოგეჩვენათ : ,,სიოთაც ისევს" : თუ აქ სიტყვა ,,სიოთაც"გეუცნაურათ, - ,,ქართა", ,,ნიავთა", ,,გრიგალთა"... - მრავლობითი ფორმები პოეზიაში მისაღებია და ხშირად გვხვდება, ხოლო თუ უშუალოდ სიტყვა ,,სიოთა" არ შეგხვედრიათ (მე არ შემხვედრია) სადმე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არც შეგხვდებოდათ , - მე თუ ვთქვათ ცნობილი ავტორი არ ვარ ვიღაცისთვის, ეს არაფერს სცვლის იმაში, რომ შემიძლია თუნდაც ახალი სიტყვა ან სიტყვის ფორმა შემოვიტანო: ჩვენთვის აქ მთავარი ნაწარმოებებია და არა მათ ავტორთა ცნობადობა; ლ.ოლა. , ,,დაისევს" - მომავალი დროა, ისევს ახლანდელი - ,,სუნთქავს"-თან ერთად, ანუ დროებია შესაბამისი და სხვადასხვა დრო შეუსაბამო, თან 1 მარცვლით ზედმეტი იქნებოდა; ,,-ვით სილამაზეს, - ცის მზერა აზის ", - ამ სტრიქონზეც დავწვრილმანდები, რომ შუაში სასვენი ნიშანი ,,მძიმე"ცხადყოფს, რომ სახლს აზის მზერა და არა სილამაზეს, ვინაიდან წინა სტრიქონიდან მოყოლებული აქ სახლის აღწერაა, მთლიანობაში კი ესაა შინაარსი : სახლს, როგორც სილამაზეს, - ცის მზერა აზის.
რაც შეეხება თქვენს სიტყვებს - ,,ბოდიალი", ,,უაზრობა" და ტონს ზოგადად, - რა გითხრათ აბა: თუნდაც დააკვირდით ამ ლექსში უსულო საგანზე მოფერებას; წარმოთქვით ეს ალიტერაციები ცალ - ცალკე, თუნდაც გაუაზრებლად და დატკბით ქართული ენის მშვენიერებით ( ეს არაა ჩემი დამსახურება, - ქართული ენის ბრწყინვალებაა); პოეზიის სიმღერით დაიტვირთეთ და არა ქარის მოტანილი ყრუ ძახილით, რომელსაც ქარივე მიმოჰფანტავს.
მოგესალმებით, ამ მოკლე ლექსში, სადაც თავიდან ბოლომდე სახლის მშვენიერებაა აღწერილი, - ვეძებ, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ,,გაბნეული" და ვერ ვპოულობ, თუმცა თავს ვალდებულება მივეცი, აქ იმის ,,გასაგებად" შემოვსულიყავი, რაც გაუგებრად მოგეჩვენათ : ,,სიოთაც ისევს" : თუ აქ სიტყვა ,,სიოთაც"გეუცნაურათ, - ,,ქართა", ,,ნიავთა", ,,გრიგალთა"... - მრავლობითი ფორმები პოეზიაში მისაღებია და ხშირად გვხვდება, ხოლო თუ უშუალოდ სიტყვა ,,სიოთა" არ შეგხვედრიათ (მე არ შემხვედრია) სადმე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არც შეგხვდებოდათ , - მე თუ ვთქვათ ცნობილი ავტორი არ ვარ ვიღაცისთვის, ეს არაფერს სცვლის იმაში, რომ შემიძლია თუნდაც ახალი სიტყვა ან სიტყვის ფორმა შემოვიტანო: ჩვენთვის აქ მთავარი ნაწარმოებებია და არა მათ ავტორთა ცნობადობა; ლ.ოლა. , ,,დაისევს" - მომავალი დროა, ისევს ახლანდელი - ,,სუნთქავს"-თან ერთად, ანუ დროებია შესაბამისი და სხვადასხვა დრო შეუსაბამო, თან 1 მარცვლით ზედმეტი იქნებოდა; ,,-ვით სილამაზეს, - ცის მზერა აზის ", - ამ სტრიქონზეც დავწვრილმანდები, რომ შუაში სასვენი ნიშანი ,,მძიმე"ცხადყოფს, რომ სახლს აზის მზერა და არა სილამაზეს, ვინაიდან წინა სტრიქონიდან მოყოლებული აქ სახლის აღწერაა, მთლიანობაში კი ესაა შინაარსი : სახლს, როგორც სილამაზეს, - ცის მზერა აზის.
რაც შეეხება თქვენს სიტყვებს - ,,ბოდიალი", ,,უაზრობა" და ტონს ზოგადად, - რა გითხრათ აბა: თუნდაც დააკვირდით ამ ლექსში უსულო საგანზე მოფერებას; წარმოთქვით ეს ალიტერაციები ცალ - ცალკე, თუნდაც გაუაზრებლად და დატკბით ქართული ენის მშვენიერებით ( ეს არაა ჩემი დამსახურება, - ქართული ენის ბრწყინვალებაა); პოეზიის სიმღერით დაიტვირთეთ და არა ქარის მოტანილი ყრუ ძახილით, რომელსაც ქარივე მიმოჰფანტავს.
3. Ras daisevs:)))) iseti leqsia, sityvebi aqaiq roa gabneuli uazrod da leqsi rom unda aawyo Ras daisevs:)))) iseti leqsia, sityvebi aqaiq roa gabneuli uazrod da leqsi rom unda aawyo
2. ისევს, ალბათ დაისევს:)) ისევს, ალბათ დაისევს:))
1. Siotac isevs? :)))) reebi ibjotialet neta tavad tu icit:))) Siotac isevs? :)))) reebi ibjotialet neta tavad tu icit:)))
|