ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
30 იანვარი, 2009


***

შვიდი ცა_შვიდი ფურცელი
უფლისეული წიგნისა_
ფრთების ლხენა და ტკივილი,
ქვაზე მომყვანი იფქლისა,
სითბო სამოთხის ხმებისა,
უსასრულობა გზებისა,
მირქმა მზისა და მიწისა,
კოსმოსის ჭერზე იები
გინდ შენთვის,გინდა სხვისთვისა,
ქორწილი ვარსკვლავებისა,
გაზაფხულობა სიბრძნისა,
ნაპირთა მიუვალობა,
ბინდში სინათლის გალობა,
ფერთა ელვა და მკრთალობა,
თავდავიწყება ფიქრისა...

სიკვდილ-სიცოცხლის ზეიმი
ერთურთის კარზე მისვლისას.


ამას რომ ხედავ
--------------------
ქვეყანა აქით ნანახი
სხვა არის_უფრო ვრცელია,
შენთან მოსული ღრუბელი
ღმერთის ხელების ფერია.

მზემ ჩრდილით გაგალამაზა,
შენსავით ნამით სველია,
წინ შუქი ისე მოუძღვის,
იფიქრებ,ოქროს ცელია.

ამას რომ ხედავ,სიცოცხლე
სიკვდილზე ასჯერ ძნელია,
სუნთქვაში ზეცის სითბოა,
გულის ფოთლებზე ცრემლია.

ქვეყანა აქით ნანახი
უფრო კარგი და ვრცელია,
საოცრებაზე მეტია,
სიზმარზე მშვენიერია...

ამაღლება და წამება,
ცის ახლოს გარდაცვალება,_
ესაა,რაც გიწერია!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები