ნაწარმოებები


ნინო ნეკერიშვილისა და ანა ლაშხელი ონიანის სახელობის ლიტერატურული კონკურსი V-XII კლასის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში     * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: გადამფრენი
ჟანრი: პოეზია
27 ივნისი, 2018


პასუხი


ვიქნებით სამნი... იმ ღამით მოთოვს,
რძისფერი ფარდა სივრცეს ჩაბურავს,
კარს მივუკეტავთ ცხვირწინ სამყაროს
და საბანს სამი სუნთქვა აუვა...
ჩამოვიძინებ შენს ფრთებქვეშ მალე,
ჩვენი აპრილი სუნთქვას დაიწყებს
და ხეივნებში ცხრა თვის მიწურულს
მზეს გადავყლაპავთ ერთად სამივე...
ააწრიალებს ქარი დარაბებს
და მთვარეს გახევს ღრუბლების ფარდა...
წუხელ მესიზმრე და მთელი ღამე
ჩვენს ფანჯრებს თოვლი თვალებით ჭამდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები