ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნათია დაშნიანი
ჟანრი: პოეზია
2 ივლისი, 2018


* * *

გულის სითბო შემინახე-
ძვლებში ატანს ყინვის ძალა,
გაზაფხულის სიკეკლუცე
ზამთრის ჩრდილში მიიმალა.
მაგ ღიმილის ძალა-ეშხით
ჭირში იმედს რომ აჩენდი ,
სულში რისთვის  ჩამახედე
დაჭრილს თუ არ მომარჩენდი?...
მე კი შენით, როგორც მაჭრით,
ახლაც ისე გავბრუვდები...
( ღმერთმა უწყის, ჩემო, რა გჭირს)-
მიდიხარ და არ ბრუნდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები