ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დათო ქარჩავა
ჟანრი: პროზა
3 ივლისი, 2018


მდინარეთა დასალიერთან(გასრულდა ესე აბავი)

მივდიოდით.
    შემდეგ ვუმატეთ ნაბიჯების სისწრაფეს.

          არ გვაინტერესებდა აღმოსავლეთი,დასავლეთი,გრძედი ან განედი.ჩვენ უბრალოდ მივდიოდით.შემდეგ ავღმოჩნდით იმ წერტილთან,შორიდან რომ მოჩანდა.მუხისგან ნაშენები ქოხი იყო,სიძველე დაჰკრავდა და ბზინავდა.კარი ფრთხილად გავაღეთ და იქითა ერთი ცხვრი გამოვიდა,ტაატით,შემდეგ მინდვრებში გაუჩინარდა.ანაბელი მიმტკიცებდა,რომ ეს მიტოვებული სოფელი იყო და რომ აქ,მხოლოდ მწყემსები მცხოვრობდნენ,მე კი ვამბობდი,რომ ჩვენ ვართ სადღაც ფორთოხლისფერ ქვეყანაში,ალერგიებისგან შორს.
       
        დაიწყო ჩვენი არსებობა.
        ეს იყო პირველი ღამე.
    მე მინდვრის ბალახი დავფინე იატაკზე და ანაბელი ამოვიდა მასზე,როგორც ენძელა.დაიძინა

  მე თავშალი მედო მაგიდაზე,თავი თავშალზე და მხოლოდ მას ვუყურებდი.
    ვუყურებდი
    ვუყურებდი და
    დავიმახსოვრე.

        უცნაური ხმები შემომესმა.თითქოს მიწა სკდებოდა.ფეხკრეფით მივედი კარამდე.ქოქოსის ხეები ამოსულიყო მიწიდან და დილით უკვე,წყნარად დ მშვიდად ვსვამდით ქოქოსის კაკლის წვენს.

          ვერაფერი ვერ აყენებდა ჩრდილს,ჩვენს არსებობს.დვეხეტებოდით ქოხიდან შორს,დარწმუნებულები,რომ სადაც არ უნდა მივსულიყავით,ჩვენი ადგილი ყველაგან იქნებოდა.ხან მინდვრებთანნ ახლოს მდინრეს გადავცურავდით,ხანაც ერთი ჩრდილოვანი ადგილიდან,მეორეში ვინაცვლებდით.მერე წამოვსკუპდებოდით.როცა ვეტყოდი ანაბელს,რაც აქ ყვავილებია ყველად დაგიკრეფ-მეთქი,მის აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა.შემდეგ ჩვენთვის აქამდე უცხო წეს-ჩვეულება,რიტუალი მოვიგონეთ.ღმით,დაძინებამდე ჩავიცუცქებოდით,ხეებს ჩავჭიდებდით ერთმანეთს და ვმღეროდით.სალამური გავაკეთე,ანაბელი ჩაჰბერავდა სასიამოვნოდ და ასეთ დროს ლოყაზე პატარა ნაკეცეი უჩნდებოდა.

        მთვარის შუქზე გამოვდიოდით და სახლის წინ ვცეკვავდით.
        ჩვენ ვერ ვგრძნობით დროს.კალენდარი,საათი დღე,სრულიად უცხო და უინტერესო იყო ჩვენთვის.

        დილით ტივის გაკეთებას შევუდექი.ანაბელი უკრავდა სალამურზე და გვერდიდად არ მშორდებოა.ბამბუკი სვრილი იყო და რამდენჯერმე წყალშიც ვიყურყუტეთ.ანაბელი წყალში მოტივტივე ფოთლებს იჭერდა.

          - ანაბელ.ჩვენი განშორება არ იქნება.

          -შეხედე.ცაზე ორი სინამდვილე დაეკიდა.

      ტივით ერთხელ გასეირნებისას,გამოვდით სახლს ქმდე უცხო გარემოში ავღმოჩნდით.ჩვენ ვუხლოვდებოდით ლამაზ არსებებს,ადამიანის მსგავსს,რომელბსაც სხეული გამჭირვალე ჰქონდათ.გვსურდა გაგვეგო,ვინ იყვნენ ესენი.მათ თავები დახარეს,მისალმების ნიშნად.

      - ამ მდინარეს მოჰყვებით?- იკითხა  ახლოს მდგომმა.

      -დიახ და ჩვენ სახლს გამოვდით.
 
    -საიდა ხართ?იცით ახლა სად ხართ?

      -ჩვენ სიცხადიდან ვართ.სიხტი და უქმი დღეებიდან.დედამიწიდნ.

    -ააა.დედამიწიდან.რა ხდება იქ?

      -იქ ბევრი რამ ხდება,აბა ერთი სიტყვით როგორ გითხრათ?

        -არ თქვათ ორით,დუმტეთ და თქვით სამით,ხუთითY.
      - იქ ,არიან გამოუსწორებელი რომანტიკოსები დ გრძნობებისგან დაცლილები.სჯერ გათხოვილები და ასმეერთე სექსის მქონეები.იქ არიან და არიან.
   
      - მათი ყოფნით სრულყოფილია სიცარიელე.არაფრი არ არის თქვენი იქ,რაც გგონიათ რომ თქვენ გეკუთვნით.მხოლოდ სიზმრებია თქვენი,უღალატო.ის რასაც შექმნით და გამოიგონებთ.თავიდანვე იყო ბნელეთი და მისი ყოფნა მარადიული,გრძნეული ქარი მოვარდა და იშVა თქვენი მღელვარე სიცოცხლე.იყავით აქ და თქვენზე იმღერებს ქარი,ქარი რომელიც არასდროს წაიქცევა.

        - თქვენ როგორ მოხვდით აქ?

      - ჩვენ კი არ მოვხვდით აქ,ჩვენვე შევქმენით ეს ყვეალაფერი.თუ გაინტერესებთ,გესტუმრებით ამაღამ.

      -გულით გელოდებით ,მე და ანაბელი.

    მათ სამჯერ დაიძხეს "რამ" და წვიდნენ.

  ანაბელი მე მიყურებდა ფართო თვაკებით.ცერა თითი ტუჩტან მიეტანა.მისი თითები იყო აკვარელის.
      ჩვენ ვიყავით ბევრი.

      ჩვენ ვიყავით გაელვება.

    ჩვენ ვიყავით როიალის თეთრი კლავიშები და აპრილში თოვა.
   
      ვიჯექით და ვკაშკაშებდით.

      სტუმრებს ველოდით.მათ მოსვლამდე ჩვენი სახლი ციცინათელებით აივსო.ციცინათელები ფრენდნენ გარეთაც.ერთი მათგანი ანაბელს ცხვირზე დააჯდა და ციცინათელას მან ციცია დაარქვა.

          - ქალიშვილები დიდ დროს უთმობენ კანის მოვლას.შენ ბუნებრივი ხა ანაბელ და საოცარი.

      - მე მიყვარს შენი ქათინაურები,ფრთხილი და გონიერი.

        -ლამაზებს საკუტარი სილამაზის იმედი აქვთ და ფიქრობენ რომ მარტოობა მთ ვერ დაისაკუთრებს.მე ვგრძნობ შენს წამწამების ხმას.

        -როგორი ხმა აქვს ჩემს წამწამებს?
 
          -ისტერიული და თან მშვიდი.რომ შემეძლოს მთვარის გარშემო დავაწყობდი.

          მე კი მთვრის ჩამომშრალი ტილოდან,შენს ხელისგუზლე დავეშვები.

        სტუმრები მოვიდნენ.ამჯერად ხუთნი იყვნენ.
         
        -მოხრულნი ვართ,რომ თქვენთან ვარ- თქვა ერთერთმა,და გააგრძელა- დროა სახელებიც გითხრათ.  მე ლა მქვია,წარმოგიდგენთ დანარჩენებს: კომო, სარა, ნიფა და ინი.თქვენსას ნუ გვეტყვით,ისედაც ვიცით.

        - როგორ გამოიგონეთ აქაურობა და რა არის ეს?
        -ახლავე,-თქვა ლამ და კომოს მიმართა- კომო,გვნხე ნახზი. მან უცნაური წარწერებით,ცილინდრების მსგავსი ნახაზი წარმოგვიდგინა.

        -ჩვენი თეორია ადასტურებს, რომ დრო და სივრცე განუყრელი მეგობრები არიან, ანუ დრო წარმოქმნის სივრცეს და პირიქით - სივრცე წარმოქმნის დროს, უფრო ზუსტად კი -სივრცე წარმოქმნის დროს. ათწლიანი გამოკვლევის შედეგად მე იმ დასკვნამდე მივედი, რომ დრო წრეზე მოძრაობს. დიახ ბატონებო, წრეზე მოძრაობს, როგორც საათის ისრები, როგორც დედამიწა, პლანეტები მზის სისტემაში, ასევე დროც წრეზე მოძრაობს. აქედან გამომდინარე მე შემოვიღე ათვლის სისტემა და ათვლის წერტილი. როგორც ყველა საზომ ხელსაწყოზე, აქაც ათვლის წერტილი ნულია! აბა ბატონებო წარმოუდგენელი არ არის... იძახონ ეხლა მათემატიკოსებმა რამდენიც უნდათ ნული არ არსებობს, ნული არ არსებობსო, ეგ ნული მოუღებთ ბოლოს !
 
          - მარტივად აგვიხსენით,ბატონო- ითხოვა ანუკიმ.
       
          -მარტვად? კი ბატონო.ანუ რაც წასრულია,შეიძლება მომავალიც იყოს.პირამიდა,წრსულია და მომავალია.ვიღაცამ შეიძლება რაღაც დაგიტოვოთ,ეს იქნება წარსულ-მომავალი.დამტოვებელი წარსული,დატოვებული-მომავალი.მომავალი იმიტომ რომ თქვენ იქნებით მომავალში და ისიც თქვენთან იქნება მუდამ,სადაც არ უნდა იყოთ.გასაგებია?

      - სრულიად- წმოგვცდა ორივეს ერთად.

      - როგორაც გითხარით,იყავით აქ და თქვენზე დაწერენ სიმღერებს,დრამებს.აი ეს,მოლურჯო ბლანტი სითხე კი,რომელსაც ახლა განახებთ,არის უსასრულობის და მარადიულობის.საკმარისია წვეთი და დაუსრულებელი იქნებით მუდამ,თქვენ ვერ შელძებთ დავიწყებას.

      - ანაბელმა მოსვა.

      -მე ბოლომდე დავცალე.

- თრქვენ უკვე აიდგით ენა,-თქვა ლამ,-ვერ გარეცხავს ვერაფერი თქვენს სახელებს,აღიმართება კედლები,კარიბეჭეები და ზედ თქვნი სიმბოლო დაამშვენებს მას.თქვენ შეუერთდით მარადისობას."
           
          გამომეღვიძ.
ყორნების ჩხავიოლმა შემაკრთო თუ სხვა რამემ,არ ვიცი.
ბოლო წერილის შემდეგ ,ანაბელისგან წერილი არ მომსვლია.პროპორცია დამერღვა.
       
        ნეტავ სად გაფრინდა?იქნებ მისამართი დაავიწყდა?

      იქნებ რომელიმე ჯალათის ხელმა ფრთები მოატეხა?
       
ანააააააბეეეეეელ.........
         
არ მივაკარებ შენს სულს უგრძნობ ჯალათებს.
      მე ვზივარ და ვიცდი.
    მე ტკივილების განხრით ვმუშაობ.მე გეძებ განათებულ ხიდებთან,მდინარეების შესართავებთან.
   
      მომწვარი ასი ადგილი დამაქვს.
        შეგიძლია დაჯდე დ ჩემი ტკივილებისგან ყელსახვევი მოიქსოვო.
   
   
        გული რომ ამერეოდეს,ალბათ სული გადმომივარდებოდა.
   
        მე ვითხოვ დაბრუნებას,შევებრძოლები ცხრათავა დევებს.

  ანაააბეეელლლლ.........."

                        ღამის ოთხი საათი იყო,კითხვა რომ დავამთავრე.თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი მეგობრის სახლისკენ.ავირბინე კიბეები და ვიდექი კართან.შევედი.სიჩუმე იყო.ის აივანზე იჯდა,ხელები საღებვებით ჰქონდა დასვრილი და ხტავდა რაღაცას,რომ შევხედე გოგონა იყო,ცამდე აწეული,ცისფერ,გრძელ კაბაში.
                      ის იდგა და უყურებდა. გრაციოზული იყო,მისი ხელების ყოველი მოძრაობა.
            ვუყურებდი დიდხანს.
             
                შემდეგ ორივე,ნახატიც და მეგობარიც, გაუჩIნარდნენ,გაქრნენ.
                  სად? ეს მეც არ ვიცი.

                    ალბათ სადღაც შორს,
                  მდინარეთა დასალიერთან   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები