ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მინდელი
ჟანრი: პოეზია
6 სექტემბერი, 2018


ს.შ.

არ მითხრა, რომ აღარ დაბრუნდები,
ნუ მეტყვი, რომ ვეღარასდროს გნახავ.
მსურდა ისევ გაგეშალა ფრთები,
მაგრამ უცებ ოცნებები გაქრა.

ლურჯი ზეცა ჩამობნელდა თითქოს,
ბინდმა ისევ შთანთქა ყველაფერი,
უკვე მზეც კი არ იმეტებს სითბოს
აღარ დარჩა ირგვლივ არაფერი.

მთის არწივმაც ჩამოყარა ფრთები,
გაუფრინდა ერთადერთი მართვე,
დარჩა მხოლოდ გარდასული დღენი,
წარსულზე ფიქრს ის თავს ვეღარ ართმევს.

დავიჯერო, რომ ჩვენს შორის არ ხარ?
რომ თბილისის ქუჩებს შეელევი?..
რომ სიცოცხლემ ჩამოუშვა ფარდა
და მის მიღმა არ განმეორდები?!

ცის სილურჯემ ბინდი გადასერა,
ისევ შუქმა გაანათა არე:
"-მე თქვენში ვარ, მე ირგვლივ ვარ მარად!
მაშ რად ვხედავ თქვენს ცრემლიან თვალებს?"..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები