ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მუხრან აბაშიძე
ჟანრი: პოეზია
14 ივლისი, 2018


ბულბულისაგან დაობლებული

,,ღმერთო, მაღალო, დიდებულო" - ო, -
დაისიტყვება ბოლოს ობოლი,
და სეტყვა, როგორც გოგო ბულბული,
ობლის ალუბლებს ებულბულება.

და უდროობა უდრის მოლოდინს,
და მოლოდინიც ოდის ტოლია,
სადაც მძიმენი, კედელთა ლოდნი,
ლტოლვილს ემძიმა ოდეს, - ლტოლვიანს -

რომ სისადავეს ერთი სადავე
ჰქონოდა, რითაც მთები თბებიან.
დრო თითქოს სკდება, ცაცა, - ვით თავი,
და თოვლი მოდის - თეთრი ბებია; -

იბარდნებოდა დღემდე ბულული -
თუმცა, - ,,მადლობა დიდებულო"-ო.

                                          ავტორი: მუხრან აბაშიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები