ნაწარმოებები



ავტორი: უცნობი ქალის ლექსები
ჟანრი: პოეზია
25 სექტემბერი, 2018


ევა და ადამი :)

ევას გაწვდილი წითელი ვაშლი,
ადამმა მაცდურ ღიმილით ჭამა
და იმ წუთიდან მოტყუებული,
არავინ იცის რომელი დარჩა..

მას მერე დღემდე მოყოლებული,
ყველა ცოდვები ქალებს დააწვათ,
სიყვარულისგან დაბრმავებული,
ევაც საკუთარ აღმართს დაადგა.

დრო გადიოდა, ქალის თვალებში,
ევას გაწვდილი ვაშლი მოჩანდა,
კაცი კი კვლავაც გაოგნებული,
მაგრამ მაცდური ღიმილით ჭამდა.
Natia.K

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები