ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო გურჯი
ჟანრი: პოეზია
30 იანვარი, 2009


. . .

აქეთ?
აქეთ ზამთარია დე.
ვიცი, რომ იცი!
ვიცი რომ იცი, მაგრამ
აქ ხეებს როდი აცვიათ თეთრი პერანგები,
იცოდი?
ასეთი ზამთარი სცოდნია აქეთ
წვიმისფერი.

შენ ხომ მკითხე_შენსკენ რა ხდებაო,
ჰოდა მეც...
სახლში მივდივარ
ჰოდა აქეთ
ვიწრო-ვიწრო ქუჩები და
პატარა სახლებია.
სახლებთან ეზოები,
ვიცი, რომ იცი!
ვიცი, რომ იცი, მაგრამ
მწვანე ბალახით და მოწყენილი?
(ისიც ზამთარში) არ გეცოდინება.

ჰო, არა მიშავს...
კიდევ რა გითხრა?!
მდინარესთან, ძერა ისეთი მარტოა,
მინდა გაუთავებლად მასზე გესაუბრო.
რატომ მიბრაზდები?
რატომ მიბრაზდები?
აბა, სულ კარგად ხომ არ ვიქნები,
კარგი რა დე,
აბა ასე როგორ შეიძლება?!
აბა დიდი ბავშვი გაგონილა?!

იცი?
სულ მიკვირს_ასე რომ მენატრები,
როგორღა შემიძლია... შენი თვალებიდან
ასე უმოწყალოდ ამოვიდე
და შენი "ყოველდღე"-ც,
ჩემი უსაშველო "მანდარყოფნით" დავამძიმო.

ვიცი, რომ იცი!
ვიცი, რომ იცი, მაგრამ
- მე-მ ხომ მაინც უნდა გითხრას:

მიყვარხარო.
შენი ცრემლიანი თვალების და
ჩემი უიმედო ლოდინისთვის,
კიდევ უფრო.

ღმერთო...
კრედიტი დამიმთავრდა.

არადა,
რამდენი რამ ვერ მოვასწარი... (მეთქვა)
მაგრამ!..
მაგრამ რა აზრი აქვს,
დე,
შენ ხომ მაინც იგრძნობ?
დე. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები