სხვამ გაიხაროსო - გეწერა თვალებში სურვილი, მე წავიკითხე და შენს გვერდით მდუმარედ დავდექი. მივხვდი, რომ სინათლე, რომლის წინ, გარშემო, -სულ ვივლი, იდგა ჩემს წინაშე და აღარ მეწერა დამდეგი-
ნათება, ტკივილი, დაცემა, წინსვლა და ყოველი მტკიცება, რომელიც განგებას უცვლელად მოიცავს. ვიცანი გოგონა; გოგონა, რომელსაც მოველი, ბავშვობის დროიდან, მანამდე, მერე და მოიცა -
დეთ ახლა სადა ვარ, სადაც მზე გულიდან ამოდის და გული მზენაზავ სევდას და სიხარულს ატარებს? - ნამდვილად! - დიდია სიზუსტე ბედის და ამინდის; ნამდვილად გულები გვეზრდება, ვითარცა პატარებს;
ვითარცა მწვერვალებს ეწევათ სიტურფე, რომელშიც მერცხალი სიცოცხლის ვერცხლისფერ ბუდეებს იკეთებს. მე შენში ვიშოვე ცხოვრება: ვიხილე, რომ შენში: სხვამ გაიხაროსო - ყვაოდა თვალებზე სიკეთე.
ავტორი: მუხრან აბაშიძე
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ...მწერალ მკითხველის ე ს კავშირია... ...მწერალ მკითხველის ე ს კავშირია...
4. გენაცვალეთ, მადლობანი. სერენა, მიხარია ამის მოწონება, ვნახე გამონათქვამებზეც შენი გამოხმაურება, გაიხარე. ნექტარი,ძალიან მიხარია, რომ ჩემი ნაწერი , ასე ვთქვათ, გიახლოვდება და კეთილგანწყობას აღძრავს, სწორედ მწერალ - მკითხველის კავშირია ლიტერატურულად ატირებული მატარებელი (მატარებელი რომ დაიძვრება, ხომ თავისებურად გაჰკივ-მისტირის). გენაცვალეთ, მადლობანი. სერენა, მიხარია ამის მოწონება, ვნახე გამონათქვამებზეც შენი გამოხმაურება, გაიხარე. ნექტარი,ძალიან მიხარია, რომ ჩემი ნაწერი , ასე ვთქვათ, გიახლოვდება და კეთილგანწყობას აღძრავს, სწორედ მწერალ - მკითხველის კავშირია ლიტერატურულად ატირებული მატარებელი (მატარებელი რომ დაიძვრება, ხომ თავისებურად გაჰკივ-მისტირის).
3. რა კარგია. წარმტაცადაა გადმოცემული სულიერი განცდები, მშვენიერი წარმოსახვა და ფაქიზი სული ჩანს აქ, როგორ მიხარია და მომწონს აქ ეს განსაკუთრებულობა. რა კარგია. წარმტაცადაა გადმოცემული სულიერი განცდები, მშვენიერი წარმოსახვა და ფაქიზი სული ჩანს აქ, როგორ მიხარია და მომწონს აქ ეს განსაკუთრებულობა.
1. ეს რა ლამაზი რამაა... ძალიან ნათელი რამ,
- ნამდვილად! - დიდია სიზუსტე ბედის და ამინდის; ნამდვილად გულები გვეზრდება, ვითარცა პატარებს;
ბოლო ორი სტროფი განსაკუთრებით ემოციურია, ავტორს შეუძლია რაღაცები ლამაზად იგრძნოს და ცხადია გადმოსცეს.
აქ +5 დავტოვებ და პროზასაც მოვკარი თვალი, გადავხედავ იმასაც )) ეს რა ლამაზი რამაა... ძალიან ნათელი რამ,
- ნამდვილად! - დიდია სიზუსტე ბედის და ამინდის; ნამდვილად გულები გვეზრდება, ვითარცა პატარებს;
ბოლო ორი სტროფი განსაკუთრებით ემოციურია, ავტორს შეუძლია რაღაცები ლამაზად იგრძნოს და ცხადია გადმოსცეს.
აქ +5 დავტოვებ და პროზასაც მოვკარი თვალი, გადავხედავ იმასაც ))
|
|
მონაცემები არ არის |
|
|