სამყარო გამივარდა ხელიდან, როგორც ტრამვაიდან ჩამოსულ ქალს წითელი ხელთათმანი, და ვდგავარ ასე,კენჭივით იოლად გაჩენილი.
გაბზარულ ქვევრებს დავემსგავსე,მაწვიმს და მათოვს, მიტოვებული სამრეკლო ვარ, დაჟანგული,დაღონებული...
ორღობის ენაზე ვლაპარაკობ, ქარის ხმა მესმის, ვიღაც მოვა და ნეკერჩხალივით მერქანს გამაცლის, ვერ გაიგონებს მიწის სიღრმიდან, მოუმწიფებელი პურის სიმღერას.ნართანიანი
მრავლობითივით შევლამაზდი და თვალი ჩამიქრა, ვეღარ ვიხილე, ჩემი მონარჩენი ძაფებისგან როგორ ქსოვდნენ ვერცხლის ნაფეხურს. მე მაშინ ვჩნდები,ყვავის გაფრენას წრე რომ მოჰყვება, როცა ცა არ ჩანს. როცა მზის მზრიდან სისხლი მიჩანს. სხეულში ვაშლის წარსული მიზის, არ ვუშვებ დალპეს და ჩამოვარდეს. ხეზე ვიფიქრე-მინდვრად ვიქეცი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ჯამში ყველა ერთია.. ჯამში ყველა ერთია..
3. ჯამში ყველა ერთია.. ჯამში ყველა ერთია..
2. იმდენად გადატვირთულია მხატვრული სახეებით, რომ ვერ გავითავისე ლირიკული გმირი.ვინ არის: კენჭივით იოლად გაჩენილი? გაბზარული ქვევრი? მიტოვებული სამრეკლო? თუ კიდევ სხვა რამ. კიდევ უფრო გაუგებარია, რას გვეუბნება ეს გმირი.
იმდენად გადატვირთულია მხატვრული სახეებით, რომ ვერ გავითავისე ლირიკული გმირი.ვინ არის: კენჭივით იოლად გაჩენილი? გაბზარული ქვევრი? მიტოვებული სამრეკლო? თუ კიდევ სხვა რამ. კიდევ უფრო გაუგებარია, რას გვეუბნება ეს გმირი.
1. სამჯერ წავიკითხე. ახსნა -განმარტებითი ბარათი დამჭირდა. :( მგონი ჯობდა უკომენტაროდ გამეტარებინა. :/
სამჯერ წავიკითხე. ახსნა -განმარტებითი ბარათი დამჭირდა. :( მგონი ჯობდა უკომენტაროდ გამეტარებინა. :/
|
|
მონაცემები არ არის |
|
|