ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაინი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
20 ივლისი, 2018


აი ასე უბრალოდ..

4 წელია უკვე არაფერი დამიდია აქ..
ზედმეტად დიდი დროა.
მგონი არც არავინ შემორჩა იმ ხალხიდან აქ ადრე ვინ იყო.. ძველი ახალმა ჩაანაცვლა.. როგორც უმეტესწილად ხდება ხოლმე, ახლა მეც შედარებით დიდი ვარ-გავიზარდე და რაღაცებს მივხვდი.. მაგრამ წერა არასდროს შემიწყვიტავს, ჩემი ცხოვრების მძიმე წუთებში ყოველთვის ფურცლებს ვუზიარებდი ჩემს განცდებს..
ბევრი ნაწერი დაგროვდა და ალბათ მათი რაღაც ნაწილი ახლა რომელიღაც სანაგვეზე ყრია..
ვფიქრობ ესეც ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია-გავანადგუროთ ძველი.. სამუდამოდ!
თბილისში ვარ.. ცხელა..
ვზივარ-უსაქმურად, ვწერ და ვფიქრობ იმაზე თუ როგორ მიიღებთ თქვენ ამ ნაწერს, ალბათ დიდი კრიტიკა მოყვება,რომ მსგავსი შინაარსის პოსტები არ იდება URAKPARAK-ზე..
მაპატიეთ..(შემდეგში უკეთესს აუცილებლად შემოგთავაზებთ)
მინდოდა რომელიმე ჩემი ძველი ნაწერი დამედო აქ, მაგრამ ახლის დაწერა ვარჩიე.. რადგან არცერთი არ ჯდებოდა ამჟმინდელ ჩემ ემოციებში..
დღიურს გადავხედე.. და რამდენიმე ნაწერზე გავბრაზდი კიდეც,ეს რამ დამაწერინათქო..
ცოტა უკან რომ დამაბრუნებინა დრო ალბათ ამ ფურცლებსაც ამოვხევდი და ესეც რომელიმე ნაგავსაყრელზე ეგდებოდა უკვე-დაკუჭული..
გადავიფიქრე,მივხვდი რომ იმ დროს როცა დავწერე მთელი ემოცია ჩავდე მასში.. ახლა იგივეს აღარ ვგრძნობ მაგრამ ამის გამო არ უნდა ვყარო ასე ნაწერები.. როგორც დასაწყისში ვთქვი-გავიზარდე..
ლამაზი დღიური მაქვს.. მისი გარე ყდა სიმშვიდესს მოგგვრით..ჩემზე ასე მოქმედებს..
გადაშლისთანავე კი ერთი გზააბნეული გოგოს ფიქრებში მოხვდებით-რომელიც ძლივს მივიდა იმ აზრამდე რა უნდა სინამდვილეში.. მიზანი დაისახა..
თუ წაიკითხავთ თქვენც ნელნელა მიხვალთ მის მიზნამდე-აბდაუბდა ბილიკებით..
ყოველი გვერდის და ნამუშევრის კალიგრაფია განსხვავებულია.. ემოციური ფონის მიხედვით.. ( მიხვდებოდით რამდენად ემოციური ადამინი ვარ..)
ერთფეროვნებას ვერასდროს ვეგუებოდი.. მუდმივად მსურს რაღაც ახალი..
ჩემი დღიური კი ყოველთვის თავისი ჩვეული სიმშვიდით მომყვებოდა და იგებდა ჩემ უაზრო აკვიატებებს..
მისი სურნელიც კი იმდენად ნაზი და სასიამოვნოა..
როგორც მახსოვს სამ დღეში შევძლებ კიდევ რაიმეს გამოქვეყნებას..
შემდეგში სერიოზული ნაწარმოებით დაგიბრუნდებით..
სიყვარულით ნაინი :))

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს