ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ნათია დაშნიანი
ჟანრი: პოეზია
20 ივლისი, 2018


* * *

* * *
მოვა სიბერე, ჩამოაჭკნობს სხეულს ვარდივით და გრძელ კაბაში
ლამაზ ფორმებს ვეღარ დალანდავ,
გატეხავ სარკეს, შეიძულებ შუბლის ნაოჭებს, შემოაძარცვავ ფერად
სამოსს მუხის კარადას.

ჩაგჩურჩულებენ: -არ უხდებათ ქალებს მოწყენა,
ნურც ოქროს ხანის მონატრებით დამიღონდები-
დაიკერებენ ზურმუხტისფერ თვალებს ღილებად,
შენც იმ თვალების დაბრუნებას დაელოდები.

მერე თამამად მიუჯდები სიყრმის მეგობრებს
( ჩავლილი წლების სიავკარგეს
კოხტად ჰყვებიან , როცა ჩანავლულ
სილამაზეს მოიგონებენ
და სიამაყით იფერებენ სიტყვა ბებიას)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები