ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მუხრან აბაშიძე
ჟანრი: პოეზია
24 ივლისი, 2018


მზერანაზავი

მოვა სიმარტოვე ისევ თოვლიანი,
თოვა გადაფარავს მარტივ ნაფეხურებს.
ტყემლის თვალებიდან ჩანან თოლიანი,
ნანას ბავშვობიდან მთვარე აფახურებს.

ხანაც დაგვიდგება ხანა დავრდომილი,
სანამ, სინანულნო, სისხლში აირევით.
და მე ავდგები და გავალ მდინარიდან;
ღამე აორთქლდება თითქოს აირივით.

- აი, რომელიმე თეთრი მომავალი,
ჩაიჩურჩულებდა მკვეთრი ნიადაგით,
თორემ მატარებელს მე რას მიმალავენ?!
-თურმე მიეფარა მზერას ლიანდაგი...

ვხედავ, იბადება კითხვა ბინადარი,
თუ სად გიცხოვრია დიდხანს და ვინა ხარ.
ჯერაც სიზმარივით მჯერა, ვინ სად არის,
დავალ მზენაზავი და ვერ დავინახავ -

თოვა რომ დაფარავს მარტივ ნაფეხურებს;
მოვა სიმარტოვე ისევ თოვლიანი;
ნანას ბავშვობიდან მთვარე აფახურებს;
ტყემლის თვალებიდან ჩანან თოლიანი.

                                      ავტორი: მუხრან აბაშიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები