ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დათო ქარჩავა
ჟანრი: პროზა
26 ივლისი, 2018


ციკლონი და მდუმარე ყვავები ( 1 )



კვლავ ბარბაროსების მოლოდინში,
ანუ: ციკლონი და მდუმარე ყვავები
კვლავ ანუ: ანტიკურ დეტექტივი სუსპენსის გარეშე.

... ... თავწაჭრილი ყვავი ხარბად აბჩენდა ნისკარტს. თვალები ფახულობდნენ, ფრთები ფართხალებდნენ, ნისკარტი ლამის გახეულიყო, მაგრამ ხმა, ხმა კრინტი არ ისმოდა.

არა მარტო ყვავი კვდებოდა ჩუმად. მთელი ფორუმი სულგანაბული მიჩერებოდა ავისმომასწავებელ ნიშნებს. მთელი ფორუმი დუმდა. და არა მარტო დუმილში იყო ფორუმი ყვავის თანამონაწილე, არამედ სიკვდილშიც. ერთხელ... მეორედ... მესამედ გააკანკალა თავგაგდებულ სხეულს და აშლილი ბუმბულების მოთხვრილი გუნდა უსიამოვნოდ გაიყინა.

სრული უძრაობა და სიჩუმე ჩამოწვა. სამსხვერპლო მაგიდიდან წვეთავდნენ და დამშრალ ლაქაში ილექებოდნენ სისხლის უკანასკნელი წვეთები. მათი ხმა ყრუდ ისმოდა ქვის ფილებზე. ყველამ იგრძნო სიკვდილი. იგრძეს ყვავის გაყინვა. იგრძნეს რომ ასე მხოლოდ ერთხელ გაიყინები და ვეღარასდროს გათბები.

დარეტიანებული მიჩერებოდნენ სამსხვერპლოს. ბოლოს ისევ პონტიფი გამოერკვა ავი სიზმრებიდან, ყვავს ზიზღით მოკიდა ხელი და უსიტყვოდ გადაუძახა ტიბრში. ქურუმები უხმოდ დაიძრნენ ვესტას ტაძარისაკენ. ხალხიც დაიშალა, იშვიათად თუ ვინმე გამოელაპარაკა მეზობელს.

იოდიოტი ფლავიუსი ერთ ერთი იყო ამ მდუმარე ფორუმელთაგან. სხვების მსგავსად არც მას ამოუღია ხმა, არც მას გაუგია ყვავის ხროტინი. მაგრამ სიჩუმე? სიჩუმე არ იყო იდიოტი ფლავიუსის (და ვინ იცის, შეილება არა მარტო მის?) თავში. ყვავის საზიზღარი ნისკარტის ყოველ დაფჩენაზე ფლავიუსს კვლავ კვლავ ჩაესმოდა ხრაშუნა ხმა ლიქტორთა გადატეხილი წკეპლების.

ფლავიუსმა თავი გაქინია, უნდოდა ქუჩის ხმაურში გაეთქვიფა მოგონებები. ძველებურად ვეღარ ხმაურობდნენ მარადიული ქალაქის ქუჩები. ბარბაროსების მოლოდინი რომაელებს ძვალსა და რბილში გაჯდომოდათ. ყველა, ყველგან, ყოველ წუთს, ათასჯერ იზაფრებოდა საზარელი განსაცდელით - დღე დღეზე ბარბაროსებს რომის კარიბჭესთან ელოდნენ. ფლავიუსმა თავი მიაბრუნა ამ აფორიაქებული სახეებიდან, ცასა და ხის კენწეროებს გახედა. მტრისას. ყვავები... ყველგან ყვავები. ესენიც პირველ ბარბაროსს შემოჰყვნენ შავი ჭირივით. უცნაური, მდუმარე, გახევებული ყვავები. კალიასავით შემოესივნენ რომის ქუჩებს, დაიხუნძლნენ სახლებსა და ხეებზე, და მას შემდეგ აგიჟებდნენ მოქალაქეებს საკუთარი გაშტერებული თვალებით. ამ უკუნეთმა სიჩუმემ უარესად დათრგუნა. ყვავებს ისევ ბარბაროსები ერჩია, კლემანსოელთა ანდაზა გაახსენდა: სჯობს საშინელი დასასრული ვიდრე დაუსრულებელი საშინელება.

რას არ ყვებოდნენ ბარბაროსებზე. მათ სისასტიკეზე, ველურობაზე. ახალ გართობად გადაექცათ რომაელებს საღამოობით ფორუმზე საშინელებათა ზღაპრების მოსმენა. ბარბაროსები მოდიოდნენ ცეცხლითა და მახვილით. სისხლის მდინარეები და ცეცხლის ფერფლი გასდევდა მათ კვალს. ცოცხლად ჭამდნენ ადამიანებს. ცოცხლად მარხავდნენ. ფლავიუსს გააჟრჟოლა - ყოველ წუთს ბარბაროსები რომის კარიბჭესთან უნდა გამოჩენილიყვნენ. მუშტები მოკუმა. მოზღვავებულ ემოციებს ხშირად უნებლიე მოძრაობებში კლავდა.

თიხის ფირფიტა ედო მუშტში. ამოიღო და კვლავ გადაიკითხა - გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკა, კაპიტოლიუმის ბორცვი, მზის ჩასვლისას. ჰმ... კვლავ და კვლავ გათელა ათასჯერ გათელილი ეჭვები. სხვა დრო ხუმრობად ჩათვლიდა, მაგრამ ნიზა...

კარებთან შეჩერდა - "კატარინოს დუქანი". სულ ერთი კვირის წინ ნიზასთან ერთად იყო აქ. მცირედ ყოყმანის შემდეგ კარი შეაღო და ჩვეულ კუთხეში წამოწვა. მასპინძელმა უკითხავად დაუდგა ტუსკულიმის ლეღვი და ციკუბას საყვარელი დოქი.
- ტარტარები ტყეებში უნახავთ ბარბაროსები.
- როდის? - დაუფიქრებლად დაეკითხა ფლავიუსი.
- ერთი კვირის წინ, ლათინების მაცნეა სენატში.
- ბევრნი?
- უჰჰჰ, - ღრმად ამოისუნთქა მასპინძელმა და უხმოდ გაეცალა.

ფლავიუსმა ნელა მოსვა წყალგაურეველი ღვინო და გუნებაში უკანასკნელი შეხვდერა გაიმეორა.

ხშირად დადიოდნენ ასე - გადაცმულები ქალაქში. ნიზას უყვარდა ეს გართობა - გადაცმები. ზოგჯერ კაცადაც კი გადაცმულა და ტიბრი საროსკიბოებშიც კი შესულან ერთად. "კატარინოს დუქანი" კი საყვარელი სამიკიტნო იყო. მასპინძელს, აურელიანოს ბრძანება არ ჭირდებოდა უთქმელად ესმოდა ფლავიუსის. მონათყოფილი იყო.

იმ დღეს ჩვეულებრივზე ამღვრეული იყო ნიზა. თან ჩუმი, თან რაღაც ტანჯავდა. ფლავიუსი მიჩვეული იყო ამას. ბევრი მცდელობა დაახარჯა ნიზას ხასიათს. კითხვები, ფიქრები, ყველაფერი ამაოდ. ნიზას ვერ გაიგებდა - ამ არაფრისამხსნელ განმარტებაზე დაყაბულდა ბოლოს. თავად ნიზასთვისაც უკითხავს - რა იყო ქალი? რა იყო ქალური საწყისი?
ნიზა ერთხან ჩუმად უსინჯავდა ციკუბას გემოს. შემდეგ კითხვა შეუბრუნა:
- და ადამიანი რა არის?
ფლავიუსმა ვერაფერი უპასუხა.
- რატომ ფიქრობ რომ ქალს უწინ გაიგებ? ან საერთოდ რატომ ფიქრობ რომ გაიგებ? რატომ გგონია რომ ესე ერთი, განზოგადებული, მარტივი კანონით ამოწურავ ქალს?
ფლავიუსი კვლავ დუმდა, მართლაც რატომ?
- თუ იცი პოეტია ერთი - ფედერიკო, დაბადებით მატყუარა, ამ ჩვენი მარადიული ქალაქის ქუჩებში დაეხეტება?
ფლავიუსმა თავი დაუქნია, მოუკრავს რამდენჯერმე მაგ უნიჭო მოშაირისათვის თვალი.
- ლექსი აქვს ერთი:
ქალის ათასი სახე,
ჩვენთვის არისო მახე
ნუ ნიღაბს მიღმა ნახე
ქალი არ არის არხე.
- არხე? ჩაეკითხა ფლავიუსი.
- ჰო, ბერძნების არხე.
ერთხანს ჩუმად იყვნენ. მერე მასპინძელმა, რომელიც სწორედ ამ დროს მაგიდას ემსახურებოდა ჩაურთო:
- ბარბაროსები არ კლავენო ქალებს, თავისთან მიჰყავთო.
- ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევს, ფლავიუსს მანამ წამოცდა სანამ ენას კბილს დააჭერდა. მოლოდინის წინააღმდეგ დაუბრკოლებლივ ჩაუარა ამან, ნიზამ კმაყოფილმა გაუცინა:
- ჰო, ბარბაროსიაო ქალი.
ჩუმად იყვნენ. ციკუბას და ნიზას სურნელება ერთად აბრუებდა ფლავიუსს. ხელებით გრძნობდა სხეულის სინაზეს, რომელიც ღვინოს მათრობელი და თბილი ყლუპებივით უვლიდა მთელ სხეულში. და გონებაში რატომღაც სრულიად სხვა, ხრიალით წარმოთქმული სიტყვები ჩაესმა: გეშთალთ...გეშთალთ...
- ერთი წუთით, ნიზამ თავი გამოითავისუფლა, - ეხლავე, და წამოდგა.
ფლავიუსმა ღრმად ამოისუნთქა, კედელს მიეყრდნო და თვალი გააყოლა.
- რა ხდება?! რა ხმაურია?!- კითხვამ ფიქრებიდან გამოაფხიზლა. თავზე მასპინძელი დასდგმოდა დოქით ხელში, ხმაში აღელვება ეტყობოდა.
- ა? ფლავიუსი გვარიანა შემთვრალი იყო უკვე, გაჭირვებით წამოიწია - რა გინდა?
- რა ხმაურია? - გაიმეორა აურელიანომ.
ფლავიუსმა მიაყურადა. შორიდან ხალხის ხმები ისმოდა. - მაცნეზე იქნება.
მასპინძელი კიდევ აყურადებდა. მერე ციკუბა შესთავაზა - გნებავთ?
ფლავიუსი ერთხანს უაზროდ მიჩერებოდა დოქს. შემდეგ: მისმინე, იმ დღეს. მე და ნიზა რომ ვიყავით აქ... უკანასკნელად.
- როდის, დასჯის წინა დღეს?
- ჰო. დასჯის წინა დღეს. ვინ იყო ის კაცი, ნიზას რომ დახლთან გამოელაპარაკა?
- იმ დღეს თქვენ მარტო იყავით, - გაკვირვებულმა უპასუხა მასპინძელმა.
- როგორ ერთად ვიყავით, - მოუთმენლად შეუბრუნა ფლავიუსმა.
- ერთად?
- ჰო, მე და ნიზა, რა გჭირს? - სიმთვრალეში ენას უკიდებდა ფლავიუსი
- ნიზა ვინ არის?
ფლავიუსი გაკვირვებული მიაჩერდა მასპინძელს: ნიზა!...
პასუხი აღარ დასცალდა. უეცრად აღელვებული ხალხი ჯგროდ შემოიჭრა სამიკიტნოში.
- ბარბაროსების ლაშრობა! ლათინების მაცნე! სამ დღეში აქ იქნებიან! იმპერატორის ედიქტი! ბარბაროსები! - აღელვებული ხალხი ყველა მხრიდან ასკდებოდა.
ფლავიუსმა პირველსავე შემოვარდნილს ხელიდან გამოგლიჯა ედიქტი. ლათინთა მაცნე... პრეტორიანელთა როსტრები... სადღეღამისო პატრული... კონსულები... ბოლომდე აღარ წაუკითხავს. ერთი მოსმით გამოცალა ციკუბას ჩარჩენილი ყლუპი და ბორძიკით გამოვიდა გარეთ. ქუჩაში გონებაარეული ხალხი უმისამართოდ დარბოდა. ყოველი მხრიდან ისმოდა შეძახილები. ფლავიუსმა ცას ახედა: შუშის გაყინული თვალები შეეფთა კვლავ. სრული მდუმარება და გახევებული ყვავები. ფეხს აუჩქარა და კაპიტოლიუმის გზას შეუყვა. ნელ-ნელა უკან მოიტოვა აფორიაქებული ქუჩები. დროის მოსაგებად კარაკალას აბანოებით მოჭრა გზა. ერიდებოდა ღამით ამ უკაცრიელ პირქუშ ნანგრევებში სიარული, მაგრამ დროზე მოგებაზე მეტად კვლავ მოუნდა გამოეცადა მათი გაპარტახებული გარემო. პირველი ბარბაროსის გამოჩენიდან აღარ მუშაობდნენ აბანოები. ვინღა არჩევდა ბინძურსა და სუფთას. ბნელ დამშრალ დიდი დარბაზში ყრუდ ისმოდა ფლავიუსის ლანჩის ხმა. ბოლო ვიზიტი გაახსენდა აქ. უზარამაზრი გახურებული აბაზანა გონებავს უბინდავდა და ნელ ნირვანაში უცნაური სურათები ესახებდნენ. უცხო ქვეყნები, უცხო ადამიანები. თვალ წვრილი, ელამი ადამიანები. მათი შემხედვარე ფლავიუსი თავადაც თვალებს ჭუტავდა, ცდილობდა ოხშივარის განჭვრეტას. სტუმრები კი თავაზიანად უღიმოდნენ და თავს უქნევდნენ.
- ძნელი ამ ოხშივარში რაიმეს დანახვა, როდესაც მხურვალება თვალებს გწვავს, - ყურში ჩაულაპარაკა მოულოდნელმა მეზობელმა. ფლავიუსი შეკრთა, თავი მოაბრუნა და წვრილთვალება, მრგვალთავიანი უცხო მოდგმის ადამიანიდ აინახა. "აზიიდან იქნება" - გაიფიქრა ფლავიუსმა.
- ჰო, უმისამართოდ უპასუხო ფლავიუსმა, ძნელია.
- ძნელია, გაიმეორა ელამმა, ძნელია მაგრამ მაინც უნდა ეცადო, შენ განსაკუთრებით.
- მე? მე რატომ?
- შენ, იდიოტმა ფლავიუსმა. განსაკუთრებით უნდა ეცადო.
- იდიოტმა?! - ფლავიუსი წამოენთო. მთელი რომი იდიოტად მოიხსენიებდა, მაგრამ ასე პირისპირ?
- ჰო იდიოტმა. შენმა იდიოტიზმმა აგირჩია ამ ჭვრეტისათვის.
- რა? ფლავიუსმა ეხლა კი წამოიწია, სტუმრის კარგად შეთვალიერება მოინდომა. ხელით სცადა ორთქლის გაფატვა, მაგრამ არაფერი შერჩა, სიცარიელე იყო.
-ჰმ, ჩაილაპარაკა ფლავიუსმა. წუთით შეჩერდა, კვლავ შეათვალიერა ქალაქი. უკვე სენატთან მოსულიყო. აქაც დიდი და პატარა ყვავები უჭვრეტდნენ ყველა მხრიდან. შუშის თვალებიანი, მდუმარე ყვავები ათასი უძრავი მზერით მისჩერებოდა. ჰაჰ, კვლავ ამოიხვნეშა ფლავიუსმა და დარბაზი შევიდა.
სენატს სიცოცხლის ნიშანი აღარ ეტყობოდა. ერთი მუჭა შემორჩენილი სენატორები დაბნეული ისხდნენ სავარძლებში. მოკიაფე ჩირაღდნებით განათებული მტვერმოკიდებული ტახტრევანი - სულ ეს იყო შემორჩენილი იმპერიის დიდებისაგან. მამათა კანონებს აღარ ჰქონდათ უფლება მოქალაქეთა გონებაზე. ისინი უკვე დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ ბარბაროსების გამოჩენამდე გააუქმეს. ერთადერთი მოლოდიდი აცოცხლებდა სენატსა და იმპერიას - ბარბაროსების მოლოდინი. ყველაფერი მათ მოსვლასთან იყო დაკავშირებული.
- ავე იმპერატორ, ყოყმანით წამორთქვა სალამი ფლავიუსმა.
მტვერმოდებული სავარძლიდან მცირე შრიალი მოისმა. იმპერატორს პასუხი არ გაუცია. ჩირაღდნების შუქში ოდნავ ჩანდა მისი ნალოლიავები, გადაგლესილი ხუჭუჭა თმები. ფლავიუსმა დანანებით გახედა ავრელიუსთა ამ უკანასკნელ ნაშიერს: ბრედ პუ ი, დიდი დინასტიის გაპარტახების განსახიერება, რომის უნაყოფობის სიმბოლო.
"ამ თლილ ხლებეში რას უნდა მოველოდეთ ხმლისაგან? ნეტა როდის, მაინც როდის მოვლენ ბარბაროსები?" მოუთმენლად გაიფიქრა ფლავიუსმა. კაცმა რომ თქვას მას ყველაზე ნაკლები საყვედური ეთქმოდა იმპერატორისა. სწორედ იმპერტაორის წყალობით აირჩიეს (ანუ დანიშნეს) კონსულად. ფლავიუსს, ნაქები იდიოტიზმის მიუხედავად კარგად ესმოდა რომ ამ წოდებისაგან მხოლოდ ლიქტორთა წკეპლების სიმბოლიკა დარჩენილიყო, მაგრამ მაინც სიამოვნებდა ზიზილ-პიპილოებით სიარული... როცა ქონდა ზიზილ-პიპილოები...
კუთხიდან ლანდი მოუახლოვდა: ცენტურიონი გელოდებათ - ხმადაბლა მოახსენა მონამ.
ფლავიუსი მგლის ქანდაკების უკან, საიდუმლო კარისაკენ გაემართა. თავად ქანდაკება აღარსად იყო, იმეპრატორმა ვესტას ტაძარში გადაატანინ იგი. ვერ იტანდა იმპერატორი ძუ მგლის სიახლოვეს.
- საით? შავკაფტანიანმა დაცვამ შუბით შეაჩერა. სახელი?
- ფლავიუსი. იდიოტი ფლავიუსი - ღირსებით უპასუხა ფლავიუსმა. თვალებში ჩახედა მცველს, ცდილობდა საკუთარ იდიოტიზმზე სარკაზმის ნაპერწკლები ეპოვა. მაგრამ ბნელოდა დერეფანში, არაფერი ჩანდა.
- ცენტურიონი გელოდებათ.
ფლავიუსიმა კარი შეაღო. ბევრს არ ქონდა რომში ამ კარების შეღების უფლება. ფარული საძმოს აბანო - რომის იმპერიის გენია, წმიდათა წმინდა. ამ აბანაში თავის დროზე ჭუჭყისაგან იხეხებოდნენ ვერგილიუსი და ლუკიანი, არქიმედი და, თუ ლეგენდებს დაეჯერებათ, თვით ბერძენი პითაგორაც. იყო დრო, როცა აბანოს ცხელ ოხშივარში ხარშავდნენ იმპერიის საიდუმლო ნექტარს და ხილული სამყაროს კიდით კიდემდე ეფინებოდა ლათინური კულტურის ბრწყინვალება. ამ სიმხურვალეში გამოჭედილ ფოლადს ვერ გაბზარავდა ეჭვი, ვერ შეჰბედავდა ბარბაროსების თავხედობა. ბარბაროსები! ჩაეცინა ფლავიუსს, ვინ იფიქრებდა! კვლავ დანანებით გახედა რამდენიმე გამელოტებულ გაოფლილ სტუმარს. დანაოჭებულ შუბლს ხელისგულით ისრესდნენ, კოტიტა თითებით ცდილობდნენ არ არსებული რითმებისა და აბზაცების გამოწურვას და მათი თვალები მუდარით კითხულობდნენ: როდის, როდის მოვლენ ბარბაროსები?
- ა, ფლავიუს, - ცენტურიონი გულთბილად მოეხვია, ძველი მეგობარი იყო მამის. გაიგებდი მაცნის ამბავს?
ფლავიუსმა თავი დაუქნია.
- გეძებდი, - ცენტურიონმა სკამზე ანიშნა, ნიზასი არაფერი ახალი?
- მე თქვენგან ველი პასუხს.
ცენტურიონმა თავი გაიქნია.
ფლავიუსი ერთხანს დუმდა, შემდეგ მოულოდნელად მოუარა:
- გაფიცებ მამაჩემის სულს, გაფიცებ მამაჩემის სულს, რომელმაც ჩემს მეურვედ და გვარის მცველად დაგასახელა, რა უყავით ნიზას? გაფიცებ...
- ფლავიუს, კვლავ თავი გაიქნია ცენტურიონმა, ფლავიუს ვფიცავ იმპერატორის სახელს, კუთხე არ დამიტოვებია რომში...
"იმპერატორის სახელს", ფლავიუსმა ტუჩები დამანჭა: თქვენ, თქვენ მოკალით ნიზა, ხმადაბლა ჩაილალაპარაკა.
ცენტურიონმა კვლავ თავი გაიქნია. ერთხანს ჩუმად იჯდნენ.
- რისთვის მეძებდი? ბოლოს ისევ ფლავიუსმა ამოიღო ხმა.
ცენტურიონი უსიტყვოდ ადგა, კედლის საცავიდან თიხის ფირმიტა გამოიღო და ფლავიუს გადასცა. გვარიანა ძველი ფირფიტა იყო, დროისაგან დაბზარული. ფლავიუსმა დახედა და იგრძნო გულის ბაგაბუგი:
"გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკა, კაპიტოლიუმის ბორცვი, მზის ჩასვლისას." ჯიბეში ხელი ჩაიყო და პირველი ფირფიტა ამოიღო. ორივე გვერდიგვერთ დადო, შეადარა. ორივე ზუსტი ასლი იყო მეორისა.
- რა ხდება ამიხსენი. ფლავიუსმა უღონოდ შეხედა ცენტურიონს. მესმის რომ თქვენ მოწყობილია ყველაფერი. არ ვჩივი, არ ვიბრძვი, მხოლოდ ვკითხულობ: რა ხდება? რა გინდათ?
- ეგ რა ფირფიტაა, - ცენტურიონი ინტერესით შეჰყურებდა.
რა მსახიობია, გაიფიქრა ფლავიუსმა: ეს ნიზას თავსაფარში იყო. მაშინ, დასჯის დღეს.
ცენტურიონი გაკვირვებული უყურებდა ფირფიტებს. იქნებ მართლაც არაფერ შუაშია? კვლავ დატრიალდნენ ეჭვები ფლავიუსის თავში: გამაგებინე რა ხდება? საიდან ეს ფირფიტა?
- ეს მამაშენმა დამიტოვა სიკვდილის წინ.
- ამდენი ხანი?
- ჰო, სწორედ ბარბაროსების მოსვლის წინ მთხოვა გადმომეცა. მაგრამ ეს? ცენტურიონი გაკვირვებული დაჰყურებდა ფირფიტებს. ფლავიუსს ჩაფიქრდა. ცენტურიონის მოხუც სახეზე ჩირაღდნის ალები ირეკლებოდნენ. სწორედ ესე ცეკვავდნენ ალები ჩვიდმეტი წლის წინ, ამ არეულ ღამეს, როდესაც მამა გარდაიცვალა. ფლავიუსმა თვალები დახუჭა და მოგონებებში წაიღო. მამა დიდხანს ემშვიდობებოდა, უსიტყვოდ. ბავშვი იყო, პატარა და მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ, იგივე სცენის მრავალგზის მოგონებით კვლავ, ხელახლა განიცადა მაშინდელი განშორება, უკვე ისე, როგორც ზრდასრულნი განიცდიან. მამამ ბოლოჯერ ჩაიკრა გულში, თვალებში ჩახედა და ბალიშებზე მიესვენა. ახსოვდა შემდეგ გარეთ, დიდ დარბაზში კედელზე მიყუდებული კედლის ორნამენტებიდან ხედავდა ლოგინზე დახრილი ცენტურიონის სახეს და აკიაფებულ ალებს. მამა დიდხანს, მხედრული წესით მკლავი-მკლავ გადახვეული ემშვიდობებოდა ძველ მეგობარს. ყურში, დახრილს, დიდხანს ანდობა თავის საიდუმლოებათ. მამის სიტყვები დაამახსოვრდა:
- რომი მუდამ უსამართლო იყო ჩვენს მიმართ. უარს გვეუბნებიან... ჩვენ, რომელთაც სისხლი და ოფლი გვაქვს ჩადებული ამ ქალაქის საფუძველში, მოყოლებული რომულუსიდან. ჩვენ ფლავიუსებს, რომლებიც საბედისწერო ჟამს მუდამ რომის უკანასკნელ კედლებთან ვიდექით იდიოტებად, შეურაცხადებად მოგვიხსენიებენ. ჩვენ, იდიოტ ფლავიუსებს, რომელთაც ფარებზე გვიწერია თვით დაუმარცხებელი ჰანიბალის სახელი. მაგრამ არაფერია, მამამ ჩაფიქრებით ჩაიცინა, ყველაფერს თავისი გზა აქვს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები