ნაწარმოებები


დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თაზო ქიზიყელი
ჟანრი: პოეზია
27 ივლისი, 2018


ფშავლის ქალაო

გული მამწყვიტე საგულეს, ლამაზო ფშავლის ქალაო,
შენი ტუჩ-მკლავის შამყურეს, ფიქრები ამეშალაო.
ე, მაგ თოლებით ნაცდუნებს, შამამემატა ძალაო,
ისეთა გზნებით მიცქერდი, ლამის გამიწყრა ხმალაო.
შამოგეჩვიე სხვის წაწალს, გამიჩნდი ხათაბალაო,
რამდენჯერ ამამავლიე ფეხით არაგვის ჭალაო...
გეძალებოდი მალიმალ, ტიალო, ნატვრისთვალაო,
რამდენჯერ ღამის ფრინველმა, შაჰკივლა, შაიშალაო.
მთვარე ვნებისგან რამდენჯერ სხივებად ჩაიშალაო,
ნანატრი ღამეც განდევნა, დილამ არ დაიშალაო.
ველად ნაგები საწოლი, ნისლისა აიშალაო,
შაუყვა ფშავის ვიწროებს, მთებ შუა ჩაიმალაო...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები