როცა ადგილზე ვივლი შორ მწვერვალამდე მანძილს, და ცულის უტარობა მატარებს, ანდა დამცემს;
მერე - შენამდე ცალ სულს გადმოვაცურებ როცა, და სულისცალის პოვნით აღევლინება ლოცვა;
და გულისცემა იტყვის, რაც არასოდეს უთქვამს; და გადაფარავს ფერებს სუნთქვაშეკრული სუნთქვა,-
ანგელოზები მზეზე დაფრინდებიან, დები; მუზანაზავდები და სინაზენაზავდები:
შენშია გული - ღია ან უბრალოებური, საკმარისია ფიქრებს ოცნებად მოებურო
და იყო, სადაც არ ვარ, და ვიყო, სადაც გელი, და მაპატიო, რაც მე სიჩვენე დაგაკელი.
და როცა მართლაც, ჟამი, გადაიმტვრევა წელთან, და ბედისწერა დაწერს, რასაც არასდროს წერდა, -
დავიკარგებით, კარგო, ცისარტყელაზე, ფრთებით... სინაზენაზავდები... სინაზენაზავდები... ავტორი: მუხრან აბაშიძე
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მომეწონა, . ლამაზია, როგორც ყვეა სხვა ნაწარმოები თქვენი, მაგრამ აქ ბევრი სევდაა.
და მაინც სევდა არავის სტოვებს მარტოს და თავის თავის გარეშე.
///////////////////////////////////////////////////// გადავცდე მინდა ნათქვამის ნაპირს როცა მზე ათბობს საშენო აპრილლს.
////////////////////////////////////////////////////// ნ ე ქ ტ ა რ ი. მომეწონა, . ლამაზია, როგორც ყვეა სხვა ნაწარმოები თქვენი, მაგრამ აქ ბევრი სევდაა.
და მაინც სევდა არავის სტოვებს მარტოს და თავის თავის გარეშე.
///////////////////////////////////////////////////// გადავცდე მინდა ნათქვამის ნაპირს როცა მზე ათბობს საშენო აპრილლს.
////////////////////////////////////////////////////// ნ ე ქ ტ ა რ ი.
5. ნაზავი - მუზისა და სულისცალისა; სინაზისა და სულისცალისა. დიახ, მართალს ბრძანებთ, მატარებს - ნიშნავს, რომ მივყავარ - ,,ადგილზე ვივლი", ანუ სულისცალის გარეშე უტარო ცულივით ვიქნები. ნაზავი - მუზისა და სულისცალისა; სინაზისა და სულისცალისა. დიახ, მართალს ბრძანებთ, მატარებს - ნიშნავს, რომ მივყავარ - ,,ადგილზე ვივლი", ანუ სულისცალის გარეშე უტარო ცულივით ვიქნები.
4. უტარობა მატარებს ნიშნავს რომ სადმე მიყავხართ, თუ ტარის მაგივრობას თავად კისრულობთ? დამცრის - ასეთი ტერმინი არ მსმენია. რომელიმე დიალექტზე თუ რამეს ნიშნავს, ბოლოში განმარტება კარგი იქნებოდა
ნაზავი ყოველთვის მინიმუმ ორი კომპონენტისგან შედგება. აქ მიძღვნის ობიექტი სინაზისა და რის ნაზავია? მუზის და რის? უტარობა მატარებს ნიშნავს რომ სადმე მიყავხართ, თუ ტარის მაგივრობას თავად კისრულობთ? დამცრის - ასეთი ტერმინი არ მსმენია. რომელიმე დიალექტზე თუ რამეს ნიშნავს, ბოლოში განმარტება კარგი იქნებოდა
ნაზავი ყოველთვის მინიმუმ ორი კომპონენტისგან შედგება. აქ მიძღვნის ობიექტი სინაზისა და რის ნაზავია? მუზის და რის?
3. მადლობა დათო, გამოხმაურებისთვის .
სიჩვენე - ერთმანეთობა; მეუღლეობა. სუნთქვაშეკრული სუნთქვა - იგულისხმება არა ის, თუ რამდენად ითქვამს სულს, არამედ აღწერილი განცდით გამოწვეული სუნთქვის სახეობა, როგორც - უხასიათობა მიეკუთვნება ხასიათს. მადლობა დათო, გამოხმაურებისთვის .
სიჩვენე - ერთმანეთობა; მეუღლეობა. სუნთქვაშეკრული სუნთქვა - იგულისხმება არა ის, თუ რამდენად ითქვამს სულს, არამედ აღწერილი განცდით გამოწვეული სუნთქვის სახეობა, როგორც - უხასიათობა მიეკუთვნება ხასიათს.
2. მადლობა დათო, გამოხმაურებისთვის .

1. მოვიტეხე ენა, ძლივს წავიკითხე. სუნთქვა თუ შეკრულია, ის უკვე სუნთქვა არაა) სიჩვენე - რა? მოვიტეხე ენა, ძლივს წავიკითხე. სუნთქვა თუ შეკრულია, ის უკვე სუნთქვა არაა) სიჩვენე - რა?
|
|
მონაცემები არ არის |
|
|