ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
31 იანვარი, 2009


პასუხი

ფეხდასერილმაც რომ ვიარო,
ბოლომდე ვივლი,
თუ ეს ბილიკი გზის დასასრულს
მოვა შენამდე.
სულში განათბობ სიტყვებს
მინდა მოვდო ქამანდა
და გახედნილი მუსტანგივით
ლექსში შევაბა.
მტკივნეულია რეალობა,
როგორც შემთხვევით
ლურსმანს აცდენით,
მოხვედრილი თითში ჩაქუჩი...
შენ ეფარები უჩემობის პირბადეს,
მაგრამ ტკივილს იამებ
სტრიქონებით, ჩემგან ნაჩუქარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები