| ავტორი: ჯანა ჟანრი: თარგმანი 5 აგვისტო, 2018 |
სული და სახელი
ვიდრე მეჯლისი ბრწყინავს ნათელი, შვებას ვერ ვპოვებ ვერც საიქიოს, გაუერთგულა ჩემი სახელი ღმერთმა ზღვას, სულის უშრეტ სტიქიონს.
გიზგიზებს ვალსი, ნაზია სუნთქვა, ნაღველი ისევ თავისკენ მითრევს, ღმერთს ჩემთვის დარდი კი არ აღუთქვამს, ჩემი ოცნება მისცა ზღვის ზვირთებს.
ილხენს დარბაზი, ბრწყინავს, ბზრიალებს, მიწვევს, ხელს მიქნევს... დაე, მიქნიოს... ღმერთი ამ სულსაც ზღვას აზიარებს, ზღვას, იდუმალ და ერთგულ სტიქიონს.
Душа и имя
Пока огнями смеется бал, Душа не уснет в покое. Но имя Бог мне иное дал: Морское оно, морское!..
В круженье вальса, под нежный вздох Забыть не могу тоски я. Мечты иные мне подал Бог: Морские они, морские!..
Поет огнями манящий зал, Поет и зовет, сверкая. Но душу Бог мне иную дал: Морская она, морская!..
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. დიდი მადლობა. ყოველთვის საინტერესოა ჩემთვის, რას ფიქრობს ნინო დარბაისელი. დიდი მადლობა. ყოველთვის საინტერესოა ჩემთვის, რას ფიქრობს ნინო დარბაისელი.
8. დიდი მადლობა. ყოველთვის საინტერესოა ჩემთვის, რას ფიქრობს ნინო დარბაისელი. დიდი მადლობა. ყოველთვის საინტერესოა ჩემთვის, რას ფიქრობს ნინო დარბაისელი.
7. თავისთავად კარგად ჟღერს. ალბათ, აქვს ასეთ თავისუფალ თარგმანსაც არსებობის უფლება, თუმცა ძნელია არ დავეთანხმო რენუარს. ზღვა- ...- მისი სიღრმე- სიდიდე, იდუმალება, და ა. შ - , ,,მარინა “ სახელის საბედისწერო პოეტური ეტიმოლოგიაა - , ეს ერთი საყრდენი, ასე ვთქვათ, ქვაკუთხედური კონცეპტია ცვეტაევას პოეზიისა. ლექსების ერთი წყების გასაღები აქაა.
თავისთავად კარგად ჟღერს. ალბათ, აქვს ასეთ თავისუფალ თარგმანსაც არსებობის უფლება, თუმცა ძნელია არ დავეთანხმო რენუარს. ზღვა- ...- მისი სიღრმე- სიდიდე, იდუმალება, და ა. შ - , ,,მარინა “ სახელის საბედისწერო პოეტური ეტიმოლოგიაა - , ეს ერთი საყრდენი, ასე ვთქვათ, ქვაკუთხედური კონცეპტია ცვეტაევას პოეზიისა. ლექსების ერთი წყების გასაღები აქაა.
6. უმა თურმან, გმადლობთ, რომ კითხულობთ და კრიტიკული შენიშვნებისთვისაც გმადლობთ. უმა თურმან, გმადლობთ, რომ კითხულობთ და კრიტიკული შენიშვნებისთვისაც გმადლობთ.
5. 1. Морское оно, морское!.. 2. Морские они, морские!.. 3. Морская она, морская!.. რეფრენი ქართულ ვერსიას აქსესუარად არ გამოადგებოდა, მხოლოდ მდარე და დუნე რიტმში გადაიყვანდა. ისედაც არ მიმაჩნია ტროპის საუკეთესო სახედ. შევეცადე, გამემსჭვალა იმ განცდით, რომ „მარინა და მარინისტული" ხედვა კი არ არის, ცვეტაევას ბედისწერაა. ღმერთი თავის ტვიფარს ადებს ქმნილებებს, ამიტომ ქმნილების ხილვით (ზღვით) შეიცნობა შემოქმედი. ასე რომ, მისი და ზღვის სახელების შერწყმით პოეტის სულში სამყაროს ჰარმონიამ დაივანა, ზღვა ღვთაებრივად დაუკავშირდა მის ბედსა და უბედობას და არა მისი დაბადების მოწმობის შევსების ფაქტს. ამ აღმოჩენით შეძრულმა დაწერა ეს ლექსი. 1. „გაუერთგულა ჩემი სახელი ღმერთმა ზღვას, სულის უშრეტ სტიქიონს." 2. ღმერთს ჩემთვის დარდი კი არ აღუთქვამს, ჩემი ოცნება მისცა ზღვის ზვირთებს. 3. ღმერთი ამ სულსაც ზღვას აზიარებს, ზღვას, იდუმალ და ერთგულ სტიქიონს.
ეს „მომენტი და აქცენტები", როგორც შენიშნავთ თქვენ, რენუარ, აქ, ამ პასაჟში, დაშიფრულია. რის საშუალებასაც არ იძლევა საზომი და ქართული ბგერწერა, რასაც არ იტევს სტრიქონი და ხშირად არაერთიც, მთარგმნელი სტრიქონებშორის, ქვეტექსტებსა და ფარულ ნიაუბსებში აჟღერებს ხოლმე. გარდა იმისა, რომ მის აღმოჩენას სულიერი თვალი სჭირდება, კეთილგანწყობაც არ აწყენდა. პატივისცემით და მადლიერების გრძნობით (რომ კითხულობთ და ინტერესდებით) ჯანა ამირეჯიბი.
1. Морское оно, морское!.. 2. Морские они, морские!.. 3. Морская она, морская!.. რეფრენი ქართულ ვერსიას აქსესუარად არ გამოადგებოდა, მხოლოდ მდარე და დუნე რიტმში გადაიყვანდა. ისედაც არ მიმაჩნია ტროპის საუკეთესო სახედ. შევეცადე, გამემსჭვალა იმ განცდით, რომ „მარინა და მარინისტული" ხედვა კი არ არის, ცვეტაევას ბედისწერაა. ღმერთი თავის ტვიფარს ადებს ქმნილებებს, ამიტომ ქმნილების ხილვით (ზღვით) შეიცნობა შემოქმედი. ასე რომ, მისი და ზღვის სახელების შერწყმით პოეტის სულში სამყაროს ჰარმონიამ დაივანა, ზღვა ღვთაებრივად დაუკავშირდა მის ბედსა და უბედობას და არა მისი დაბადების მოწმობის შევსების ფაქტს. ამ აღმოჩენით შეძრულმა დაწერა ეს ლექსი. 1. „გაუერთგულა ჩემი სახელი ღმერთმა ზღვას, სულის უშრეტ სტიქიონს." 2. ღმერთს ჩემთვის დარდი კი არ აღუთქვამს, ჩემი ოცნება მისცა ზღვის ზვირთებს. 3. ღმერთი ამ სულსაც ზღვას აზიარებს, ზღვას, იდუმალ და ერთგულ სტიქიონს.
ეს „მომენტი და აქცენტები", როგორც შენიშნავთ თქვენ, რენუარ, აქ, ამ პასაჟში, დაშიფრულია. რის საშუალებასაც არ იძლევა საზომი და ქართული ბგერწერა, რასაც არ იტევს სტრიქონი და ხშირად არაერთიც, მთარგმნელი სტრიქონებშორის, ქვეტექსტებსა და ფარულ ნიაუბსებში აჟღერებს ხოლმე. გარდა იმისა, რომ მის აღმოჩენას სულიერი თვალი სჭირდება, კეთილგანწყობაც არ აწყენდა. პატივისცემით და მადლიერების გრძნობით (რომ კითხულობთ და ინტერესდებით) ჯანა ამირეჯიბი.
4. თუმცა, მეორედაც გადავხედე და მგონი, ჩანს:) თუმცა, მეორედაც გადავხედე და მგონი, ჩანს:)
3. ალბათ, რენუარი მართალია, მაგრამ ისე, როგორც დამოუკიდებელი ლექსი, ისე ჩამეკითხა და უმაღლესიც დაგიწერე... ალბათ, რენუარი მართალია, მაგრამ ისე, როგორც დამოუკიდებელი ლექსი, ისე ჩამეკითხა და უმაღლესიც დაგიწერე...
2. სუსტი შესრულებაა, ის რაც რუსულ ტექსტში სამჯერ მეორდება, სამივეჯერ სხვანაირად თარგმნეთ და აცდით მთავარ სათქმელს, წარმატებები. სუსტი შესრულებაა, ის რაც რუსულ ტექსტში სამჯერ მეორდება, სამივეჯერ სხვანაირად თარგმნეთ და აცდით მთავარ სათქმელს, წარმატებები.
1. გამარჯობა, ჯანა:) 1) Морское оно, морское!.. 2)Морские они, морские!.. 3)Морская она, морская!..
მესმის, ქართული ენა ამის გადმოტანის საშუალებას არ იძლევა, მაგრამ არ უნდა დაიკარგოს ეს მომენტი, რადგან აქცენტი ორიგინალში გაკეტებულია ავტორის სახელზე "მარინა" და "მარინა" - როგორც ზღვა.
ანუ რაღაც ასე: მარინა და მარინისტული... ეს უნდა ჩანდეს. გამარჯობა, ჯანა:) 1) Морское оно, морское!.. 2)Морские они, морские!.. 3)Морская она, морская!..
მესმის, ქართული ენა ამის გადმოტანის საშუალებას არ იძლევა, მაგრამ არ უნდა დაიკარგოს ეს მომენტი, რადგან აქცენტი ორიგინალში გაკეტებულია ავტორის სახელზე "მარინა" და "მარინა" - როგორც ზღვა.
ანუ რაღაც ასე: მარინა და მარინისტული... ეს უნდა ჩანდეს.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|