ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
18 აგვისტო, 2018


აივნიდან...- სანამ ნისლები მიდიან ზევით

ბინდბუნდში ყურშამ გაჰყეფა ხევით,
შორს, მთისკენ, უკვე მიუდით ცხვარი,
მამალმა ბევრჯერ იყვირა ჯერით,
ნახირის ყელზე გაბმული ზარი...

სანამ ნისლები მიდიან ზევით,
ცამ გადაიძრო სახიდან შავი...-
აჭრიალებენ ეზოებს ხელით,
სილუეტები ბნელში მოძრავი.

აჩქარებული ნაბიჯის ბრალით,
გარბის მინდორი ბალახის წყვეტით,
ნამიან დილით ივსება ბარი,
სანამ ნისლები მიდიან ზევით...

ეკრანი ცისა მიჩვენებს რიჟრაჟს,
ეს ნისლიც ისევ მიდის და მიდის...
კვლავ აივანზე ვამაგრებ \"ბირჟას\",
\"ეჰეი,  ჰე \"-ის
შეძახილებით გადადის ხიდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები